Home რუბრიკები პოლიტიკა მარგველაშვილის საშიშროების საბჭო და მსუბუქი დებილობა

მარგველაშვილის საშიშროების საბჭო და მსუბუქი დებილობა

619

გასული კვირის ერთ-ერთ მოვლენად გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო ბენეფისი და მისი თანმდევი სკანდალი იქცა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის მოხსენებას კომენტატორებმა ნაკლები ყურადღება დაუთმეს, ვიდრე მთვრალი თამადის ოცდამეხუთე სადღეგრძელოს, იმ დღემ პოლიტიკურ სიტუაციაზე მსჯელობისთვის მაინც სერიოზული საბაბი მოგვცა.

დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია _ გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით _ ანუ ფაქტიურად მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ ფორმამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისათვის შესაფერისი აზროვნება _ აი საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა”. გიორგი მარგველაშვილის ტექსტი, რომელიც ამ შეფასებას შეიცავდა, 2001-ში გამოქვეყნდა ჟურნალში “დრო მშვიდობისა”. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის პრეზიდენტი გახდებოდა, ხოლო ამ ფრაზას მის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას. მაშინ, ალბათ, არც საქართველოს პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ”, _ უსაყვედურა მას გოგი თოფაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.

ისე, საინტერესო კია, რას ფიქრობს მარგველაშვილი ერის ფსიქიკურ მდგომარეობაზე დღეს, მას შემდეგ, რაც ერმა პრეზიდენტად აირჩია. თუმცა მთავარი, ალბათ, არის ის, რომ თოფაძემ მარგველაშვილს “წელს ქვემოთ” მაშინ დაარტყა, როდესაც პრეზიდენტს თავი, წესით, უსაფრთხოდ უნდა ეგრძნო. მის მოხსენებას ესწრებოდა ახალი პრემიერმინისტრი, “თავისუფალ დემოკრატებთან” ორ ხმაში (ამაზე ქვემოთ) მნიშვნელოვანი და ძალზე არაერთგვაროვანი ინიციატივა გაახმიანა. ამდენი მარცხის შემდეგ ის თითქოს მიუახლოვდა წარმატებას და სწორედ მაშინ დაიწყო ის კოშმარული ეპიზოდი.

თოფაძემ, სავარაუდოდ, მძიმე შეცდომა დაუშვა, როდესაც ზუსტი ციტირების ნაცვლადდაუნებიახსენა, რის გამოც სავსებით სამართლიანად გააკრიტიკეს. მიზანშეწონილი არც ის იქნება, 15 წლის წინანდელი ტექსტი სერიოზულ კომპრომატად განვიხილოთ. და, ალბათ, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ ისტორიის უკან იდგა სავსებით კონკრეტული გზავნილი პრეზიდენტის მიმართ: “თუ ჭკუით არ იქნები, გაცილებით მძიმე ეპიზოდებსაც შეგახსენებთ”, ხოლო თოფაძემ ფოსტალიონის როლი შეასრულა.

მმართველი კოალიციის წარმომადგენლები და პირადად ბიძინა ივანიშვილი მარგველაშვილს განსაკუთრებით მძაფრად მაშინ აკრიტიკებენ, როდესაც მისი ამბიციების გამო პოლიტიკური პრობლემები იქმნება. როდესაც ღარიბაშვილი და მარგველაშვილი ერთმანეთს ადგილობრივი პოლიტცირკის არენაზე “კბენდნენ”, ივანიშვილი მათ დაპირისპირებაში არ ჩარეულა, მაგრამ, როდესაც მათ გაეროში “პარალელური” ვიზიტები დაგეგმეს (თოფაძემ ეს ეპიზოდი გაიხსენა) და გაჩნდა სერიოზული პრობლემის შექმნის ნიშნები, ივანიშვილი განრისხდა. როდესაც ფიგურანტი უმნიშვნელო ეპიზოდებშისაპრეზიდენტო პატივმოყვარეობასიკმაყოფილებდა, ივანიშვილი, პრინციპში, არაფერს ერჩოდა, მაგრამ, როგორც კი ავლაბრის რეზიდენციიდან გასვლაზე უარი თქვა, მყისვე შეუტია, რადგან ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური პრობლემა შეიქმნა და არა სიმბოლური, როგორც ბევრს ჰგონია (თოფაძემ ესეც შეახსენა). რაც შეეხება ძველ კომპრომატებს, მათზე, როგორც წესი, მაშინ მიანიშნებენ, როდესაც ესა თუ ის პირი ახალ, მისი პატნორებისთვის მიუღებელ თამაშს იწყებს. 3 თებერვალს ასეთი თამაშის დაწყების რამდენიმე ნიშანი გამოვლინდა.

მარგველაშვილის გამოსვლაში იყო მონაკვეთი, რომელიც კონტექსტიდან ოდნავ ამოვარდნილი ჩანდა. მან დაიწყო საუბარი უშიშროების საბჭოს მნიშვნელობაზე და ამას ყურადღებას, ალბათ, არავინ მიაქცევდა, რომ არა ვიქტორ დოლიძის განცხადება: “ბოლო ორი წლის განმავლობაში ვაკვირდებით, თუ როგორ მუშაობს ეროვნული უშიშროების საბჭო. ის უნდა იყოს პრეზიდენტის დაქვემდებარების ქვეშ, ვინაიდან ის ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალია. შეიქმნა ახალი პარალელური სტრუქტურა, ე.წ. კრიზისების მართვის საბჭო. ვფიქრობთ, რომ კრიზისების მართვის საბჭო უნდა იყოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენელი ნაწილი. ამ აზრზე ვართ არა მხოლოდ ჩვენ _ ამ საკითხზე მიღებული გვაქვს არაერთი რეკომენდაცია, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ დონეზე, არაერთი რჩევა გვაქვს მიღებული ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან”. მოგვიანებით პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა “თავისუფალი დემოკრატების” ინიციატივას “თანხმობის დოკუმენტის” შექმნის შესახებ, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებს “თამაშის წესებს” განუსაზღვრავს. ნაკლებად სავარაუდოა, ყოველივე ეს სპონტანურად, როლების წინასწარი განაწილების გარეშე მომხდარიყო.

აღმოცენდება თუ არა ამ შემთხვევაშიც ამბიციების ნიადაგზე პოლიტიკური პრობლემა, როგორც ეს ორ, ზემოთ აღწერილ შემთხვევაში მოხდა?

რა მოხდება, თუ არჩევნების შემდეგ სააკაშვილის მიმდევრები დაიწყებენმაიდანსუკრაინული სცენარით? (ამაზე არაერთი კომენტატორი მსჯელობს). ისიც დავუშვათ, რომ ალასანია და რესპუბლიკელები ორაზროვან პოზიციას დაიკავებენ (იმედია, არ ეწყინებათ). წარმოვიდგინოთ თავდასხმები, დამწვარი შენობები და ამ დროს კრიზისების მართვის საბჭო აღარ არსებობს, ხოლო მარგველაშვილს ხელეწიფება, უშიშროების საბჭოსაშიშროების საბჭოდგადააქციოს, მისი ფუნქციონირება დაბლოკოს და მისი გამოყენებით სხვადასხვა უწყების მუშაობა შეაფერხოს. თუ ამ პერსპექტივას დეტალებში წარმოვიდგენთ, ალბათ, იმის წარმოდგენაც არ გაგვიჭირდება, რას ფიქრობს ამაზე ივანიშვილი.

მსგავსი რამ რომც არ მოხდეს, ეს ცვლილება დაარღვევს ბალანსს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ შეიქმნა და საპრეზიდენტო მოდელის რეანიმირებისკენ წაგვიყვანს. დღეს, როდესაც ყველა შეეჩვია უფლება-მოვალეობების განაწილების ახალ სისტემას და ის მეტ-ნაკლებად დაბალანსდა, ახალი ცვლილებების შეტანა (თანაც რთულ წინასაარჩევნო თვეებში, როდესაც ქვეყანა დიდი პროვოკაციის მოლოდინში ცხოვრობს) დაახლოებით იგივეა, რაც მოძრავი ავტომანქანის შეკეთება.

ეს იდეა დაიწუნეს მინისტრებმა და უმრავლესობის დეპუტატებმა, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში კი საკმაოდ საგულისხმო ფრაზა ითქვა: პრემიერმინისტრი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მთავრობისა და პირადად მისი მხრიდან პოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების მცდელობას”. ინიციატივა ამ განცხადებაში შეფასდა, როგორც “არაადეკვატური”, მარგველაშვილისთვის გასაგებ ენაზე რომ გადავთარგმნოთ, “მსუბუქად დებილური”. თუ სიტუაციას “ქართული ოცნების” მხარდამჭერების კოორდინატთა სისტემაში განვიხილავთ, ალბათ, ასეთ სურათს მივიღებთ: ახალმა პრემიერმა პრეზიდენტს ხელი გაუწოდა, მან კი ისეთი ნაბიჯით უპასუხა, რომელიც შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც სისულელე ან ღალატი. შესაძლოა, სწორედ ამიტომ თოფაძემ ხაზგასმით უხეში განცხადება გააკეთა, რომელიც ძალიან ჰგავდა შეძახილს: “აზრზე მოდი, ბიჭო!”.

აქ შეიძლება გაჩნდეს საინტერესო კითხვა – რა არის უფრო მნიშვნელოვანი ივანიშვილისთვის: მარგველაშვილის “გამოფხიზლება” თუ ის, რომ ყველამ, შინ და გარეთ, დაიჯეროს, დაპირისპირებამ უმწვავესი ხასიათი რომ მიიღო? ამ მოსაზრების დამკვიდრებამ ივანიშვილის მოწინააღმდეგეებს შეიძლება არასწორი სტრატეგიების შექმნისკენ უბიძგოს. კაცმა რომ თქვას, ადამიანები გაცილებით იოლად იჯერებენ იმას, რაც მათ სურვილებს შეესაბამება. შეგვიძლია, ერთი ძველი ისტორიაც გავიხსენოთ: როდესაც 2012-ში, არჩევნების წინ, თედო ჯაფარიძე აშშის სახელმწიფო დეპარტამენტს ესტუმრა, ამერიკელი მაღალჩინოსნები, მისი თქმით, ფოკუსირებულნი იყვნენ იმაზე, რომ თავიდან აეცილებინათ ივანიშვილის მხარდამჭერთა გამოსვლები და გამუდმებით უსვამდნენ კითხვას _ რა მოხდება როდესაც წააგებთ? ჯაფარიძე, თავის მხრივ, ეკითხებოდა: რა მოხდება როდესაც მოვიგებთ? მაგრამ მათ ამის არ სჯეროდათ (“ნიუ იორკ თაიმსი” 08.10.12). ვისზე იმუშავა რეალურად ენ-დი-აის იმ “შიზორეიტინგებმა”, რომლებიც “ნაცმოძრაობას” დამაჯერებელ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა? რომ არა ეს მონაცემები, სააკაშვილი და მისი პარტნიორები დასავლეთში, ალბათ, გაცილებით ეფექტიან წინასაარჩევნო გეგმებს შეადგენდნენ, მაგრამ ამ რეიტინგებმა, როგორც ნარკოტიკმა, რეალობასთან კავშირი დააკარგვინათ და დაიჯერეს ის, რის დაჯერებაც სურდათ. მოკლედ, მოწინააღმდეგის არასწორი წარმოდგენები რესურსია, რომლის გამოყენებამ შეიძლება წარმატება მოიტანოს. კარგი იქნება, თუ მარგველაშვილის თავგადასავლებს ამ რაკურსითაც შევხედავთ.

რა უნდა მარგველაშვილს რეალურად და რა მისწრაფებებს მიაწერენ მას ივანიშვილის მოწინააღმდეგეები?

რაც შეეხება მარგველაშვილის ძველ ტექსტს… იაპონიაში არის ასეთი წესი: ახალი იმპერატორი ტახტზე ასვლისას თავისი მმართველობის დევიზს ამტკიცებს. მუცუჰიტოს შემთხვევაში ეს იყო “მეიძი” (განათლებული მმართველობა), შემდეგ იყო ესიჰიტოს “ტაისე” (დიდი სამართლიანობა), შემდეგ ჰიროჰიტოს “სევა” (განათლებული მშვიდობა), ახლა აკიჰიტოს “ჰეისეი”-ა (მშვიდობის დამკვიდრება). ასეთი დევიზი გამოიყენება, როგორც იმპერატორის მმართველობის პერიოდისა და იაპონიის ისტორიის მორიგი ეპოქის სახელწოდება. ალბათ, ურიგო არ იქნება, ეს ტრადიცია გადმოვიღოთ და ჩვენი პოლიტიკის მდიდარ ფსიქიატრიულ ტრადიციებს მივუსადაგოთ, დაახლოებით ასე: დასრულდა მძიმე იდიოტიზმის ეპოქა და დაიწყო მსუბუქი დებილობის ეპოქა”. იაპონიაში არის კიდევ ერთი წესი, ტახტზე ასვლის შემდეგ იმპერატორი თითქოს “კარგავს” ძველ სახელს და მას ახსენებენ მხოლოდ, როგორც შესაბამისი ეპოქის მმართველს. მაგალითად, მუცუჰიტო გახდა “იმპერატორი მეიძი”, ესიჰიტო _ “იპერატორი ტაისე” და ა.შ. შესაბამისად, ჩვენი უახლესი ისტორიის მატიანეში ეს, ალბათ, ასეთ სახეს მიიღებს: მძიმე იდიოტის შემდეგ სასახლეში მსუბუქი დებილი დაბინავდა”. საინტერესოა, რას გვირჩევს ამ ახალი წესის შემოღებაზე გიორგი მარგველაშვილი.

მე თუ მკითხავთ, ამის გაკეთება უაღრესად ლოგიკური და სამართლიანი იქნება.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. რატომ დაწერა მარგველამ თავისი ტრაქტატი მესამე პირში? პირველ პირში რომ დაეწერა
    თვითონაც მსუბუქი დებილი იქნებოდა? ახლა რა გამოდის? დამპალი ღამურაა?

  2. “დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია _ გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით _ ანუ ფაქტიურად მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ ფორმამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისათვის შესაფერისი აზროვნება.
    ………………
    მარგველაშვილი არის პლაგიატი – ის იყენებს ფსიქოლოგიის ზოგად საფუდძვლებს და არ ასხელებს წყაროს… რომ გენიოსად წარმოაჩიონს თავი დებილთა შორის…))) თუმცა რა დონის დებილი და ქალაჩუნა ფილოსოფოსი უნდა იყო რომ საჯაროდ ტელევიზიით ინატრო ნინო ბურჯანაძის გამბედაობა და ალასანიას ვიზუალი?? და განა არ არის თავის მოჭრა ასეთი უფრმო პლასტელინით გამოძერწილი პრეზიდენტის ყოლა ??რომელიც თან დასცინის ერს და თანაც ჭკაუს არიგებს ??? რა ქვია იმ ჟურნალისტებს ვინც რეაგირების გარეშე ტოვებს ასეთ სირცხვილს და შეურაცხოფას??? ნუთუ ბევრი ფილოსოფოსობა უნდა იმას რომ მიუთით მარგველაშვილს მისი ადგილი და დავაბრუნთ იმ ადგლიას საიდანაც მოგვევლინა და სადაც მას არავინ იცნობდა???

  3. \\\”დავით უსუფაშვილის ჭკუა მომცა, ალასანიას – ვიზუალი, ლევან გაჩეჩილაძის – ჯიგარი და ქართველობა, სოზარის – სინდისი, ბურჯანაძის – გამბედაობა, სააკაშვილის – სიმაღლე, ბენდუქიძის – ფული, ვიქნებოდი იდეალური ოპოზიციონერი და მერე უკვე ვიცი, რასაც გავაკეთებდი\\\”.

    ტელეკომპანია ”მაესტრო”, 2011 წელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here