Home რუბრიკები საზოგადოება აგრარულ საკითხთა კომიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშემწყობი პროექტების მიმდინარეობაზე ანგარიშები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების...

აგრარულ საკითხთა კომიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშემწყობი პროექტების მიმდინარეობაზე ანგარიშები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ და \”ენპარდის\” წევრი საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარადგინეს

532

მცირე მეურნეობის მქონე ფერმერების კოოპერატივებში გაერთიანების მხარდაჭერა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ახალი ფერმერული ჯგუფების ხელშესაწყობად , გათვალისწინებულია გრანტების გამოყოფა და ტექნიკური დახმარება.  ENPARD-ის მცირე ფერმერთა კოოპარაციის კომპონენტის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ შეირჩა 4 კონსორციუმი care, mercy corps, Oxfam, pin, რომლებიც პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ. საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია 1300-მდე კოოპერატივი 19ათას ჰექტარზე მეტი მობილიზებული მიწის ფართობით, მოზიდული კაპიტალი  18მლნ ლარს შეადგენს.

აგრარულ საკითხტა კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის განცხადებით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ კანონის მიღება თავის დროზე განპირობებული იყო იმით, რომ აღმოფხვრილიყო სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემა, რომელიც მცირემიწიანობას უკავშირდება და განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია. ადრინდელი რეფორმის შედეგად, გვყავს სასოფლო-სამეურნეო მიწის საკმაოდ ბევრი მესაკუთრე, რომლებიც ერთ ჰექტრამდე მიწის ფართობს ფლობენ და, აქედან გამომდინარე, ძნელია რაიმე სერიოზული ცვლილებები განახორციელონ მათ სოფლის მეურნეობაში, თუ არ მოხდა აღნიშნული მიწების გაერთიანება“.

არასრული ორი წლის განმავლობაში სასოფლო-სამურნეო კოოპერატივების შექმნისა და განვითარების პროცესში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ისაუბრა. მისივე შეფასებით, კანონის მიღება ეს იყო იმ რეფორმის დასაწყისი, რომელიც აადვილებს ყველა იმ სახის საქმიანობას, რაც პროდუქციის წარმოებას, მარკეტინგს, ბიზნესის დაგეგმვას და სხვას უკავშირდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here