Home რუბრიკები პოლიტიკა გოგი თოფაძე: თუ “დებილებმა” მეთაურად აგირჩიეს, ესე იგი, შენში ყველაზე გამოჩენილი “დებილი”...

გოგი თოფაძე: თუ “დებილებმა” მეთაურად აგირჩიეს, ესე იგი, შენში ყველაზე გამოჩენილი “დებილი” დაინახეს… ნუთუ არ რცხვენია მარგველაშვილს “დებილების” პრეზიდენტობა?!

931

ცნობილი მეწარმის, კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი თავკაცის, პარლამენტის წევრის, გოგი თოფაძის, ბოლო გამოსვლამ საკანონმდებლო ორგანოში, სადაც სტუმრად მისულ პრეზიდენტ მარგველაშვილს შეახსენა, რომ ქართველები “დაუნებად” მოიხსენია, საზოგადოების პროდასავლურ ნაწილში ვნებათა გრიგალი გამოიწვია. კვლავ, უკვე მერამდენედ, ათუხთუხდა მყრალი ლიბერალური ჭაობი და ტელეარხების მეშვეობით გაავრცელა შხამიანი აირები. ზემოხსენებული “ჭაობის” მოყიყინე წარმომადგენლებმა დეპუტატ თოფაძის მიერ თქმული შეაფასეს, როგორც “გაუწონასწორებელი და შეურაცხმყოფელი განცხადება”. ვინაიდან ბატონი თოფაძის გამოსვლაში “გაუწონასწორებელი და შეურაცხმყოფელი” ვერაფერი აღმოვაჩინე, საქმის გასარკვევად თვითონ პარლამენტარს ვესტუმრე.

_ ბატონო გოგი, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგლიბერალებისრისხვა დაიმსახურეთ

_ პარლამენტში გამოსვლის წინ გადმომცეს გაზეთი, რომელშიც გამოქვეყნებული იყო დღევანდელი პრეზიდენტის მიერ 2001 წელს ქართველებზე გამოთქმული “ობოლი მარგალიტები”. ძალიან ავღელდი, რადგან ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ქართველ კაცს ასე ცინიკურად შეუძლია თავისი სამშობლოსა და ხალხის აბუჩად აგდება. ალბათ, აღელვების გამო, “დებილების” მაგივრად “დაუნები” ვთქვი. აი, ეს არის ჩემი “დანაშაული”, მაგრამ, ეს შეცდომაც რომ არ დამეშვა, ოპონენტები ჩემს გამოსვლაში “კრამოლას” მაინც აღმოაჩენდნენ, ანუ ყველა შემთხვევაში ჭიქაში ქარიშხალს მოაწყობდნენ.

_ რატომ არიან ისინი თქვენზე ჩასაფრებულნი?

_ არა მხოლოდ მე მისაფრდებიან, ძალზე უარყოფითად არიან განწყობილნი ჩვენი ფრაქციისა და მთელი კოალიციის მიმართაც. ჩვენ ხომ სახელმწიფოს ასაღორძინებლად ვშრომობთ, მათ კი ეს ხელს არ აძლევთ, უფრო ზუსტად, ხელს არ აძლევთ იმ ფარულ ძალებს საზღვარგარეთიდან, რომლებსაც, გარკვეული გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, არ სურთ, საქართველო სრულფასოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. მაგ ძალებს უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა მუდამ სამოწყალოდ ხელგაწვდილი იყოს, ამიტომაც არ იშურებენ გრანტებს .. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და, წარმოიდგინეთ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისთვისაც. მაგრამ, მოდი, დავუბრუნდეთ ჩემ გამოსვლას პარლამენტში. ბატონ პრეზიდენტს შევედავე ოთხ პუნქტში: პირველი _ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი საჯაროდ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს. განაცხადე, რომ არ შეხვალ სააკაშვილის სასახლეში, მიეცი ხალხს სიტყვა? კეთილი ინებე და შეასრულე! გამოდის, რომ ხალხი მოატყუე!

გახსოვთ, ალბათ, სააკაშვილმა, პრეზიდენტად რომ აირჩიეს, თქვა: მე ღარიბი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ, ამიტომ საზღვარგარეთ ჩვეულებრივი რეისებით ვიფრენო.

_ ძალიან კარგად მახსოვს.

_ ვინ ეხვეწებოდა ამის თქმას? პრეზიდენტი ხარ და, რასაკვირველია, სამთავრობო თვითმფრინავით უნდა იმგზავრო. სულ მალე სააკაშვილმა ეს დაპირება არ შეასრულა, ანუ ხალხი “გააცურა”. ვფიქრობ, იმხანად პრინციპულობა რომ გამოგვეჩინა და შეგვეხსენებინა სააკაშვილისთვის მისი დაპირება, კატეგორიულად მოგვეთხოვა პრეზიდენტისგან მოცემული სიტყვის შესრულება ან, მისი გაჯიუტების შემთხვევაში, გადაგვეკეტა აეროპორტის ტრასა, ან კარვები გაგვეშალა ასაფრენ ბილიკებზე, მერწმუნეთ, ეს არარაობა ასე ვერ გალაღდებოდა, მაშასადამე, ბევრ უბედურებას ავიცილებდით… გემახსოვრებათ “პიონერთა სასახლის” ამბავიც, როდესაც ახალარჩეულმა და ჯერ ძალამოუკრებავმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, ეს შენობა გადაეცა ერთი ცნობილი ქალბატონისთვის. მაშინ ჩვენმა საზოგადოებამ გამოიჩინა პრინციპულობა და აიძულა სააკაშვილი, ამ ახირებაზე ხელი აეღო. სამწუხაროდ, ჩვენი პრინციპულობა ამით ამოიწურა.

მეორე, რაზეც შევედავე პრეზიდენტ მარგველაშვილს, იყო მისი არასერიოზული საქციელი, როდესაც ის ჯიბრში ჩაუდგა აწ ყოფილ პრემიერმინისტრს საკითხში, ვის უნდა წარმოედგინა საქართველო გაეროს ასამბლეაზე. იმის მაგივრად, რომ პრემიერთან მშვიდად გაემართა მოლაპარაკება, მან ეს ამბავი საერთაშორისო სკანდალის რანგში აიყვანა, რამაც ძალზე უარყოფითად იმოქმედა საქართველოს იერსახეზე ან, თუ გნებავთ, იმიჯზე. ბატონ მარგველაშვილს დაავიწყდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, იმ კოალიციისა, რომელმაც გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის პრეზიდენტად აქცია; და ამ ფაქტს უკავშირდებოდა ჩემი მესამე პრეტენზია. ქართველი კაცის თვისებაშია მადლიერება. ბატონმა გიორგიმ მშვენივრად იცის, რომ კოალიციამ ის ერთხმად აირჩია თავის კანდიდატად პრეზიდენტის თანამდებობაზე და კოალიციის უდიდესი დამსახურებაა, რომ ამ, იმხანად ნაკლებად ცნობილმა კაცმა, საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ჩაიბარა. პრეზიდენტი მარგველაშვილი ძალიან მალე გახდა ოპოზიციონერი. ეს, ჩემი აზრით, არის უმადურობა. მეოთხე კი, რაზეც შემომესივნენ უჯიშო “კოსმოპოლიტები”, იყო, როგორც უკვე მოგახსენეთ, ის, რომ “დებილების” ნაცვლად “დაუნები” ვთქვი. რამდენიმე ეგზალტირებული ქალი გამოიყვანეს “მთავრობის სასახლესთან” და აყვირეს, რომ თურმე გოგი თოფაძემ შეურაცხყო ის დედები, რომლებსაც ჰყავთ დაუნის სინდრომით დაავადებული შვილები.

_ რომელიმე გაუბედურებულმა დედამ თუ მოგმართათ გულისწყრომით?

_ არც ერთმა. მიუხედავად ამისა, მე ყველა ასეთ დედას ბოდიში მოვუხადე.

_ აბა, მთავრობის სახლთან შეკრებილი ქალბატონები ვის წარმოადგენდნენ?

_ ჩემი აზრით, ეს ადამიანები იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” მყვირალა აქტივისტები, რომლებიც, რა თქმა უნდა, უანგაროდ არ ყვირიან. მათ დროდადრო აფინანსებენ და, თუ ამ დედაკაცების გამოხდომების მიხედვით ვიმსჯელებთ, არც ისე ცუდად.

_ ბატონო გოგი, თუ გაქვთ გიორგი მარგველაშვილის მიერ ქართველების მიმართ გამოთქმული ბრალდებებისკრებული”?

_ როგორ არა! და, თუ სურვილი გაქვთ, გავაანალიზოთ მისი “გენიალური” შეფასებები. აი, ისინიც: დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით, ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდეზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება _ აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა…” მე დაველაპარაკე ნაცნობ ექიმებს, რომლებმაც მითხრეს, რომ მარგველაშვილი ფსიქიატრიაში მოიკოჭლებს, რადგან “მსუბუქი დებილობის ფორმა” არ არსებობს. დებილობა არის გონებრივი ჩამორჩენილობის ყველაზე მსუბუქი ფორმა. არსებობს გონებრივი ჩამორჩენილობის საშუალო ფორმა (იმბეცილები) და მძიმე ფორმა (იდიოტები). რაც შეეხება დაუნის სინდრომს, ის არის ყველაზე გავრცელებული გენეტიკური ანომალია, მაგრამ დავანებოთ მედიცინას თავი და შევეკითხოთ ბატონ პრეზიდენტს: თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ დღევანდელ ქართველობას სჭირსგონებრივი სისუსტე”, “დებილობის მსუბუქი ფორმადა, თუ ისიც გავითვალისწინეთ, რომ ბატონი გიორგი დღევანდელი ქართველი ერის წარმომადგენელია, რა გამოდის? _ გამოდის მისთვის ძალზე არასახარბიელო დასკვნა, კერძოდ, გიორგი მარგველაშვილი არის ქართველების, ანუ მისივე თქმით, “დებილებისპრეზიდენტი. და, შესაბამისად, თუდებილებმამეთაურად აგირჩიეს, ესე იგი, შენში ყველაზე გამოჩენილიდებილიდაინახესნუთუ არ რცხვენია მარგველაშვილსდებილებისპრეზიდენტობა?!

_ ბატონო გოგი, ბატონმა პრეზიდენტმა ეს 2001 წელს თქვა. იმ პერიოდში ის ასე ფიქრობდა. იმედია, ახლა სხვაგვარად ფიქრობს.

_ რა მნიშვნელობა აქვს, როდის თქვა. ამ სიბრიყვისთვის ერს ბოდიში მოუხადა? ბატონმა მარგველაშვილმა ან ბოდიში მოუხადოს ქართველებს, ან გადადგეს, რადგან არ აქვს მორალური უფლება, “დებილებისმართვისა!

_ “ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა თქვენი გამოსვლა შეაფასა, როგორცგაუწონასწორებელი და შეურაცხმყოფელი”. მან მოსთხოვა პარლამენტის ხელმძღვანელობას, რომ, ბოლოს და ბოლოს, დაიცვას ეთიკური ნორმები.

_ მინდა, შევეკითხო ბატონ ბეჟაშვილს: როცა მისმა თანაპარტიელმა აკაკი ბობოხიძემ დედის გინებით ააქოთა პარლამენტის დარბაზი, ეს, მართლაც, მისასალმებელი აზრი ეთიკური ნორმების დაცვაზე თავში რატომ არ მოუვიდა?

_ ბატონო გოგი, საკუთარ თავს სიამოვნებას ვერ მოვაკლებ და ჩემი ჟურნალისტური კრიტიკისუსაყვარლესისუბიექტის _ ქალბატონი ხიდაშელის გაკვირვებულ კითხვას გაგიმეორებთ: “რა, თოფაძე დღემდე პარლამენტშია?”

_ რა, ქალბატონი თინა დღემდე თავდაცვის მინისტრია?

_ აბა, სად უნდა იყოს?

_ წესით და რიგით, ხიდაშელმა, მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ამ საქმისთვის თავდაცვის სამინისტროს რესურსი გამოიყენა; ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსგავსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა. დღემდე ვერ გამიგია, რასთან გვაქვს საქმე: სიბრიყვესთან თუ თავხედობასთან. ხიდაშელმა თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოსჭრა და ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა.

_ ბატონო გოგი, რამდენიმე ხნის წინათ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ

_ ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც რუსეთს გააღიზიანებს და მისი მხრიდან გამოიწვევს “საზღვრის” მორიგ გადმოწევას.

_ მაგრამ ჩვენ ხომ აღსადგენი გვაქვს ტერიტორიული მთლიანობა?

_ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთთან მოლაპარაკების, მაგ ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენის გარეშე შეუძლებელია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც რუსეთი ასე გაძლიერდა. ის, ვინც ახლა მოგვიწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო ძალის გამოყენებით დაბრუნებისკენ, ან გიჟია, ან მოღალატე. როგორც მრეწველი კაცი, გეტყვით, რომ რუსული ბაზრის გარეშე, რომელზეც გასვლას მთელი მსოფლიო ოცნებობს, საქართველოს ეკონომიკას ვერ ავაღორძინებთ, თუმცა ეს სხვა თემაა და მასზე შემდგომ ვიმსჯელოთ.

ესაუბრა გიორგი კორძაძე

1 COMMENT

  1. ვინ არის მარგველა? სიტყვას რომ კაცი იტყვის და არ შეასრულებს, ვინ არის? მთელ ერს
    რომ ლანძღავს, თვითონ მის ნაწილად არ თვლის თავს და თავი კიტრი გონია, კაცია თუ
    ღამურაა? თავის \\\\\\\”განათლებას\\\\\\\” რომ აფრქვევს დემაგოგიების სახით და ოპოზიციონერობს,
    მე მიპირისპირდება? რომელსაც ეგ არ აურჩევია? კაცი რომ იმას იტყვის, ამერიკელებს და
    ევროპელებს დავეკითხები, როგორ მოვიქცეო, ის დებილზე უარესი არ არის? რა არის ასეთი კაცი? კაცია ადამიანი?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here