Home რუბრიკები საზოგადოება ელიზბარ ჯაველიძე: როდესაც ადამიანი ასე აზროვნებს, არ შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი იყოს!

ელიზბარ ჯაველიძე: როდესაც ადამიანი ასე აზროვნებს, არ შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი იყოს!

1270

გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი პარლამენტში პრეზიდენტის სტუმრობა იყო. მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლას მშვიდად არ ჩაუვლია. მესამედ ესტუმრა ქვეყნის პირველი პირი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, მაგრამ მის გამოსვლას გულისყურით პირველად მოუსმინეს. ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი მას არ სწყალობდა, შესაბამისად, არც მათვრობა უსმენდა და არც პარლამენტი. შესაძლოა, ასეც ჯობდა, რადგან მარგველაშვილი ბოლო ვიზიტისას არ დაინდეს. პარლამენტარმა გოგი თოფაძემ მას 2011 წელს გამოქვეყნებული “ფილოსოფიური ნაშრომი” გაახსენა, რომელშიც ქართველ ერს შეურაცხყოფს. საზოგადოების ერთი ნაწილი გოგი თოფაძის “ანათემაზე” გადაცემას მოითხოვს… ჰქონდა თუ არა პარლამენტარ თოფაძეს უფლება, პრეზიდენტისთვის წარსული გაეხსენებინა? _ ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გვესაუბრება.

_ ბატონო ელიზბარ, პარლამენტს პრეზიდენტი სტუმრობდა. მის გამოსვლას ფრაქციების თავმჯდომარეების გამოსვლა მოჰყვა. “მრეწველთალიდერმა გოგი თოფაძემ მარგველაშვილს რამდენიმე წლის წინანდელიფილოსოფიური ნაშრომიგაახსენა, რომელშიც ქართველებს არცთუ სახარბიელო კონტექსტში მოგვიხსენიებს. პრეზიდენტის წერილინიჩურტამე ქართველი ვართქვენთვის ცნობილია. საზოგადოების ერთმა ნაწილმა გოგი თოფაძეს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

_ გოგი თოფაძეს, როცა საშუალება მიეცა, მაშინ უთხრა პრეზიდენტს სათქმელი. თოფაძემ გარკვევით თქვა, რომ მარგველაშვილის წარსული უვარგისია, აწმყო _ არაფრისმთქმელი და მომავალი _ გაუგებარი. ჩვენი საზოგადოების ნაკლი არის ის, რომ ადამიანებს სამ განზომილებაში არ განვიხილავთ. დიდი ილია ბრძანებს, როგორც ერი, ისე ადამიანიც სამ განზომილებაში უნდა განიხილოო. სამწუხაროდ, რაც წარსულში იყავი, იმას ვარაფერი შეცვლის, ეს გენეტიკურია, ასე აღიზარდე და მორჩა. “ავსა კარგად ვერვინ შეცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს”, ეს სიტყვები მარგველაშვილზეა ზედგამოჭრილი. მარგველაშვილი “თავისუფლების ინსტიტუტში” დაფრთიანდა და მერე “ღია საზოგადოება _ საქართველოში” მოღვაწეობდა. მარგველაშვილი სოროსის გუნდის წევრია და ის მომართული იყო ქვეყნის დასანგრევად. ერთი სიტყვით, პრეზიდენტი ბავშვობიდანაღზარდეს”, მისი ფილოსოფიური ტრაქტატი ერის წინააღმდეგ არის მიმართული. ის გაშიშვლდა და ქართველებს დებილები, განუვითარებლები უწოდა. როდესაც ადამიანი ასე აზროვნებს, არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი იყოს.

_ პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რადგან ჩვენი პრეზიდენტი მარგველაშვილია, .. ჩვენ ღირსები ვართ, რაც გვიწოდაო

_ მარგველაშვილი ხალხმა აირჩია. არ ვიცი, რა მოხდა, გაყალბდა თუ რა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ის ავირჩიეთ. ალბათ, ეს დავალება იყო.

_ მას შემდეგ, რაც მარგველაშვილმა ის წერილი დაწერა, ბევრი დრო გავიდა, იქნებ ინანა და ახლა სხვა თვალსაზრისი აქვს, მან თავისი სიტყვის დასასრულს ქართველი ხალხი გამტანებად და გულჩვილებად მოიხსენია.

_ არა მგონია, რამე ინანა. მისი მოღვაწეობა კარგ საქმეებს არ ითვლის. ყოველთვის, როდესაც პარლამენტი სწორ გადაწყვეტილებას იღებს, პრეზიდენტი ვეტოს ადებს. მარგველაშვილი თავის თამაშს თამაშობს. ის ამერიკელების კარნახით მოქმედებს. ქართულ პოლიტიკაში ბევრია ისეთი, ვისაც არ უყვარს სამშობლოს მოყვარული ადამიანები.

საქართველოში 17 ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა, მათი უმრავლესობა გაყიდულია, აგენტები არიან. მათნაირებს წინათ იჭერდნენ, ხვრეტდნენ. დახვრეტას არ ვითხოვ, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა რაც გააკეთა, ის უნდა გავაკეთოთ. ვლადიმერ პუტინმა უცხოური ფულით დაფინანსებული არასამთავრობოები არ გააჭაჭანა. მან თქვა, რომ რუსი ხალხის პრეზიდენტია, მათი არჩეულია და მათივე ინტერესები უნდა დაიცვას. მისი იდეოლოგია პატრიოტიზმია. საქართველოში სიტყვა პატრიოტიზმი პოლიტიკოსებისგან, დიდი ხანია, არ გამიგონია.

_ ბატონო ელიზბარ, პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში თქვა ასეთი სიტყვები: “ჩვენ ამერიკის რადარებზე უფრო კარგად უნდა გამოვჩნდეთ და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ”. სჭირდება საქართველოს ამერიკის რადარებზე გამოჩენა?

_ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ასე ფიქრობს _ ამერიკის რადარებზე სურთ გამოჩენა. ეს უნდოდა სააკაშვილს, რომელიც ბავშვობიდან ნიჭიერებით არ გამოირჩეოდა, და ასეა დღესაც, როგორც ჩანს, ნიჭიერები არც ესენი არიან. ქართველი პოლიტიკოსები ყველაფერს გააკეთებენ, ყველაფერს მოსპობენ, რათა ამერიკის რადარებზე გამოჩნდნენ. მათ იციან, მაგრამ არ ადარდებთ, რომ ოკეანისგაღმელიმეგობარიმხოლოდ ჩვენი ტერიტორიით ინტერესდება, მხოლოდ ბაზებისთვის, პოლიგონად ვჭირდებით. სააკაშვილს საქართველო ეზიზღებოდა, სამშობლოს ზიზღის ტენდენცია მან დაამკვიდრა და დღემდე ასე მოდის.

რა ბოდიშის მოხდას სთხოვენ გოგი თოფაძეს ან ვინ სთხოვს? მართლა დებილები და დაუნები არიან. დიახ, ეს სალანძღავი სიტყვებია და მათ ვლანძღავ. მე რატომ არ მთხოვენ ბოდიშის მოხდას? პარლამენტში ეს ერთი ადამიანია, რომელიც სიმართლეს ამბობს, მხოლოდ მან გაბედა, რუსეთზე ელაპარაკა. ის, ვინც ახლა თოფაძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს, სამშობლოს მტერია.

რა ხდება ქვეყანაში? ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონება უნდათ. კაცთა მოდგმა ქალისა და კაცისაგან იწყება. ისტორიას ახსოვს საჭურისები, რომლებიც დაბადებიდანვე იყვნენ ასეთები, ასევე, იყვნენ საჭურისები, რომლებსაც სხვები ასაჭურისებდნენ, საქართველოში არიან საჭურისები, რომლებიც თვითონ ისაჭურისებენ თავს, რათა ამ საქციელით ამერიკელიმეგობრებისთვალში ამაღლდნენ. რომელი ამერიკის რადარებზე უნდა გამოვჩნდეთ _ ობამას რადარებზე? ადამიანის, რომელიც იმით იწონებს თავს, რომ ბავშვობაში კაცებთან ჰქონდა ურთიერთობა?

_ ბატონო ელიზბარ, მთელი ჩემი ბავშვობა მესმოდა, რომ მერაბ კოსტავა ადამიანის უფლებების დამცველი იყო და ჩვენ, ყველას, მისი იმედი გვქონდადღეს ადამიანის უფლებების დამცველია გიორგი ტატიშვილი, იგივე მაცაცო

_ რომელი მაცაცო? პედარასტი? ქართველი კაცის გათახსირება, წელში გადამტვრევა 9 წელიწადში მოხდა, როდესაც სააკაშვილი დასვეს ხელისუფლებაში. ბევრი იმუშავეს ქართველის ტვინის გამოსარეცხად. ძალიან დიდი სირცხვილია, მერაბ კოსტავას გამზრდელ ერს უფლებადამცველად უჩა ნანუაშვილი და მაცაცო დაუსვა.

უამრავი ფული იხარჯება, ტელევიზიებიდან ის სიბინძურე რომ წამოვიდეს, რასაც ვუყურებთ. ტელევიზიაში პედარასტების ბუდეა, მთავარი პედარასტი კი გოგი გვახარიაა. ტელევიზიას ფულს ჩვენ ვუხდით და ისინი პედარასტებს აძლევენ. თემურ ლენგისა და ჩინგიზხანის დროს არ ვყოფილვართ ასეთი გაუბედურებულები, მაშინ თავი გადავირჩინეთ, სულიერება შევინარჩუნეთ, ადათიცა და წესებიც. პედარასტები ჩემს ახალგაზრდობაშიც იყვნენ, მაგრამ არ ვერჩოდით. ამათ ვერჩი, რადგან მთხოვენ, ეს ჩვეულებრივ ამბად მივიღო, ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ ჩაიჩოჩეთ და ჩვენ დაგვაყენეთო.

პედარასტებმა საქართველოში ყველა ეტაპი გაიარეს: პირველი _ ჩვენც ადამიანები ვართ, მეორე _ ჩვენ ადამიანები ვართ და მესამე _ თქვენ გადით, ადამიანები ჩვენ ვართ!

ერთ ამბავს მოგიყვებით, ამით დაგანახვებთ, როგორ გაიხრწნა ქართველი საზოგადოება: ზაქარია ფალიაშვილის “დაისი” საუკეთესო კლასიკური ნაწარმოებია. ოპერის დასაწყისში ერთი სცენა ასეთია _ მურმანი და აბესალომი ერთმანეთს ბუნების წიაღში ხვდებიან. ახლა, როდესაც სპექტაკლი განახლდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბუნების წიაღის ნაცვლად, ფალოსი დაედგათ, მაგრამ დასმა სასტიკი წინააღმდეგობა გასწია და ეს აღარ გააკეთეს.

მრცხვენია, რაზე ვლაპარაკობთ, მაშინ, როდესაც მიწები იყიდება, ქართველები უცხოელების მონებად მუშაობენ, საკუთარ მიწაზე დაქირავებულები არიან და ფერადკანიანებისთვის შრომობენ. ქართულ მიწებს ყიდულობენ ებრაელები, სომხები, არაბები, აზერბაიჯანელები. ახალი სოფლები შენდება და იქ ქართველები არ არიან.

მქსოველი, პლასტელინი პრეზიდენტების დრო საქართველოს არ აქვს. ჯობია, მარგველაშვილმა თავისი საქსოვი ჩხირები აიღოს, დუშეთში წავიდეს და ქათმებსა და ღორებს მიხედოს. სასახლე, რომელშიც ეგ ზის, 10 მილიონი უჯდება ქვეყანას, 10 მილიონისას რას აკეთებს? მარგველიშვილის ადგილი პოლიტიკაში არ არის. “რესპუბლიკელები, “ნაცები”, ალასანია და მარგველაშვილი ერთად ამომრჩეველთა ხმების 5%- ვერ მოაგროვებენ.

მძულს ყველა, ვისაც საქართველო სძულს. პირადი მტრები არ მყავს, მე ვარ ყველას მტერი, ვინც ქართველების გადაგვარებას ცდილობს!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. მარტო არა ხართ, ბატონო ელიზბარ! გულით ქართველების დიდი ნაწილი თქვენს გვერდზეა. ვაგლახ! ათასი მაქინაციებით, თავზე მოგვაჯდნენ სამშობლოს გამყიდველები.

  2. ვეთანხმები ბატონ ელიზბარს და ბევრი ქართველი ეთანხმება ვინც არ ეთანხმება შეუძლიათ ერთ დიდ გემში დასხდნენ და აუცვან საქართველოდან ეგენი მაინც ერის მტრები არიანტექსტი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here