Home რუბრიკები ბლოგი აშშ-ის ანალიტიკოსები: პუტინის 2007 წელს გამოთქმული პროგნოზები ბოლო 9 წლის განმავლობაში...

აშშ-ის ანალიტიკოსები: პუტინის 2007 წელს გამოთქმული პროგნოზები ბოლო 9 წლის განმავლობაში ახდა

673

2007 წელს, უშიშროების საკითხებთან დაკავშირებით მიუნხენში ჩატარებულ კონფერენციაზე,  ვლადიმირ პუტინი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა ნატოს გაფართოება, კონფლიქტების გადაწყვეტა, ძალის არასანქცირებული გამოყენება, ტერორიზმთან ბრძოლა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მსოფლიო საზოგადოება გააფრთხილა იმ საფრთხეებზე, რომლებსაც მოასწავებს აშშ-ის უპასუხისმგებლო პოლიტიკა, მათ შორის ახალ ომებს, რისი საშიშროებაც  დღეს ძალიან დიდა, ისე როგორც არასდროს აქამდე, თვლიან ამერიკელი ანალიტიკოსები.

 „ მე წავიკითხე 2007 წლის  მოხსენება, როცა პუტინი პირველად გამოვიდა მსგავსი სიტყვით და  ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მას  ვეთანხმები.

ამჟამად,   რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტისკენ მიმართული აშშ/ნატო-ს პოზიცია,  კიდევ უფრო მეტ საფრთხეებს შეიცავს.

2007 წელს, პუტინი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა ნატოს გაფართოება, კონფლიქტების გადაწყვეტა, ძალის არასანქცირებული გამოყენება, ტერორიზმთან ბრძოლა. მას მერე ეს გამოწვევები მნიშვნელოვნად გამწვავდა. ნატოს ჯარების რუსეთის საზღვრების გასვრივ გადაშლამ გვაჩვენა, რომ მსოფლიო კუბის სარაკეტო კრიზისისკენ დაბრუნების გზას ადგას. ამასთან ერთად, ორივე ეს ქვეყანა სირიაში დაბომბვებს ახორციელებს და დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი შეიძლება ცუდი სცენარით განვითარდეს.

 “,- ამცნო სააგენტო Sputnik-ს, ილინოისის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორმა  ფრენსის ბოილმა (Francis Boyle).

ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, აშშ-ის პოლიტიკით გამოწვეულმა მზარდმა დაძაბულობამ უკვე შექმნა წინა ორი მსოფლიო ომის დაწყების მსგავსი წინაპირობები.

ამერიკის პრეზიდენტ ობამას, ისევე როგორც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციებმა თვალნათლივ გვიჩვენეს, რომ ამერიკელებს   ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე კონტროლის დამყარება მტკიცედ სურთ, მით უფრო, რომ იქ თავმოყრილია ნახშირწყალბადის  ძირითადი მსოფლიო რესურსები. ამერიკელების მზერა მიმართულია აფრიკის, ლათინური ამერიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ნახშირწყალბადის დარჩენილი რესურსებისკენ, მათი შემდგომი დაპყრობის ან დომინირების მიზნით, საზღვაო და სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების კონტროლის სტრატეგიული პუნტების ხელში ჩაგდებასთან ერთად. ამდენად,  შესაძლოა ვაშინგტონმა ნახშირწყალბადის მსოფლიო რესურსების ორი მესამედი საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს,“-  აღნიშნავს ამერიკელი პოლიტიკოსი.

„ვლადიმირ პუტინის, 2007 წელს გამოთქმული პროგნოზები, ბოლო 9 წლის განმავლობაში ახდა,“- მიაჩნია ამერიკელ ისტორიკოსს და პოლიტიკურ ანალიტიკოსს  პატრიკ სმიტს.

„ უდავოა, რომ პუტინი სახელმწიფო მოღვაწის რანგში,   თითქმის ყველა მის კოლეგას სჯობნის. ის კარგად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მიუნხენის კონფერენცია საუკეთესო ასპარეზს წარმოადგენდა იმისათვის, რომ პუტინს ესროლა გამოწვევა ამერიკა-ნატოსთვის, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ევროპაში ჯარების განთავსება და შუა აშმოსავლეთის კრიზისი“,- განაცადა სმიტმა.

სმიტი აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნავს პუტინის მნიშვნელოვან თვისებას- ადეკვატურად აღიქვას და პრაქტიკაში გამოიყენოს  ისტორიის გაკვეთილები, ეს ის თვისებებია, რომლების საკუთარ მოქალაქეებში კულტივირიებაც ასე არ სურთ ამერიკელ ლიდერებს.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ფუნდამენტალური საერთაშორისო საკითხების პირდაპირ და ნათლად გადმოცემის კარგი უნარი გააჩნია, როგორც მან ეს მიუნხენის კონფერენციაზე გააკეთა.

იხილეთ ვიდეო: http://truba.com/video_473431/putin_byl_prav

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here