Home რუბრიკები ბლოგი ევროკავშირმა ბალტიისპირეთის ქვეყნების კვდომა აღიარა

ევროკავშირმა ბალტიისპირეთის ქვეყნების კვდომა აღიარა

937

ბალტიისპირეთის ქვეყნების კვდომა,  ესაა ფაქტი, რომელსაც ევროკავშირის ოფიციალური წყაროებიც ადასტურებენ.

ლატვია და ლიტვა,  ევროპის აუტსაიდერი ქვეყნების  ნუსხაში უცვლელ,  მუდმივ წევრებს წარმოადგენენ, ყველა სოციალ-დემოგრაფიული პარამეტრის მიხედვით.

 ამასთან ერთად,  მოსახლეობის  სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი საერთო მაჩვენებლის მიხედვით, ისინი კრიზისში ჩაფლულ საბერძნეთსაც კი უსწრებენ და მხოლოდ ევროკავშირის მაჩანჩალა წევრ ბულგარეთს ჩამორჩებიან, რომელსაც სავარაუდოდ კიდევ დიდი ხანი არაფერი ეშველება.

თუმცა, საბერძნეთის კატასტროფაზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, ხოლო ლატვია და ლიტვა კი, ცდილობენ რა არ მიიქციონ საკუთარი გარდაცვალებისადმი   ევროპელი კოლეგების ყურადღება,  „ბალტიისპირული თავშეკავებულობითა და აკურატულობით“  უფსკრულისკენ მიექანებიან.

Eurostat-მა, ევროკავშირის ოფიციალურმა სტატისტიკურმა სამსახურმა, გამოაქვეყნა მოხსენება დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ  ევროკავშირის ქვეყნებში,   2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობა შარშან გაიზარდა მილიონზე მეტი ადამიანით და შეადგინა 508,2 მილიონი.

მოსახლეობის მატება ხდება დასავლეთ და ჩრდილო ევროპის  ყველაზე მდიდარი ქვეყნების ხარჯზე.

კერძოდ, ევროკავშირის აბსოლუტური დემოგრაფიული ლიდერია ლუქსემბურგი: სტატისტიკური სამსახურის მონაცემების მიხედვით, ამ ქვეყანაში  მოსახლეობის რაოდენობის მატებამ შეადგინა 23,9 % ყოველ ათას მოსახლეზე. ლუქსემბურგს შვედეთი, მალტა და ავსტრია მოყვებიან.

ხოლო მოსახლეობის კლების მიხედვით ევროლიდერები არიან, ბოლო წლებში  „ქრონიკულად დაავადებული“ სამხრეთევროპელები- კვიპროსი და საბერძნეთი. მათ მცირედით ჩამორჩებიან ლატვია და ლიტვა.

ანტილიდერების სამეულის ჩამკეტი, ლატვიის მოსახლეობა ათას მოსახლეზე  7,7%-ით შემცირდა, ლიტვის კი 7,6-ით.

ბალტიისპირეთის ქვეყნები, ევროკავშირის იმ  ქვეყნების ანტირეიტინგის მწვერვალზე არიან, რომლებშიც სიკვდილიანობა აღემატება შობადობას.

ყველაზე მაღალი საერთო სიკვდილიანობის  მიხედვით ლატვია-ლიტვას მხოლოდ ბულგარეთი ასწრებს: 2014 წელს ამ ქვეყანაში სიკვდილიანობამ შეადგინა 15,1 % ათას მოსახლეზე, მაშინ როცა ლატვიაში ეს მონაცემი შეადგენს 14,3%-ს, ლიტვაში კი 13,7%.

ლატვიასა და ლიტვაში   სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას 3,4%-ით,  მთელს  ევროკავშირში, უარესი მაჩვენებელი მხოლოდ ბულგარეთს და რუმინეთს აქვთ, მათ გაგანია კრიზისში მყოფი საბერძნეთის კი ჩამორჩება, სადაც მოსახლეობის ბუნებრივი კლება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

სტატისტიკის ენიდან რომ ვთარგმნოთ ეს ციფრები, გამოგვივა შემდეგი ტრაგიკული  დასკვნა: ლატვია და ლიტვა კვდებიან, რასაც უკვე ევროკავშირის ოფიციალური წყაროების ადასტურებენ. ოღონდ, ბალტიისპირელი პოლიტიკოსები,  იგივე,  ბერძენი კოლეგებისგან განსხვავებით არ გაყვირიან ამის შესახებ, ისინი, ასე ვთქვათ ცდილობენ შეინარჩუნონ სახე და გააკეთონ ყველაფერი რაც კი არის შესაძლებელი იმისათვის, რომ დასავლეთის საზოგადოებამ არ გაამახვილოს ყურადღება მათი ქვეყნების სავალალო მდგომარეობაზე.

ათწლეულების მანძილზე შეძენილი „თვალებში ნაცრის შეყრის“ ჩვეულება, სისხლში მყარად გაუჯდა ბალტიისპირელ პოლიტიკოსებს:

მათთვის მთავარია არავითარ შემთხვევაში არ ილაპარაკონ საკუთარ პრობლემებზე, არ მოითხოვონ დახმარება ევროკავშირისგან, როგორც ამას ბერძნები აკეთებენ. ბალტიისპირეთი კვლავ რჩება სხვებისთვის მისაბაძ ეტალონად- მერე რა, რომ ლატვიელები ლიტველებთან ერთად გადაშენების გზაზე, დეფოლტის ზღვარზე მყოფ, ბერძნებსაც  კი ასწრებენ, მთავარია, ამის შესახებ არ გაიგონ მათ, ვისაც უნდა შთააგონონ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები სანუმუშო მაგალითია.

მათ შორისაა ჩვენი მრავალნატანჯი საქართველო, რომლის მოსახლეობის დიდ ნაწილს, ქართული მედიასაშუალებების დიდი მონდომებით, ჩაუნერგეს მცდარი შეხედულებები იმის შესახებ,  თითქოსდა ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის სახით ედემის ბაღში არიან მოხვედრილნი.

ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელმძღვანელობისთვის ოპტიმალური ვარიანტია: ჩვეულებრივი ევროპელების უმრავლესობამ  არ იცოდეს რას წარმოადგენენ და სად მდებარეობენ  ლატვია და ლიტვა, ხოლო სპეციალიზირებულმა უმცირესობამ (ევროპელი პოლიტიკოსები, ბრიუსელის ფუქციონერები, ჟურნალისტები, ეკონომისტები) გააგრძელოს „ბალტიისპირეთის ქვეყნების პროგრესული ახალი დემოკრატიებისა და წარმატების შესახებ შექმნილი მითების“ ტყვეობაში ყოფნა.

თუმცა, ამ ფორმულის მეორე ნაწილი სულ უფრო და უფრო პრობლემატური ხდება:

ევროკავშირის ოფიციალური წყაროებიდან ირკვევა, რომ იგივე ბრიუსელში, ბალტიისპირეთის ქვეყნების საქმეებში ღრმად  ჩახედულთათვის სავსებით ნათელია: ამ ქვეყნებს არა აქვთ მომავალი და ისინი მხოლოდ დაკნინებისა თუ დაცემის საზომად თუ შეიძლება  იქნან აღქმული, მაგრამ არანაირად არა- წარმატებულობის!

მაგალითისთვის გეტყვით, რომ ევროკომისიამ ამ გაზაფხულზე გამოაქვეყნა კვლევა: „ ევროპის დემოგრაფიული მდგომარეობის განვითარების პროგნოზები 2060 წლამდე.“

ამ პროგნოზების მიხედვით, უახლოესი 40 წლის მანძილზე, ევროკავშირში,  გაუკაცურების აბსოლუტური რეკორდსმენები იქნებიან ლიტვა და ლატვია: ამ ქვეყნებში მოსახლეობა შემცირდება 38% (ლიტვა) და 31% (ლატვია). ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის პროგნოზირებადი დემოგრაფიული კატასტროფა აჭარბებს ბულგარეთისა (მინუს მოსახლეობის 25%) და საბერძნეთისთვის (მინუს მოსახლეობის 23%) პროგნოზირებადს.

ამ კატასტროფის მიზეზები ნათლად გამოჩნდება, თუ თვალს გადავავლებთ  ევროკავშირის ოფიციალურ სტატისტიკას:

– ლიტვასა და ლატვიაში საშუალო ხელფასი შეადგენს, შესაბამისად, 526 და 561 ევროს, ამაზე დაბალი ხელფასები მხოლოდ რუმინეთსა და ბულგარეთში აქვთ.           

– ლიტვა იკავებს პირველ ადგილს ევროპაში თვითმკვლელობების მიხედვით;

–  ლატვია ბოლო ადგილზეა ევროკავშირში, სახელმწიფოს მიერ სოციალური დაცვისთვის გამოყოფილი სახსრების რაოდენობის მიხედვით, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში და  ერთი მშობლის მქონე ოჯახების მხარდასაჭერად.

–  დეპრივაციის ზღვარზე (ფსიქიკური მდგომარეობა, გამოწვეული ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებების ჩამორთმევით) ცხოვრობს ლიტველების-33% და ლატვიელების 36%.

(და ესაა მხოლოდ და მხოლოდ Eurostat-ის და სხვა ევროპული სტატისტიკური სამსახურების სტატისტიკა.

წარმოგიდგნიათ რა მდგომარეობაა საქართველოში ამ კუთხით?! თავს ვერ დავდებ, მაგრამ ნამყოფი ვარ რა ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ვიცი მათი ცხოვრების დონე, თავს უფლებას მივცემ გამოვთქვა საკუთარი მოსაზრება: საქართველოსთვის ეს ციფრი, სავარაუდოდ, 80%-ზე მეტს შეადგენს!)

მთელ პოსტსაბჭოთა პერიოდში ლიტვამ დაკარგა მოსახლეობის 28%, ლატვიამ- 27%. ასეთი დეპოპულაცია უკვე არა ევროპის, არამედ მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს!

 

სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევები გვიჩვენებენ, რომ ამ ორი ქვეყნიდან ემიგრაციას აპირებს ქვეყნებში დარჩენილი მოსახლეობის   მეოთხედზე მეტი. სხვა კვლევები გვამცნობენ, რომ სამშობლოში დაბრუნების სურვილს უკვე ემიგრირებულების მხოლოდ 20%-ღა გამოთქვამს.

ყოველი ოცდამეათე ლატვიელი და ლიტველი ამჟამად ინგლისში ცხოვრობს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა  არა მარტო უკან, ლატვიასა და ლიტვაში,  დაბრუნებას არ ცდილობს,  არამედ მომავალში საკუთარ იდენტიფიცირებას, როგორც ლატვიელის თუ ლიტველისას აღარ აპირებენ, თავიანთ შვილებს არქმევენ ადგილობრივ სახელებს, ოჯახშიც კი  უფრო ხშირად ადგილობრივ ენაზე საუბრობენ- ცდილობენ რაც შეიძლება მალე მოახდინონ არა მხოლოდ ინტეგრირება, არამედ- ასიმილირება!

 აი, რას წერს ემიგრანტების შესახებ, ლატვიის უნივერსიტეტის პროფესორი ლეონ ტაივანსი, რომელიც საკუთარ ერს გადაშენებას უწინასწარმეტყველებს:

„მათი ძირითადი მასა, სოციალურ თუ კულტურულ დონეზე, საკუთარ თავს ლატვიელად და ლიტველად აღარ აღიქვამს. ეს დაკავშირებულია ფრუსტრაციასთან, როცა ადამიანების მისწრაფებები სურვილები არ შეესაბამება მათ რეალურ შესაძლებლობებს, კერძოდ  არ ახდენილი იმედები- ეროვნული სახელმწიფოს შექმნაზე, ეროვნულ თანადგომაზე, რის მაგივრადაც მიიღეს მატერიალური ინტერესების  ზეიმი, სიხარბე, უკიდურესი ინდივიდუალიზმი. მათ გაუქრათ სურვილი იურთიერთობონ, არა მხოლოდ სხვებთან, არამედ თავისიანებთანაც.“

მოგიყვანთ კიდევ ერთ მაგალითს, ვილნიუსის პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის პროფესორი ლიუდას ტრუსკა წერს ამავე თემასთან დაკავშირებით შემდეგს:

„ როგორც კვლევები გვიჩვენებს ემიგრანტების მესამე თაობა უკვე აღარ ფლობს ლიტვურ ენას!

ნახევარი მილიონი, მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20-ე საუკუნის დასაწყისის, ლიტველი ემიგრანტისგან არაფერი, არანაირი კვალი აღარ დარჩა. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, 1944 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, გერმანული ჯარების უკან დახევის დროს, მათ დასავლეთში გაყვა 60 000 ლიტველი. ისინი ჯერ დასავლეთ ევროპაში ცხოვრობდნენ, შემდეგ გაემგზავრნენ აშშ-ში, კანადაში და ავსტრალიაში. ვინ დაბრუნდა მათგან სამშობლოში?! ერთეულები….“

ბალტიისპირეთის ქვეყნების დეგრადაცის შედეგს წარმოადგენს ბალტიური ჯგუფის ამ დრომდე შემორჩენილი ორი წარმომადგენლის: ლატვიელებისა და ლიტველების გადაშენება.

ლატვიის და ლიტვის „სატიტულო“ ერები თანდათანობით ქრებიან:

ახალგაზრდა თაობა ემიგრირებს მეტად ბედნიერ ქვეყნებში და მათი შვილები უკვე აღარ ფლობენ მშობლიურ ენას, არ იცნობენ კულტურას, ბალტიისპირეთში დარჩენილები კი თავის უმრავლესობაში მიეკუთვნებიან იმ თაობას, რომელიც შვილოსნობის უნარს მოკლებულია.

ბალტიისპირეთი გადაშენების გზაზეა, ეს არაა მეტაფორა, ეს სამედიცინო ფაქტია და ის ნათელია ყველასათვის, ვინც მეტნაკლებად მაინც მეცნიერულ დონეზე სწავლობს ბალტიისპირეთის ქვეყნებს, მათ შორის ევროკავშირშიც.

ლატვიელი დემოგრაფი ილმარ მეჟსი ვარაუდობს, რომ 2050-2060 წლებისთვის ლატვიაში იმიგრირებული მოსახლეობის რაოდენობა ადგილობრივი მაცხოვრებლების რაოდენობას გაუტოლდება და გაასწრებს კიდეც. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ იმიგრანტები ლატვიასა და ლიტვაში ჩავლენ სახელმწიფოს სტიმულირების გარეშე- ეთნიკური სტრუქტურა მაინც შეიცვლება ბუნებრივი გზით.

სწორედ წელს, ევროკომისიამ შესთავაზა ევროკავშირის ქვეყნებში შემოიღონ კვოტები მიგრანტებისთვის, ამიტომაც ხომ არ ეშინიათ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ამ კვოტების ყველაზე მეტად, რომ ისინი არ არიან ინგლისი, შვედეთი თუ იტალია და მათი, გადაშენების გზას დამდგარი, მოსახლეობა ვერ შეძლებს აფრიკელებისა და არაბების ნაკადის ადაპტირებას და ინტეგრირებას.

ლატვიის და ლიტვის ხელისუფლებების არნდომა, მიიღონ თავისთან ლტოლვილები „მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან“, გააზრებული და გამიზული ნაბიჯია: ისინი ხვდებიან რომ გადაშენების გზას ადგანან, კვდებიან და სურთ რომ ეს პროცესი ნელ-ნელა, მშვიდად და დიდი ხნის მანძილზე გაგრძელდეს და არ მოხდეს ერთბაშად და მალე.

  

                                                                        კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here