Home რუბრიკები საზოგადოება ვინ არის სიმპათიური? ანუ შეურაცხყოფის ორმაგი სტანდარტი

ვინ არის სიმპათიური? ანუ შეურაცხყოფის ორმაგი სტანდარტი

932

მკითხველო, დიდხანს ვიფიქრე, როგორ, რა ფრაზით, რა კონკრეტული სიტყვებით დამეწყო თქვენდამი მომართვა და, საზოგადოდ, ეს პუბლიკაცია. საქმე ისაა, რომ შეშინებული ვარ. აკი, მთელი გასული კვირის განმავლობაში ჩვენი ერის დიადი და სასიქადულო მოღვაწენი _ ლაშა ბუღაძე, ნინია კაკაბაძე და სხვა მათნაირნი, ჩვეული, ოდნავ ირონიული, ბრძნული გამომეტყველებით გვმოძღვრავდნენ ჩვენ _ შეუგნებელ და უვიც ქართველ ხალხს, რომ “შეურაცხყოფა” სრულიად პირობითი და სუბიექტური ცნებაა.

ანუ, თურმე შეურაცხყოფის დადგენის ობიექტური კრიტერიუმი არ არსებობს და გააჩნია, ვინ რას აღიქვამს შეურაცხყოფად ან ვინ რას ამბობს შეურაცხმყოფლად, საკუთარი, სუბიექტური განწყობით. მოკლედ, ახლა მე შეიძლება ვთქვა, გამარჯობა, პატივცემულო მკითხველომეთქი და თქვენ ეს შეურაცხყოფად მიიღოთ სუბიექტურად! ანდა, პირიქით _ დავწერო, თქვე ასეთებო და ისეთებოო, და მერე დაგიწყოთ მტკიცება, _ სუბიექტურად, შეურაცხმყოფელი არაფერი მითქვამს, მე ამ სიტყვებს რომ ვამბობდი, სულაც არ მქონია განზრახული თქვენი შეურაცხყოფამეთქი

მთლად გასაგებად ვერ აგიხსენით? კაი, ერთხელაც ვცდი: ბუღაძის, კაკაბაძისა და მათნაირთა განმარტებით, შეურაცხყოფა, როგორც ასეთი, საერთოდ, ბუნებაში არ არსებობს. შეურაცხყოფად ვერ მივიჩნევთ ვერც ერთ სიტყვას, თუკი მათი წარმომთქმელი ამას შეურაცხყოფის განზრახვით არ ამბობს და, ამასთანავე, შეურაცხყოფად შეიძლება მივიჩნიოთ ნებისმიერი სიტყვა, თუკი მათ წარმომთქმელი შეურაცხყოფის მიზნით ამბობს სრული დემაგოგიაა? დიახ! რა თქმა უნდა, ეს სრული, რეგვნული, მძიმე და უტიფარი მორიგი დემაგოგიაა ამ ადამიანების მხრიდან, რომელთათვისაც გამოთქმა “ენას ძვალი არ აქვს” და ცნება “ორმაგი სტანდარტი” აბსოლუტურად შესისხლხორცებულია, მათთვის ეს ერთგვარი სულიერი მდგომარეობაც კია.

ნებისმიერი რამ, იქნება ეს რაიმე მოვლენა, ფაქტი თუ ვისიმე განცხადება, როდესაც მათ სურთ, “ასეა”, ხოლო სხვა დროს ანალოგიიური ფაქტი თუ განცხადება, მოუნდებათ დაისეა”. ამჯერად მათიენის უძვლობადაორმაგი სტანდარტიპარლამენტში განსახილველად შესულმა იმ კანონპროექტმა გამოიწვია, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის გარკვეულ ადმინისტრაციულ სასჯელებს ითვალისწინებს სხვადასხვა ოდენობის ფულადი ჯარიმების სახით.

სწორედ ამ კანონპროექტის შესაძლო მიღებამ და პარლამენტის მიერ შესაძლო დამტკიცებამ გახადა უცებ ცნება “შეურაცხყოფა” ესოდენ სუბიექტური, გაურკვეველი და ბურუსით მოცული.

აქამდე კი სავსებით ობიექტური და ყველასათვის გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ სიტყვები “პედერასტი”, “ზანგი”, ანდაც, აგერ ახლახან იმავე პარლამენტში სკანდალად ქცეული სიტყვა “დაუნი”, უპირობოდ შეურაცხმყოფელია.

ამ შემთხვევებში, სულაც არ აქვს მნიშვნელობა არც წარმომთქმელის “განზრახულობას” და არც მის ინტონაციას _ ჩვენს “პატივცემულ პრადვინუტებს” გადაწყვეტილი აქვთ, რომ ეს შეურაცხმყოფელია და მორჩა! ხოლო, რა შეიძლება იყოს რელიგიის, ეკლესიის თუ მეჩეთის შეურაცხმყოფელი და რა არა, ამის გარკვევა ისეუჭირთ”, რომ დაბნეულან. არადა, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” სიტყვა “შეურაცხყოფა” არაერთხელ არის ნახსენები. მაგალითად, 166-ე მუხლში, სადაც საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებასა და კონკრეტული პიროვნებისთვის შეურაცხყოფაზეა საუბარი და, აგრეთვე, 175-ე მუხლში, სადაც უკვე პოლიციის წარმომადგენლების შეურაცხყოფაზე გვესაუბრება კოდექსი. საინტერესოა, ამ მუხლების შემუშავებისას და შემდგომ მათი განხილვადამტკიცებისას თუ ჰკითხეს აზრი ბუღაძეკაკაბაძეს?!

აჰ, თუმცა, როგორც ჩანს, შეურაცხყოფის არსის გარკვევა მხოლოდ რელიგიის მიმართ ხდება ხოლმე რთული. რაც შეეხება ჰომოსექსუალს, შავკანიანს, პოლიციელს ან სკვერში მოსეირნე ვინმე მოქალაქეს _ აქ ყველაფრი გასაგებია და ყველამ შესანიშნავად ვიცით, რაც შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი.

მახსენდება უძველესი თბილისური ხუმრობები სომხებზე. კერძოდ ის, რომ, თითქოს არაერთი სომეხი ეროვნების ადამიანი მიმართვას _ “შე სომეხო” _ შეურაცხყოფად აღიქვამს და სწყინს, მაშინ, როდესაც _ “შე ქართველო” _ არც ერთ ქართველს არასოდეს სწყენია.

სინამდვილეში კი “სომეხო”, რა თქმა უნდა, სულაც არ არის შეურაცხმყოფელი სიტყვა და ასეთი მიმართვისთვის, არა მგონია, ვინმემ ვინმეს უჩივლოს, ან, თუკი მსგავსი სისულელე მოხდა, არა მგონია, რომელიმე სასამართლომ მომჩივანი გაამართლოს და მოწინააღმდეგე მხარე დააჯარიმოს.

მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ, რაც უნდასუბიექტურად”, “ძნელად გასარკვევადდაშინაგან სულიერ მდგომარეობადასაღონ ბუღაძეკაკაბაძეებმა ცნებაშეურაცხყოფა”, ფაქტია, რომ სინამდვილეში სულაც არ არის ასეთი რთული დასადგენი, რომელი კონკრეტული სიტყვა თუ სიტყვები შეიძლება იყოს და არის შეურაცხმყოფელი და რომელი _ არა.

გამარჯობაროგორი ცუდი ტონითაც უნდა გითხრას ვინმემ, ფაქტია, რომ მას სასამართლოში ვერ უჩივლებ, ხოლო, თუკი ვინმე მომხიბლავი ღიმილითა და ტკბილი ტონით გიწოდებსბინძურ ღორს”, არა მგონია, იმის გარკვევა დაიწყოთ, მან ესშეურაცხყოფის მიზნითგიწოდათ თუ ისე, უბრალოდ.

თუ არადა, ბატონ-ქალბატონ ბუღაძე-კაკაბაძეებს, ვთხოვ, განმიმარტონ, რატომ არის შეუყრაცხყოფა და ჰომოფობია სიტყვა “პედერასტის” გამოყენება? იქნებ მე სულაც არ მივმართავ ამ სიტყვით ვინმეს მისი შეურაცხყოფის განზრახვით და პირიქით _ თბილად და გულისხმიერად “ვეფერები”? მით უმეტეს, რატომ არის სიტყვა “ზანგი” ვისიმე ასე უპირობოდ შეურაცხმყოფელი? როგორ, განა მარკ ტვენს ან, მით უმეტეს, ჰარიეთ ბიჩერ სტოუს, რომლებსაც “ნეგროიდით”, “ნეგრით”, ანუ “ზანგით” ჰყავთ მოხსენიებული თავიანთი ნაწარმოებების ის გმირები, რომელთა უსამართლო ხვედრსაც ესარჩლებიან, იცავენ და ექომაგებიან, დავიჯერო, სძულდათ ისინი? განა ვინმეს შეუძლია თქვას, რომ ამ ორ უდიდეს მწერალს განზრახული ჰქონდა შავკანიანი ადამიანების შეურაცხყოფა?

მით უმეტს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტარ გოგი თოფაძეს გუნებაშიც არ გაუვლია “დაუნის სინდრომით” დაბადებული ბავშვების ან ამ სინდრომის მქონე ზრდასრული ადამიანების შეურაცხყოფა. შემიძლია დავიფიცო, რომ მას მხოლოდ პრეზიდენტ მარგველაშვილის “გამწარება” სურდა და საერთოდ არ ფიქრობდა სხვაზე, როდესაც პარლამენტის ტრიბუნიდან წარმოთქვამდა ცნობილ ფარაზას: “გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ერი დაუნებს შეადარა და ამის შემდეგ მას არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი”.

ამ წერილის მიზანი პოლიტიკური ორომტრიალის გამოწვევა არ არის. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ, როდესაც თოფაძე სიტყვადაუნსწარმოთქვამდა, სუბიექტურად, მას არავისი შეურაცხყოფა მიზნად არ ჰქონია. გამოდის, ბუღაძეკაკაბაძისა და მისნაირთა თეორიით, ამ კაცს არაფერიც არ უთქვამს ცუდი და შეურაცხმყოფელი. მაშ, რას ერჩიან მას, რატომ მოითხოვენ მისგან ბოდიშის მოხდას?!

სხვათა შორის, სასაცილოა ის ხალხი, რომელიც მარგველაშვილს ასე ამართლებს _ პრეზიდენტს იმ წერილში “დაუნი” არ უხსენებია, ის მხოლოდ დებილს უწოდებს ქართველ ერსო. არადა, დებილიც ხომ ზუსტად ისეთივე დაავადების მქონეა, როგორისაც დაუნი, როგორისაც, სხვათა შორის, კრეტინი, დეგენერატი, იმბეცილი და ა. შ. საზოგადოდ კი, ყველა ის ტერმინი, რომლებსაც ადამიანები გამოიყენებენ “გონებრივად ჩამორჩენილის” აღმნიშვნელად, არის აღებული სამედიცინო ტერმინოლოგიიდან და სხვადასხვა ტიპის დაავადებებს აღნიშნავს…

ამ, საკუთარი თავის “ყველაფრისმცოდნედ” გამსაღებელ და მუდამ ფეხის ხმას აყოლილი ადამიანებისგან ისიც კი მოვისმინე და მათ “ფეისბუქ”-გვერდებზეც წავიკითხე ასეთი წარმოუდგენელი ფრაზა, ეს რა გაბედა გოგი თოფაძემ, როგორ მიაყენა შეურაცხოფა დაუნებს, მაგ კრეტინმა, მაგანო…

ასე რომ, მაინც მგონია, სჯობს, კარგად დავფიქრდეთ, ვიდრე ამ, “უძვლო ენებისადა ორმაგი სტანდარტების მქონეპრადვინუტ ერისმოძღვრებსმათ პროპაგანდაში ავყვებით და მათგან ირონიისა და დაცინვის მიღების შიშით ხმას არ ამოვიღებთ.

სინამდვილეში, ნათელია, რას შეიძლება ნიშნავდეს ვინმეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და რა არის და რა არა, საზოგადოდ, შეურაცხყოფა.

ეს რომ ასე არ იყოს, პოლიციელთა პატაკებსა და სასამართლო განჩინებებში საერთოდ გაქრებოდა ჩანაწერი: “ამა და ამან ამა და ამას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა”.

ეს რომ მართლაც სუბიექტური იყოს და არა სავსებით ობიექტური განსაზღვრება, მაშინ მართლაც შესაძლებელი იქნებოდა, ვინმეს განეცხადებინა, ესა და ეს კონკრეტული სიტყვა ჩემთვის, სუბიექტურად, შეურაცხყოფაა და, ვინც ასე მომმართავს, დააჯარიმეთო.

მახსენდება ქართული მხატვრული ფილმი “სხვისი შვილები”, როდესაც პატარა ბიჭი მეგობარს ეუბნება, _ შენი დედინაცვალი სიმპათიურიაო, და ამ სიტყვის არმცოდნე ბავშვი გაბრაზებით მივარდება მუშტებით, _ ვინ არის სიმპათიურიო?!

თუკი მათი მხრიდან “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” შესახებ გამოთქმული ირონიული შენიშვნები მიზანმიმართული დემაგოგია არ არის, მაშინ, გამოდის, რომ ბუღაძე-კაკაბაძე და მათი “და-ძმანი”, აი, დაახლოებით, ამ ბავშვების დონეზე აზროვნებენ და, ვინაიდან “გონებაშეზღუდულობის” აღმნიშვნელი ყველა სამედიცინო ტერმინის გამოყენებისა უკვე მეშინია, მათი გონებრივი შესაძლებლობების განმსაზღვრელი სიტყვის ან ტერმინის მისადაგება ისევ ჩემი მკითველისთვის მიმინდვია.

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here