Home რუბრიკები ისტორია სტალინი და ნიკო მარი

სტალინი და ნიკო მარი

1383

1888 წელს გაზეთივერიაშიდაიბეჭდა სტუდენტი ნიკო მარის პირველი მეცნიერული ნაშრომი: “ბუნება და თვისება ქართული ენისა”;. საგულისხმოა, რომ ამ სტატიის გამოქვეყნებას მტრულად შეხვდნენ. ქართული ენის ლექტორმა ახალგაზრდა ნიკო მარის სახით მეტოქე დაინახა. მომავალ მეცნიერს კი სხვა მიზნები ჰქონდა და იგი იძულებული შეიქნა, თავისი მოღვაწეობაიატაკქვეშგადაეტანა.

…იგი პეტერბურგში დაბრუნდა (როგორც ჩანს, ცოტა გაწბილებული) და დათანხმდა სომეხი პროფესორის ი. პატკანოვის (წინა წერილში,სამწუხაროდ, გაიპარა კორექტურული შეცდომა: პაკანოვის ნაცვლად უნდა იყოს პატკანოვი) წინადადებას _ მომზადებულიყო სომხური სიტყვიერების, ენისა და ლიტერატურის პროფესორად.

* 1891 წელს ნიკო მარი დაინიშნა უნივერსიტეტის პრივატდოცენტად.

* 1894-96 წლებში ნიკო მარი საფრანგეთსა და იტალიაში იმყოფებოდა; მუშაობდა სტრასბურის უნივერსიტეტსა და ვატიკანის ბიბლიოთეკაში, აგრეთვე, ვენეციაში.

* 1900 წლიდან ასრულებდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ექსტრაორდინარული პროფესორის მოვალეობას.

* 1901 წელს დაიცვა მეცნიერების დოქტორის ხარისხი.

* 1902 წელს მოაწყო ექსპედიცია სინას მთაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ექსპედიციაში, რომლის მიზანი იყო ქარული ხელნაწერების შესწავლა, მონაწილეობდა ივანე ჯავახიშვილი. ამავე წელს დაინიშნა ორდინარულ პროფესორად ქართული და სომხური სიტყვიერების კათედრაზე.

* 1912 წელს აირჩიეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

* 1918 წელს ნიკო მარის თაოსნობით გაერთიანდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენებისა და ისტორიულფილოლოგიური ფაკულტეტები. ახალშექმნილ საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად ნიკო მარი დაინიშნა. ნიკო მარის წინადადებით, რაც სათანადო პროექტში გამოიხატა, არქეოლოგიური კომისიის ბაზაზე შეიქმნასახელმწიფო მატერიალური კულტურის აკადემია”.

* 1921 წელს ნიკო მარის თაოსნობით შეიქმნა “იაფეტური ინსტიტუტი”, რომლის დირექტორად თვითონ დაინიშნა და რომელიც შემდგომ გადაკეთდა ენისა და აზროვნების ინსტიტუტად.

* 1923-30 წლებში ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორია.

* 1928 წელს ნიკო მარი ლენინის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.

* 1929 წელს _ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატად, 1931 წელს კი წევრად აირჩიეს.

* 1930 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ნიკო მარი იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი” (აკადემიკოსი როინ მეტრეველი. “მსოფლიო მეცნიერი ქართული სახლიდან”, 2016 წელი, გვ. 16-17).

ნიკო მარის სამეცნიერო თუ პოლიტიკურ იერარქიულ კიბეზე მსვლელობაში ნათლად იკვეთება უხილავი ძლიერი ხელი. მარის კოსმოსურმა გონმა ყოველგვარი სიძნელე დაუბრკოლებლად გადალახა და გოლიათი მეცნიერი გახდა.

მარი მარზე დაჯდა და მარულით გააჭენა. ეს მარის გამოთქმის გამეორებაა, რაც ჩინური და ჩრდილო ამერიკული ინდიელების ენის შესწავლის შემდეგ წარმოთქვა:

“…რა არის ეს? სადაც არ გაიხედავ-ყველგან იაფეტიდები?! იაფეტიდები იაფეტიდებზე ზის და იაფეტიდით მიაჭენებს” (მერაბ ბაბუხადია. “ნ. მარის ლინგვისტური მოძღვრება და ენათა ტიპოლოგია”, 2005 წ., გვ. 48).

საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი და სხვა მრავალი თანამდებობისა და ტიტულის მქონე ნიკო მარი 1932 წლის დასაწყისში წერილით მიმართავს სტალინს, რომლის დედანიც, სამწუხაროდ, ჯერ არ უპოვიათ სტალინის არქივში, მაგრამ მე მოგაწვდით დედანის ასლს წერილისა, რომელიც სტალინმა მისწერა ნიკო მარს. მეტი სანდოობისთვის ტექსტის ასლს რუსულ ენაზე გთავაზობთ:

Копия.

ТоварищуМарр.

Очень извиняюсь, многоуважаемый Николай Яковлевич, что не имею сейчас возможности удовлетворить Вашу просьбу. Подготовительная работа к предстоящей всесоюзной партконференции поглощает у меня все рабочее время и не дает возможности заниматься другими делами.

После конференции я, конечно, смогу выкроить минут 40-50. Если это устраивает Вас, я охотно побеседую с Вами. Что касается дня приема, могу сообщить Вам об этом дополнительно приблизительно дня через два по окончании конференции.

Готовый к услугам И. Сталин.

20.I.32 г.”

ნიკო მარმა სტალინის წერილს წერილითვე უპასუხა, რომელსაც აქვე ვაქვეყნებთ:

Ленинград, 26.I.32 г.

Многоуважаемый Иосиф Виссарионович!

Премного благодарен за ответ. Ваше предложение, конечно, вполне устраивает. Я буду ждать. Могу себе представить, как Вам дорога каждая минута, когда я потерял представление о времени, точно в первобытном обществе, не различавшем еще утра и вечера иначе, как по производству, связанному с тем или иным отрезком времени без представления еще об его длительности. У Вас, однако, время расходуется на дело, на строительство, а у меня на отвлекающие от и теоретического, и практического технически и общественно научного дела бесплодные разговоры в комиссиях, подкомиссиях, совещаниях и т.д.

С неизменным уважением и товарищеским приветом –Марр

Адрес: Ленинград, 7 линия, д. № 2, кв. 17 (тел.5-48-43).

Тел. авт. В-1.70.82. (Только 7 и 8 в Москве, Институт Народов Востока, Берсеневская наб., 120)” (М. Леушин СТАЛИН И МАРР: ТРИ АРХИВНЫХ ДОКУМЕНТА) (Логос. – М., 2001. – № 4).

მ. ლეუშინის მიერ მოპოვებული მესამე მასალა 1950 წელს გამართულ დისკუსიას ეხება, რომელზეც შემდგომ გვექნება საუბარი.

არ არის მოპოვებული სტალინისა და ნიკო მარის შეხვედრის მასალები, მაგრამ ვარწმუნებ მკითხველს, თუ საშუალება მომეცემა, ჩავიდე მოსკოვში, მოვახერხებ, მივიდე იქ, სადაც მოვიპოვებ აღნიშნულ მასალებს და მივაწვდი დაინტერესებულ მკითხველს.

ნიკო მარი თავისი უდიდესი ინტუიციითა და კოსმოსური გონით აცვიფრებდა არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ თავის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს. მარის მოწაფე და შემდგომში დიდი მეცნიერი და მკვლევარი პროფესორი ვასილი აბაევი სწერდა:

“მარის შინაგანი შემოქმედებითი ცენტრი მუშაობდა, როგორც მუდმივმოქმედი ვულკანი, მაგრამ მისი შემაკავებელი სამუხრუჭე სისტემა ვერ უძლებდა მოწოლილ ახალ იდეებს და ახლის ძიებაში ძველი უკონტროლოდ რჩებოდა”.

1912 წელს კავკასიაში ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური მასალების გამო რუსეთის საიმპერატორო აკადემიამ იგი უცერემონიოდ აირჩია თავის ნამდვილ წევრად.

გარდა უნიკალური გათხრებისა და ლინგვისტური თუ ლიტერატურული კვლევებისა, ნიკო მარს შემუშავებული ჰქონდა რუსული საზღვაო ფლოტის განვითარების კონცეფცია, რის გამოც მას სამოქალაქო გენერალ-მაიორის წოდება და საზღვაო ფლოტის საპატიო წევრობა ჰქონდა მინიჭებული და ითვლებოდა საიმპერატორო მრჩევლად. ღრმად მორწმუნე ნიკო მარი პეტერბურგის ქართული მონასრტრის “სტაროსტადაც” კი ითვლებოდა.

ყველა ღირსება და დიდებაგამოვლილი, მრავალ სამეცნიერო ბატალიებში ნაბრძოლი და ყველგან გამარჯვებული ნიკო მარის მაჯისცემა 1934 წლის 19 და 20 დეკემბრის გასაყარზე, 00 საათსა და 40 წუთზე, შეწყდა. იმ მომენტში ნიკო მარი 70 წლისა იყო

მოქმედმა ვულკანმა დროებით შეისვენა. თითქოს დამშვიდდა. ვულკანთან ახლოს მობინადრე მწიგნობარ და უწიგნურ მეცნიერთა დაბა-სოფელი.

გარდაცვალებიდან 20 წუთში, ზუსტად პირველ საათსა და 00 წუთზე, კრემლიდან სმოლნში ტელეფონის ზარმა დარეკა. _ უწყვეტ რეჟიმში უნდა დაწყებულიყო მოსამზადებელი საორგანიზაციო სამუშაოები ნიკო მარის უკვდასაყოფად.

ღამის 2 საათზე საოლქო კომიტეტში მარის სახელობის აკადემიის პრეზიდიუმის წევრებთან და საკავშირო აკადემიის პეტერბურგის ფილიალის ხელმძღვანელებთან ერთად დაიგეგმა სამგლოვიარო დღეების მიმდინარეობის ზუსტი გრაფიკი.

დილის გაზეთებმა ქვეყანას ამცნეს უდიდესი მეცნიერის და ადამიანის ნიკო მარის გარდაცვალება. სათანადო პროცედურების

შემდეგ ნიკო მარის ნეშტი გადასვენებული იქნა მისივე სახელობის აკადემიის მარმარილოს დარბაზში, სადაც რამდენიმე საორკესტრო გუნდი გაეწყო მუდმივ რეჟიმში სამგლოვიარო მუსიკის ასაჟღერებლად. მაღალ კვარცხლბეკზე დადგმულ კუბოს ამშვენებდა წითელ ხავერდით გაწყობილი გარემო, რომელიც შემოსილი იყო უამრავი ყვავილით.

გაზეთები ბეჭდავდენ სამთავრობო, თუ სამეცნიერო დაწესებეულებათა დადგენილებებს, განკარგულებებს და ბრძანებებს აკდემიკოს ნიკო მარის სახელის უკვდავსაყოფად მისაღებ ღონისძიებებზე. საბჭოთა კავშირში გამომავალ ყველა წამყვანმა გაზეთმა გამოაქვეყნა აკადემიკოს ნიკო მარისადმი მიძღვნილი წერილები.

საქართველოში გამომავალი რუსულენოვანი გაზეთ “ზარია ვოსტოკას” მიერ 1934 წლის 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ სამგლოვიარო წერილს ხელს აწერენ “ველიკიე უჩიონიე”:

. აღნიაშვილი, . სულაქველიძე, . პაპავა, . ჯავახიშვილი, . შანიძე, . კეკელიძე, . მუსხელიშვილი, . ბერიტაშვილი, ალ. ჯანელიძე, ალ. ჯავახიშვილი, . ახვლედიანი, . ბერიძე, . ჩიქობავა, . თორდია, . ინგოროყვა, . ნუცუბიძე, . გეგენავა, . ყაუხჩიშვილი, . დონდუა, იუსტ. აბულაძე, . სიხარულიძე, . ციხისთავი, . ბუაჩიძე, . ასათიანი, . ჯანაშია, . ზანდუკელი, . ბერძენიშვილი, გიორგი წერეთელი . მელიკსემბეკოვი, . ნიორაძე, . კოტეტიშვილი, . ჟღენტი, . ჩხიკვიშვილი.

საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არ დარჩენილა მეცნიერი, რომელსაც არ გაუზიარებია საბჭოთა მეცნიერების ეს დიდი მწუხარება.

უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა მეცნიერთა, თუ რიგით მოქალაქეთა ჯგუფები დიდი მეცნიერისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად.

22 დეკემბერს მარმარილოს დარბაზში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. არათუ სასახლე, გარშემო მდებარე ქუჩები ვერ იტევენ ხალხის უზარმაზარი ტალღის მოწოლას. იცვლება ბოლო საპატიო ყარაული და ნიკო მარის კუბოსთან დგებიან აკადემიკოსები: პოზნერი და კოროლიოვი, ორკესტრი უკრავს სამგლოვიარო მარშს. 2 საათი და 30 წუთზე აკადემიკოსები _ კომაროვი, სობოლევი, მეშანინოვი და სხვები კუბოს მაღლა სწევენ და მიასვენებენ კატაფალკისაკენ.

პროცესია ლენინგრადის ცენტრალური პროსპექტით ალექსანდრეს ლავრისაკენ მიემართება. ნიკო მარის ცხედარს უკან მიჰყვება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის აკადემიის წარმომადგენელი. თვალუწვდენელი საბჭოთა ქვეყნის სამეცნიერო თუ პარტიული ელიტა. პროცესიის მონაწილეთა საერთო რაოდენობა 70 000 კაცს აღემატება. პროცესიის მსვლელობამ 2 საათი და 30 წუთიდან 7 სთ-სა და 30 წუთამდე გასტანა. ალექსანდრე ნეველის ლავრაში, იქ, სადაც ნიკო მარის ცხედარი დაასვენეს, უზარმაზარი სამგლოვიარო მიტინგი ჩატარდა, სადაც სიტყვებით გამოვიდნენ სახელგანთქმული მეცნიერები და პარტიული ლიდერები. სამგლოვიარო მარშისა და სალუტის ფონზე აკადემიკოს ნიკო მარის კუბო საფლავში ჩაასვენეს…

მარისტებიჩვეულებრივად განაგრძობდნენ სიცოცხლეს იმ მეცნიერულ ქარტეხილებში, რომელშიც ცხოვრობდნენ თითქმის 50 წლის განმავლობაში. იმ განსხვავებით, რომ მიმოფანტულიანტიმარისტებითავიანთ ბუდეებს ნელნელა უბრუნდებოდნენ. მაგრამ მცირდებოდნენ კიდეც, რადგანმარისტებიდაანტიმარისტებიცთავიანთი სიცოცხლის გზის დასასრულს უახლოვდებოდნენ და ბრძოლა მიწისქვეშეთშიგრძელდებოდა”.

ყვავი აღარ ჩხავის პეტერბურგიდან თავისი ყვანჩალით”, ისინი დღესაც ქართული მეცნიერების ბაირახტარებად რჩებიან, მაგრამ Черная благодарность ученика კვლავ ძალაშია

გადასახლებულმა პროფესორმა ვინოგრადოვმა წერილი მისწერა სტალინს გაეთვალისწინებინა მისი მდგომარეობა და, როგორც მეცნიერისთვის, მიეცა თავისუფლება. სტალინმა ვინოგრადოვი შეიწყალა და გაათავისუფლა, მაგრამ მოსკოვიდან და ზოგიერთი სხვა დიდი ქალაქიდან 100 კილომეტრის დაშორებით უნდა ეცხოვრა. ასეც მოხდა, მაგრამ ვინოგრადოვმა სტალინს მეორე წერილით მიმართა, სადაც განმარტავდა, რომ მას არ ეძლევა საშუალება ისარგებლოს დიდი სამეცნიერო ბიბლიოთეკებით, რის გამოც ხელი ეშლება სამეცნიერო მუშაობაში, რისთვისაც კვლავ მოსთხოვა დაერთო ნება ჩაწერილიყო თავისი მეუღლის ბინაში ქალაქ მოსკოვში.

სტალინმა განცხადებას წითელი ფანქრით წააწერა: “თანახმა ვარ. ი. სტალინი”.

სტალინის ხელმოწერის ქვეშ მოლოტოვის, ბერიას, კალინინისა და მალენკოვის ხელმოწერებიც გაჩნდა. ასე შემოვიდა ქალაქ მოსკოვში პირველი “ანტიმარისტი” ვიქტორ ვინოგრადოვი.

1949 წლის 21 დეკემბერს დაბადებიდან 70 წელი უსრულდებოდა სტალინს. ამ ღირსსახსოვარი თარიღისათვის ემზადებოდა მთელი საბჭოეთი. იუბილის მომწყობი სახელმწიფო კომისიის წევრად შეყვანილი იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი კანდიდ ნესტორის ძე ჩარკვიანი. იგი ღრმად განათლებული პიროვნება და გერმანული ენის შესანიშნავი მცოდნე გახლდათ, რასაც მოწმობს არაჩვეულებრივ ქართულ ენაზე შესრულებული მისი თარგმანები ჰაინეს ნაწარმოებებისა.

ცეკას პირველი მდივანი მოსკოვში ცარიელი პორტფელით რომ არ ჩასულიყო, რადგან პარტიულ და საბჭოთა ორგანოებში საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით სამეურნეო საქმიანობაზე საკითხების დაყენება უხერხული იქნებოდა, გადაწყვიტა, წაეღო მოხსენებითი ბარათი, რომელიც პროფესორ არნოლდ ჩიქობავას რჩევითა და დახმარებით სტალინის სახელზე იყო შედგენილი და ეხებოდა ენათმეცნიერების საკითხებს, კერძოდ _ ნიკო მარის მოსაზრებების კრიტიკას.

ეს მოხსენებითი ბარათი სტალინის პირად მდივან პოსკრებიშევს 27 დეკემბერს ჩაბარდა. კანდიდ ჩარკვიანი ფიქრობდა, რომ სტალინი მოხსენებით ბარათს ახლო პერიოდში გაეცნობოდა. მაგრამ გადიოდა თვეები და სტალინისაგან არაფერი ისმოდა.

1950 წლის პირველი კვარტლის ბოლოს კანდიდ ჩარკვიანი სხვა საკითხების მოსაგვარებლად ჩავიდა მოსკოვში, სადაც სტალინთან პირისპირ შეხვედრამ მოუწია, მაგრამ ბელადს ენათმეცნიერების საკითხზე დაწერილ მოხსენებით ბარათზე ყურადღება არ გაუმახვილებია და ავტორმაც მიიჩნია, რომ სტალინმა მისი განხილვა საჭიროდ არ ჩათვალა.

იმის გათვალისწინებით, რომ სტალინს ფენომენური მეხსიერება ჰქონდა და ყველა საკითხს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ენათმეცნიერების საკითხებზე ის რეაგირებას არ აპირებდა და მით უმეტეს მის ფავორიტ ნიკო მარზე, რომლის გარდაცვალებიდანაც უკვე 16 წელი იყო გასული. სტალინი ცოცხლებთან ყოველთვის უფრო შემტევი და მებრძოლი იყო, ვიდრე მიცვალებულთან. მაგრამ, როგორც ირკვევა, სტალინის შეხვედრიდან გამოსულმა გაწბილებულმა პირველმა მდივანმა, რომელსაც მოუთმენლად ელოდნენ თბილისში “ანტიმარისტები”, საქმეში ახალი ძალები ჩართო და საკითხი განაახლა, რაშიც სხვებთან ერთად აქტიური როლი უნდა ეთამაშა “ანტიმარისტ” ვიქტორ ვინოგრადოვსაც.

იმავე წლის აპრილში, როგორც კანდიდ ჩარკვიანი იგონებს, კრემლიდან ზარი დაირეკა:

_ წავიკითხე თქვენი ბარათი ენათმეცნიერების შესახებ საკითხი იმად ღირს, რომ დაწვრილებით მოვილაპარაკოთ. ჩამოდით მოსკოვში. ენათმეცნიერებიდან ვის ჩათვლით საჭიროდ, რომ წამოიყვანოთ?”

_ პროფესორ ჩიქობავას, ამხანაგო სტალინ, _ ვუპასუხე ისე, რომ არც დავფიქრებულვარ,_ ის ზოგადი ენათმეცნიერების თვალსაჩინო სპეციალისტია და საკითხის გარკვევაში დიდ სარგებლობას მოიტანს.

_კარგი, ჩამოიყვანეთ” (კანდიდ ჩარკვიანი. “სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები”, გვ. 100).

კანდიდ ჩარკვიანი და არნოლდ ჩიქობავა მოსკოვში გაემგზავრნენ. ჩასვლისთანავე პირადად პოსკრებიშევს მოახსენეს, რომ ისინი ჩასულები იყვნენ ქვეყნის დედაქალაქში. ორივე ერთად საღამოს სტალინის აგარაკ კუნცევოზე იყვნენ მიწვეულნი.

სტალინი სტუმრებთან ოფიციალური იყო და რამდენიმე სერიოზული შენიშვნაც მისცა ახალგამოცემულიქართული ენის განმარტებითი ლექსიკონისშემდგენლებს, რომლის მთავარი რედაქტორიც არნოლდ ჩიქობავა გახლდათ. ჩიქობავამ შენიშვნები გულწრფელად მიიღო.

“სტალინმა ყურადღებით მოისმინა ჩიქობავას მოსაზრებები ენების მარისებური სტადიური კლასიფიკაციის წინაამდეგ, ზოგიერთ საკითხზე თავისი აზრიც გამოთქვა და ბოლოს მე მითხრა:

_ რატომ აყენებთ საკითხს ისე, რომ მარის თეორიის კრიტიკით მხოლოდ საქართველოს პრესა გამოვიდეს? ეს არ არის ადგილობრივი, ლოკალური საკითხი. ის ცენტრალური პრესის ფურცლებზე უნდა გამოვიტანოთ, ამასთანავე, უნდა მოეწყოს არა ცალმხრივი კრიტიკული გამოსვლები მარის თეორიის წინააღმდეგ, არამედ დისკუსია ენათმეცნიერების საკითხებზე, რომელშიც ყველა მიმართულების ენათმეცნიერები მიიღებენ მონაწილეობას.

_ ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, ამხანაგო სტალინ, _ ვუპასუხე მე” (კანდიდ ჩარკვიანი, “სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები”, გვ. 101).

გადაწყდა, სადისკუსიო წერილი პროფესორ არნოლდ ჩიქობავას დაეწერა, რომელიც სადისკუსიოდ გაზეთ “პრავდაში” გამოქვეყნდებოდა. მეორე დღესვე ჩიქობავამ მეორე დღესვე დაიწყო წერილის წერა. სტალინმა, მოსკოვში მყოფ კანდიდ ჩარკვიანს, როდესაც ის 10 დღის შემდეგ სხვა საკითხებზე შეხვდა სახელმწიფოს მეთაურს, ჰკითხა:

_ როგორ მიდის ჩიქობავას საქმე?

_კარგად, ამხანაგო სტალინ, სტატია იწერება.

“ამის შემდეგ სტალინმა მაგიდიდან აიღო ჩემი ბარათი ენათმეცნიერებაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

_ თუ გსურთ, შეგიძლიათ წაიღოთ, ჩვენ აქ ასლი დაგვრჩება, _ მითხრა და გადმომცა. შევამჩნიე, რომ წერილის კიდეები შენიშვნებით იყო აჭრელებული. ძალიან გამეხარდა ამ სახით მისი უკან მიღება. მადლობა მოვახსენე სტალინს და დოკუმენტი საქაღალდეში ჩავდე” (კანდიდ ჩარკვიანი, “სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები”, გვ. 102).

აქვე გთავაზობთ კანდიდ ჩარკვიანის მოხსენებით ბარათს, რომელიც ჩასწორებულია სტალინის მიერ.

გავყვეთ შენიშვნებს:

“*იმ აბზაცის გვერდით, რომელშიც ნათქვამია, რომ მარის მიერ ქართული ენის თითქმის გაქვავებული ენების ჯგუფისთვის მიკუთვნება დამამცირებელია ქართული საბჭოთა კულტურისათვის, სტალინს მიუწერია ირონიული ხახახა”, _ “თუ მარის ეს თეზისი მეცნიერულად დასაბუთებულია, იგი უნდა მივიღოთ: ჭეშმარიტების წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობ. ხოლო თუ ის, თქვენი აზრით, სწორი არ არის, თვითნებურია, მაშინ ამბიციას კი არ უნდა აჰყვეთ, არამედ თქვენი თვალსაზრისი მეცნიერული მსჯელობით უნდა დაამტკიცოთ”.

მაშასადამე, სტალინი დაუშვებლად თვლიდა რაიმე მოსაზრებით მეცნიერთა დასკვნების უგულებელყოფას, მეცნიერული კრიტიკით გაბათილების ნაცვლად, მათ დისკრედიტაციას ემოციების მოშველიებით.

* “ორმაგი ხახახადაუმსახურებია აბზაცს, სადაც მე ვამბობ, რომ, მარის სქემა თეორიულ იარაღს აწოდებს ანგლო-საქს იმპერიალისტებს, რომლებიც თავანთ ენას მსოფლიოში ყველაზე მოწინავე ენად აცხადებენ.

ჩემი ბარათის მე-5 პუნქტი შეიცავს მტკიცებას იმის შესახებ, რომ ხმელთაშუა ზღვის რაიონის დასავლეთ ნაწილში კაცობრიობის კულტურისა წარმოშობის მარისეული ჰიპოთეზა კიდევ ერთ არგუმენტს აძლევს ინგლისელ-ამერიკელ რასისტებს, ამტკიცონ “ატლანტიკელი” ადამიანის უპირატესობა სხვა რასებზე. ამ პუნქტისათვის სტალინს მიუწერია:

“ინგლისელ-ამერიკელები არაფერ შუაში არიან”.

…სტალინმა სავსებით სწორად შენიშნა ბარათის ამ პუნქტის უსაფუძვლობა.

 ბარათის მე-6 პუნქტისათვის, სადაც გაკრიტიკებულია მარის დასაბუთებები საბჭოთა ხალხების დამწერლობის ლათინურ ალფაბეტზე გადაყვანის სასარგებლოდ, სტალინს რამდენიმე რემარკა გაუკეთებია. იქ, სადაც ლაპარაკია წინათ არაბული დამწერლობის მქონე საბჭოთა ხალხებისთვის ლათინური ანბანის შემოღებაზე, მას კიდეზე მიუწერია: “ეს წვრილმანია”. იქ კი, სადაც მსგავსი წინადადებაა წამოყენებული ქართველებისათვის, შეუნიშნავს: “რიფტი-გრაფიკა არ წყვეტს ენის ბედს”. ამგვარად, ბარათის კითხვის პროცესში სტალინი თავდაპირველად საკმაოდ ლიბერალურად შეხვედრია მარის მოთხოვნებს ზოგიერთი საბჭოთა ხალხის ლათინურ დამწერლობაზე გადაყვანის შესახებ, მაგრამ, როცა იმ ადგილამდე მისულა, სადაც მოტანილია მარის სიტყვები _ “სულერთია, ადრე თუ გვიან რუს ხალხს მოუხდება ამ ნაბიჯის გადადგმა” _ მისთვის მოთმინებას უღალატია. “სისულელეა”, _ მიუწერია ამ ადგილის გასწვრივ სტალინს.

ბარათის დასკვნით ნაწილში ლაპარაკია მარის ფასდაუდებელ ღვაწლზე ქართული და სომხური ფილოლოგიის, კავკასიული ენების შესწავლის, კავკასიის ხალხთა უძველესი ისტორიის პრობლემების გაშუქებაში. სტალინს ამ ადგილას პირდაპირ მიუწერია:

მარის დამსახურება მხოლოდ ეს არ არის” (კანდიდ ჩარკვიანი, “სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები”, გვ. 103-104).

1950 წლის 9 მაისს “პრავდამ” ორ გვერდზე მეტი დაუთმო არნოლდ ჩიქობავას სტატიას. ამით დაიწყო თავისუფალი დისკუსია საბჭოთა ენათმეცნიერების საკითხებზე, რომელშიც სტალინმაც მიიღო მონაწილეობა.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here