Home რუბრიკები ბლოგი ბაკურ სვანიძე ყოფილ ქმრებს ყოფილ ცოლებზე ნადირობისკენ მოუწოდებს ანუ რატომ იცავენ ქალთა...

ბაკურ სვანიძე ყოფილ ქმრებს ყოფილ ცოლებზე ნადირობისკენ მოუწოდებს ანუ რატომ იცავენ ქალთა უფლებებს “ბაიაპატარაიები”

1115

ჰა! როგორი მჭექარე სათაურია? სულერთია, წინამდებარე წერილის წაკითხვის შემდეგ, ჩვენში ასე ძალიან გააქტიურებულიმოფემინისტკომოლიბერასტკოდა სრულიად ტუტუცი კონკრეტული ქალბატონები მაინც ასეთ დასკვნას გამოიტანენ და ზუსტად ასეთი სათაურით გაავრცელებენ ჩემს ლანძღვაგინებას სოციალურ ქსელებსა თუ სხვადასხვა მედიაგამოცემაში. ერთხელ უქნიათ თუ ორჯერ?!

ჰოდა, ამიტომ, მოდი, ბარემ ჩვენვე დავარქვათ ამ წერილს ეს სათაური და საქმეც გავუადვილოთ ჩვენს “მოფემინისტკო” დებს.

სიმართლე ითქვას, ველოდი! ველოდი გულისფანცქალით და ამიხდა კიდეც. “კურიერი P.S”-ის ანონსი ზუსტად იმ წინასწარმეტყველივით მოვისმინე, მიწისძვრას რომ იწინასწარმეტყველებს და მერე, როდესაც მიწისძვრა მართლა მოხდება და შეშინებული მოსახლეობა თავის საშველად გარბის, უცნაურად კმაყოფილი დინჯად და ამაყად მიაბიჯებს!

ქალებზე გამოუცხადებელი ნადირობის ქრონიკა საქართველოში! შემაშფოთებელი სტატისტიკა! ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეჭვიანობის გამო 3 ქალი მოკლეს!” _ აი, ამ ტექსტით მოუწოდებდა მთელი კვირის განმავლობაში “რუსთავი 2” გადელებულ ქართველ მამაკაცებს, შეეჩერებინათ ქალებზე ნადირობა.

დავაზუსტოთ: უბედურება არის ის, რომ ამ სრულიად უგუნურ და დანაშაულებრივ პროპაგანდას მხოლოდრუსთავი 2” არ ეწევა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ მიუტევებელ დანაშაულში თითქმის ყველა ქართული მედიასაშუალება, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ჩართულია!

გაუცნობიერებლად _ ისინი, ვინც არ იაზრებს, ეს ყოველივე ასე რატომ ხდება და, უბრალოდ, როგორც “აქტუალურ თემას”, ისე ჰყვება ამ დანაშაულებრივ აურზაურს.

გაცნობიერებულად კი _ ისინი, ვისაც არც ისე ცოტა ფული გადაუხადეს, რათა ასეთი ხელოვნური აურზაური აეტეხათ.

 ვინმემ შეიძლება იკითხოს: როგორ, განა მოძალადე მამაკაცების პრობლემა დედამიწაზე არ დგას და ქალების დაცვა ძალადობისაგან საჭირო არ არის? როგორ არა! საქმეც სწორედ ეგ არის, რომ ეს მსოფლიოს პრობლემაა და არამხოლოდ საქართველოსი”, როგორადაც ზოგიერთ ორგანიზაციას და მათ მესვეურ “მოფემინისტკო” ქალებს სურთ, დაგვიხატონ.

ამ პროპაგანდას მე დანაშაულებრივს სწორედ იმიტომ ვუწოდებ, რომ ეს უკონტროლოდ მიშვებული ჩლუნგი დედაკაცები სხედან ტელეეთერში დაუპრაგონოდასაღებენ ქალების ხოცვაჟლეტასქართველი მამაკაცების დამახასიათებელ თვისებად”. საზოგადოდ, ყოველგვარი მანკიერების ამსახველი ფაქტისთვის მიწერა სიტყვებისა _”მხოლოდ საქართველოში_ ერთგვარ მომგებიან პოზად და მოდად იქცა სოციალურ ქსელში.

ისევ და ისევ _ ზოგი ამას სრულიად გაუაზრებლად აკეთებს, ზოგი სრულიად შეგნებულად და განზრახულად, რადგან ქართველებისათვის საკუთარი ერის შეზიზღება, მით უმეტეს, ქართველი ქალებისთვის ქართველი მამაკაცების შეძულება და პირიქით, ქვეყნის, სახელმწიფოს დაქცევის და განადგურების უპირველესი წინაპირობაა! ქართული სახელმწიფოს დანგრევისა და დაკნინების მსურველი კი, როგორც ჩანს, მართლაც კარგად იყენებს მსგავს ბერკეტებს.

არაერთხელ დაგვიწერია, რომ, ვისაც სურს, კარგად გაერკვეს, არის თუ არაქართული ფენომენიმამაკაცების ქალებზე ძალადობა, შეუძლია ყურადღებით გაეცნოს ევროპულ (დიახ! დასავლეთ ევროპულ და ამერიკულ) შესაბამის სტატისტიკას.

მაგრამ სტატისტიკის გაცნობაზე იოლი, რა თქმა უნდა, ეთერში დაჯდომა და ყოვლად უარგუმენტო ლაყაფი, ან ამ მოლაყბეთა ტვინის დაუღლელად დაჯერებაა.

ეს მაშინ, როდესაც სამიოდე თვის წინათ, ერთი კვირის განმავლობაში ზედიზედ, 4 შემთხვევა მოხდა, როდესაც პირიქით _ ცოლებმა ქმრები მოკლეს, მაგრამ ხმაც კი არავის ამოუღია. რაც შეეხება ქმრის მიერ ცოლის მკვლელობას, ასეთი შემთხვევა, ბოლო წელიწადნახაევრის განმავლობაში ერთიც არ აღრიცხულა და მხოლოდ ბოლო ორ კვირაში, ზედიზედ სამი ასეთ მკვლელობის გამო, “ფემინისტკებიკვლავ ერთგვარი სიამოვნებით გამოცოხლდნენ და გაააქტიურეს ეს თემა

რა თქმა უნდა, ძნელია, იხუმრო და იხალისო ასეთ უმძიმეს თემაზე, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვითომქალთა დამცველებიისეთ რეგვნულ და აშკარად ავადმყოფურ პროპაგანადას აწარმოებენ, რომ თავადვე აუფასურებენ და სამასხარაოდ ხდიან ამ უსერიოზულეს თემას.

ჯერ მხოლოდ ის რად ღირს, რომ “ქალთა ჟლეტა” ამ მართლა ტვინდაბნელებული პროპაგანდისტების მიერ “ქართველ მამაკაცთა გენეტიკურ მოწოდებად” საღდება და ისინი მოგვიწოდებენ, რომ “ევროპელ, ღირსეულ და არამოძალადე მამაკაცებს” მივბაძოთ…

მიმდინარე სტატისტიკა ევროპის ქვეყნებისა ვახსენე უკვე, და რაც შეეხება წარსულს _ განა არ არის დრო, რომ კაცობრიობამ დაივიწყოს და გვაპატიოს ის, რომ შუა საუკუნეებში ევროპა შეშფოთებით ადევნებდა თვალს, როგორ დავნერგეთ ქართველებმა ინკვიზიცია და, კუდიანობის ბრალდებით, როგორ ვწვავდით ცოცხლად კოცონზე ლამაზ ქალებს, რომლებიც სასულიერო პირებს ლოგინში არ უწვებოდნენ? ეტყობა, მას მერე ვეღარ ამოვაგდეთ ქართველებმა ჩვენი გენეტიკიდან ქალთა ჟლეტის ჩვეულება, ახლაც აქეთ გავქვს ამ მხრივ ევროპისგან ჭკუა სასწავლი, არა?

გეთანხმებით! თემა საირონიო ნამდვილად არ არის, მაგრამ, რომ არ ისვენებს ვინმე ბაია პატარაია, რომელსაც რატომღაც აუჩემებია ქალთა უფლებებს ვიცავ”-?

საინტერესოა, რატომ აქვთ პრივატიზებულიქალთა უფლებების დაცვისთემა ჩვენს ქვეყანაში ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ჩემი ნაცნობი ქალბატონებისა და გოგონების 95 პროცენტი ვერ იტანს, ეზიზღება და თითქმის არაფერში არ ეთანხმება მათ?! ნუთუ შესაძლებელია, რომ აი ასე, ადგეს ვინმე და განაცხადოს: “ამის და ამის უფლებებს ვიცავო”, ისე, რომ საერთოდ არც არაფერი ჰკითხოს იმას, ვის უფლებებსაც თითქოს იცავს? როდის მისცეს ქართველმა ქალებმა ბაია პატარაიას და მისთანებს მათი უფლებების დაცვის ლეგიტიმაცია? როდის სთხოვეს მას და მისდამქაშებს”, _ არიქა, საქართველოში ძალიან ვიჩაგრებით და, შენი ჭირიმე, როგორმე დაიცავი ჩვენი უფლებებიო? არადა, რეალურად, ბაია პატარაია და მისთანები საქართველოში ქალთა უფლებებს კი არ იცავენ, არამედ უფრო სასაცილოს, აბსურდულს და სამასხარაოს ხდიან ამ თემას თავიანთი უაზრო და უგუნური ლაყაფით.

გასული კვირის განმავლობაში კი პატარაიამ და მისმა “დაქალებმა” საერთოდ სისულელის რეკორდი დაამყარეს და “გენდერული თანასწორობა” ისე ახლართეს “ოჯახურ ძალადობაში”, მგონი, უკვე ამ ხლართს ეშმაკიც ვეღარ გაუგებს თავსა და ბოლოს.

ინებეთ ციტატა:

ქალების ხოცვა გრძელდება! ჩვენი პარლამენტარები კი ხან არარსებულ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ებრძვიან, ხან რელიგიურ გრძნობებს იცავენ, ხან დაუნებს დაგვძახიან საპარლამენტო ტრიბუნიდანვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ ტოტალურ ძალადობასა და ჩაგვრაზე, რომელსაც ქალები განიცდიან საქართველოში? როდემდე უნდა წყვეტდეს ქალების ბედს კაცების 89 პროცენტი პარლამენტში და კაცების 85 პროცენტი მთავრობაში?”

აჰა! აგე, ძმაო! ჟღერს, არა?

აი, თურმე რაში ყოფილა საქმე!

როდესაც მთავრობასა და პარლამენტში იქნებიან 50 პროცენტზე მეტიბაიაპატარაიები”, აი, მაშინ ვერც ერთი ქმარი ყოფილ ცოლს ბუზსაც კი ვერ აუფრენს ცხვირწინ!

გაინტერსებთ, რა კავშირში შეიძლება იყოს პარლამენტსა და მთავრობაში მამაკაცებისა და ქალების პროცენტული შეფარდება ოჯახურ ძალადობასთან, ანუ იმასთან, წელიწადში რამდენ მანიაკ მამაკაცს მოუფრენს თავში და აფექტურ მდგომარეობაში მყოფი რამდენ ყოფილ ცოლს მოუსწრაფებს სიცოცხლეს?

სწორედ ეგ მაინტერესებს მეც!

მაგრამ სადაა პასუხი? ბაია პატარაია ამაზე პასუხს ვერ იძლევა და, სიმართლე გითხრათ, სულ ფეხებზეც ჰკიდია!

ფაქტია, რომ მას და მისნაირებს, უბრალოდ, ნებისმიერი პრობლემის გამოყენება სურთ საიმისოდ, რომ ეს რაღაც სრულიად უგუნურიკვოტებიდაადგინონ პარლამენტსა და მთავრობაში ქალთა და მამაკაცთა იძულებითი თანაბარი რაოდენობის შესახებ.

დიახ, სწორედ ეს არის უფლებების დარღვევა და იძულება ხალხისა, რომ პარლამენტში ძალით აარჩევინო თანაბარი რაიოდენობით ქალები და მამაკაცები და ასევე მთავრობაშიც დაანიშნინო მაინცდამაინც გარკვეულიკვოტებითქალები და მამაკაცები.

ეს მაშინ, როდესაც არავინ არის შეზღუდული და ამომრჩეველს არავინ უკრძალავს თუნდაც 100 პროცენტით ქალები დასვას პარლამენტში, და მთავრობაც, შესაბამისად, თუნდაც 100 პროცენტით ქალებით დაკომპლექტდეს!

აი, სწორედ ეს არის ქალთა უფლებების შეზღუდვა, მე თუ მკითხავთ.

თანასწორობანიშნავს თანაბარ სასტარტო პირობებს, პარიტეტულ საწყისს და არა შედეგს!

თანასწორობა ნიშნავს იმას, რომ კონკურსის დროს, სქესის მიუხედავად, ყველა კანდიდატი ჩავაყენოთ თანაბარ პირობებში, იქნება ეს კონკურსი, არჩევნები თუ საჯარო სამსახურებში დასანიშნი ტესტირებები.

და განა ვინმე იტყვის, რომ საქართველოში სადმე არსებობს რაიმე შეზღუდვა ამ მხრივ და ქალებსა და მამაკაცებს თანაბარი სასტარტო პირობები არ აქვთ თუნდაც პარლამენტში და მთავრობაში მოსახვედრად? ასეთიკვოტურიჩარევა კი მართლაც რეალური ძალადობა და უფლებების დარღვევაა!

სხვათა შორის, სრული თანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის, უკვე საუკუნეა, არსებობს საქართველოში და ბევრ მოწინავე ევროპულ ქვეყანაზე ადრეც კი დამყარდა ჩვენში!

სხვა თემაა, რომ ქალების დიდ ნაწილს, ერთგვარი ფსიქოლოგიური განსხვავების გამო სქესთა შორის, სულაც არ აქვს მისწრაფება საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობისა, ხოლო მამაკაცების გაცილებით დიდი ნაწილი მიისწრაფვის იმისკენ, რომ ჰქონდეს მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა და გავლენა. რა ვქნათ, ძალით მივათრიოთ ქალები და დავნიშნოთ დეპარტამენტის თავმჯდომარეებად?

ერთიც _ თუკი ბუნებითაც ასეა, რომ ქალთა მიერ მამაკაცების არა მხოლოდ ფიზიკური ძალით, რამედ გარკვეული გონებრივი კრიტერიუმითაც დაჯაბნა გამონაკლისია, როგორ მოვიქცეთ?

მაგალითად, ქალებს არ ეკრძალებათ ჭადრაკში ვაჟთა ტურნირების შესარჩევ ტურებში მონაწილეობა, მაგრამ, თუკი ასეთ ტურნირებში მონაწილეობს 200 ქალი და 200 ვაჟი, ხოლო სულ ასარჩევია 100 საუკეთესო, ყოველთვის იმარჯვებს დახლოებით 97 ვაჟი და 3 ქალი, და ეს აბსოლუტურად თანაბარი პირობებიდან! ჭადრაკში კი, მოგეხსენებათ, ფიზიკური ძალა საჭირო არ არის! რა ვქნათ, დავჩაგროთ გამარჯვებული მამაკაცები ბაია პატარაიას ხათრით?

პირად მაგალითზეც გეტყვით: მერვე კლასიდან განსაკუთრებით ნიჭიერთა სპეცსკოლაში გადამიყვანეს ჩემი პედაგოგების მოთხოვნით. მიღება კონკურსით ხდებოდა და 200 ბავშვიდან იქ მოხვედრის მოსურნე 150 გოგო იყო, ბიჭი _ მხოლოდ 50. შესარჩევ 25 ბავშვს შორის, ჩაბარებული ნორმატივის მიხედვით, მოხვდა 21 ბიჭი და 4 გოგო! რა უნდა ექნა სკოლის ადმინისტრაციას? ბაია პატარაიას ხათრით, უნდა დავეჩაგრეთ ის ბიჭები, რომლებმაც გოგონებზე უკეთ ჩავაბარეთ გონებრივი ნორმატივი?

პრინციპში, რატომაც არა! შეგვიძლია, კონსტიტუციიდან ამოვიღოთ ფრაზა _ “საქართველოში ძალუფლების წყარო არის ხალხიდა ჩავწეროთ: “საქართველოში ძალაუფლების წყარო არის ბაია პატარაია”!

აი, მერე, ეგებ, ჩემმა ნაცნობმა უამრავმა ქართველმა მამაკაცმა გადაიფიქროს ყოფილ ცოლებზე “ნადირობა”, რომლებიც, ვერ გეტყვით, დღემდე რატომ არ დახოცეს, მათში არსებული ქართული, “ქალთა მკვლელობისადმი მიდრეკილი” გენის მიუხედავად!

და იქნებ, მეც შემეშინდეს და გადავიფიქრო ჩემი ყოფილი ცოლის მოკვლა, რომელსაც, უკვე 8 წელიწადია, ოფიციალურად გავშორდი და რომლისთვისაც, თქვენ წარმოიდგინეთ, არც შემიგინებია, არც ხელი დამირტყამს და ჯერ კიდევ ცოცხალია!

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. bakur afsoliturad getanxmebi da davamateb erts rom e.w qalta uflebebis tu ojaxuri dzaladobis da sxva msgavsis maruporebel organizaciebshi tavmjdomareebat tu aqtivistebad zian mamakacis mimart fsiqika damaxinjebuli mdedrebi (es warsulidan gamomdinare komplexebia tu ucxour grantebit sheqmnili warmodgena namdvilad kvlevas sachiroebs.tumca am orives gavlena rom calsaxaa es faqtia..bunebrivi roca qals sdzuls mcneba kaci ojaxi an damaxinjebulad esmis es ori dziritadi fundamenturi sawyisi da plius etanxmeba da mxars uchers atasgvar sexualur gadaxra gadagvarebas me vfiqrob aset qalbatonebs unda tavad qalebma sheuzgudon uflebebi da aukrdzalon unda mati saxelit laparaki kalebma vistvisac mcneba deda ojaxi qmari wmindaa da ar miscen amgvar individebs sashualeba rom mat ojaxur idiliashi utanxmoeba da qaosi sheitanon..p.s roca ori wlis win hilari klintoni gamovida da giad tqva rom unda daculi iyos qalta da sexualur umciresobata uflebebi da es aris chveni prioritetio guli damcyda roca arcerti qali ar gamovida da ar tqva is rac unda etqva..rom es ori arsebitad gansxvavebuli ramea da ertad moazreba am ori ramis sxva tu araferi marazmia..vtqvi mashin rom daiwyeboda axali talga da aki daiwyo ertma gadaiara axla axal moqcevas velodot unda..

  2. ყოველთვის თავს ვიკავებდი ამ თემაზე რამე დამეწერა. განსაკუთრებით როცა ქალთა გონებრივ თუ ფსიქოლოგიურ კონკურენტუნარიანობას ეხება საქმე. არადა ბევრ საკითხებში მამაკაცებზე უფრო კრეატიულები და ამტანები არიან, თუნდაც ბოლო ოცი წლის დუხჭირი ცხოვრების გატანაში. არადა მოუსმინეთ ქალი მძღოლი (მცოდნე) რა კომენტებს აკეთებს მეორე (უვიც) ქალ მძღოლზე …. 😉

  3. საერთოდ, ქალს თუ ყურადღება ანსხვა რამ აკლია, ცდილობს შეავსოს ვაკუუმი გვერდითი აქტიურობებით ანუ ქალური მახათის მსგავსით.

  4. ისაიდან მოიტანეთ რომ ქალები უფრო კრეატიულევბი \\\”არიან\\\”? ან \\\”ამტანები\\\”? პირადად 20 წელიწადია კრეტივ-ჯგუფებთან მაქვს საქმე და სადაც 1 კრეატიული ქალია იქ 20 კრეატიუილი კაცია როგორც მინიმუმი. შესაძლოა ქალი იყო კრეატიული, მაგრამ ეს არუის გამონაკლისი. ანუ შეიძლება კრეატულმა ქალმა ბევრ მამაკაცს აჯობოს კრეატიულში, მაგრამ ასეთი ქალი არის გამონაკლისი და არანაირად არ \\\”არიან\\\” მრავლობითში. ანუ ზუსტად ისე,როგორც ამ სტატიაში წერია.

  5. ეს უაზრეო აზრები საიდან გაწუხებთ? ან ასეთი სულელური კლიშეები რატომ მოგწონთ? ან \\\”ყურადღება აკლია\\\” რას ნიშნავს და ან \\\”გვერდითი აქტიურობები\\\” ? ამ ამ წერილთან რა შუაშია რომელიმე? ან რა,კაცს არ ჭირდება ყურადღება და მხოლოდ ქალს ჭირდება? \\\”ყურადღება მაკლია და იმიტომ ვაკეთებ რაღაცას\\\” – ეს არის ბინძური სულის ადამნიანების თავის სამართლებელი ფორმულა. სინამდვილეში \\\”ყურადღების ნაკლებობა\\\” არაფერ შუაშია. ნაგავს ნაგვიობის კეთება სურს. ქალსაც და კაცსაც. ეგ სრული იდიოტიზმი რომ ვინმე რამეს იმიტომ აკეთებს რომ \\\”ყურადღება აკლია\\\” ჯობს დაივიწყოთ.

  6. ჭადრაკი ძალიან სპეციფიკური სფეროა, როგორ შეიძლება ამის განზოგადება. რატო მსოფლიოს წამყვან უნივერსტეტებში ჩარიცხვისას არ ფიქსირდება განსხვავება სადაც ძალიან დიდი კონკურსიაა? და საერთოდ რაზე ვდაობთ ქალი ადამიანია თუ არა? ქალისა და კაცის გამიჯვნა მაგას ნიშნავს.

  7. მოფემინისტკო არა, ფემინისტი. აბსოლუტურად არ მაქვს სურვილი, შენნაირი ქმარი მარჩენდეს, ჩემი მცირე ხელფასით მირჩევნია დამოუკიდებლად არსებობა, რომ იცოდე, თოფაძის მილიონებსაც მისი აზრების მოსმენაში 🙂

  8. საოცარი დემაგოიგი ბრძანდებით 🙂 ბრავო! \\\”ქალი ადამიანია თუ არა\\\” – ამ დასკვნას რომ აქედან ადამიანი გამოიტანს ის ადამიანია? 🙂 ვაიმე რა ავად ხართ ზოგიერთ ქალი მართლა. \\\”ჭადრაკი სპეციფიურია და განზოგადება არ შეიძლება\\\” – უნიკალური ლოგიკაა! და \\\”მსოფლიოს წამყტვან უნივერსიტეტებში არ ფიქსირდება\\\” – ეგ სად დააფიქსირეთ? 🙂 \\\”ქალისა და კაცის გამიჯვნა\\\” – ეს ხო საერთოდ \\\”მკვლელი\\\” ფრაზაა! ანუ ქალი და მამაკაცი \\\”გამიჯნულიც\\\” კი არ არის ხო? ანუ ზუსტად ერთნაირები, იგივენი არიან!. აქ ანუ \\\”სამოქალაქო უფლებებშითანასწორობაზე\\\” კი აღრა საუიბრობთ, არამედ უკვე სრულ \\\”რთნაირობაზე\\\” მათ შორის იოტისოდენა განსხვავებაც კი არ არსებობს! აი ყოჩაღ 🙂 და ამის მერე შენნაირი ხეპრეები ამბობენ \\\”რატომ ვერ გვიგებს საზოგადოებაო\\\” 🙂 🙂 არა, არა,. მსოფილოს წამყვან უნივერსიოტეტებშიც კლი, რომ თრმე განსხვავება არ ფიქსიორდებ, აი, ეგ იყო კიდევ საოცარი \\\”გამოსვლა\\\” თქვენგან… მოკლედ შენნაირებს შეუძლიათ თქვან – \\\”გუშინ მარსზე ვიყავი\\\”1 და სხვა შენნაირებს შეუიძლიათ ეს ყოველგვარი გადამოწმების გარეშე დაიჯერონ 🙂 საოცარი ტუტუცები ხართ…

  9. ჰო,კიდევ შენნაირ ჩლუნგებთან ნამდვილად არაფერზე არ \\\\\\\”ვდავობ\\\\\\\” 🙂 თქვენ უნდა გერიდოთ ადამიანი. ტვინითსაშიში საცოდავაები ხართ.

  10. 🙂 აი თქვენნაირი მართლა \\\\\\\”მოფემინისტკო\\\\\\\” ტიპშები კიდევ ერთ დაავადება – შეხტებით ყველგან სადაც კი ვინმე ოდნავ რამე სამბობს თქვენნაირ ტუტუცებზე. ტავს ვერ იკავებთ და თან ტუტუციობთ დაზეპირებულ ფრაზებს 🙂 🙂 აქ რამე წერია მსგავსი \\\\\\\”ვინ ვის უნდა არჩენდეს\\\\\\\”? 🙂 ან თფაძე რა შუაშია? 🙂 ვახ ბიჯო რა მძიმედ ტვინდაავადებულები ხართ ეს \\\\\\\”მოფემინისტკო\\\\\\\” ჩლუნგები აჩემებული \\\\\\\”კლიშეებით\\\\\\\” 🙂 თოფაძის მილიონები კი არა ივანიშვუილის მიალიარდებიც აი შენზე ძალიან მაგრად მკიდია დამიჯერე 🙂 და არც არსად არასოდე სმითქვამს, რომ ვუნმე ვინმეს უნდა არჩენდეს 🙂 მაგრამ თქვენ რა დებილური \\\\\\\”კლიშეებითაც\\\\\\\” გგეშავენ იმის იქით ვერ მიდის თქვენი მწირი აზრიოვნება 🙂 აი ვისაც შენნაირი რეგვნის რჩენა უნდოდეს კიდე, მე იმის ტუტუცი თავზეც გავიარე რა ! შახტი ახლა იქ საიდანაც გამოხტი და როდესაც ნაწერიდან აზრის სწორტად გამოტანისთვის საჭირო ტვიუნი გექმნება, მერე გამოხტი ისევ 🙂 🙂

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here