Home რუბრიკები საზოგადოება ქართულ ბაზარზე მომაკვდინებელი ბრინჯი გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე მომაკვდინებელი ბრინჯი გამოჩნდა

596

ქართულ ბაზარზე ხელოვნური ბრინჯი გამოჩნდა, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. ამ ინფორმაციას გაზეთიპრაიმტაიმიავრცელებს.

გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხელოვნური ბრინჯი ორი სახეობის კარტოფილის ნარჩენებისა და სამრეწველო პლასტმასისგან მზადდება. მისი გამოყენება კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელ სისტემას, არამედ მთელ ორგანიზმს. ბრინჯში არსებული ტოქსინების გამო მისი გამოყენება, შესაძლოა, სასიკვდილო შედეგით დასრულდეს.

ხელოვნურ ბრინჯს საქართველოში შპს „ომეგა 12“ აწარმოებს და მისგან წარმოებული ბრინჯის ფირფიტები და ბურბუშელა ლარად იყიდება. ხელოვნური ბრინჯის ნამდვილისგან გარჩევა შესაძლებელია. ხელოვნური ბრინჯი ხარშვის შემდეგ რჩება მაგარი, ხოლო მისგან დამზადებულ წვნიანს დამწვარი პლასტმასის სუნი აქვს.

გამოცემა „პრაიმტაიმი“ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელ კახა სოხაძეს ესაუბრა. მან თქვა, რომ ყველაფერი შესწავლილია და არანაირი დარღვევა არ აღმოჩენილა. მისივე განმარტებით, ხელოვნური ბრინჯი არის ახალი ტიპის პროდუქტი, რომელიც აქამდე საქართველოში გამოყენებული არ ყოფილა, მაგრამ არც აკრძალულია.

1 COMMENT

  1. netavi tu ar grcxveniat xalxis anabar tovebt produqtis garchevas tu icit rom aseti mavnea es brinji ras aketebs kvebi saministro gaanadguros es produqti da mwarmoebeli magram amaze vigac xels itbobs. me rogorc qartvels mrcxvenia saqartvelo ukan da ukan rom midis daicala mteli saqartvelo shevardnazis dro mosagoniao ase amboben mtavrobas etyoba jurshi zinavs . xalxs egono ocneba ragacas gaaketebda da iq yvela uwignurma moiyara tavi netavi gamochndeba ki vinme rom saqartvelo mtlad ar daeces. evropidan is gadaaqvt rac chveni xalxistvis miugebelia is gadaigos rac kargia rogor uvlian da afinanseben moxucebs ufaso wamlebit ufaso higienuri daxmarebebi peensiebi magali rogor minda rom es werili visac guli shetkiva saqartveloze iman waikitxos.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here