Home რუბრიკები სამართალი მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით აღარ დაინიშნება

მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით აღარ დაინიშნება

651

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, .. გამოსაცდელ ვადას აღარ დაექვემდებარებიან ის მოსამართლეები, რომლებიც სამოსამართლეო სისტემაში 10-წლიანი ვადით უკვე მოღვაწეობდნენ და უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, თუმცა, უწყების განმარტებით, 10-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მათი მოსამართლედ დანიშვნა ავტომატურად არ მოხდება და კონსურსის გავლა მოუწევთ.

“მოსამართლეობის მსურველ პირებს მოუწევთ კონკურსის გავლა, მათ შორის იმ მოსამართლეებსაც, რომლებიც სისტემაში იქამდეც მუშაობდნენ და 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, ანუ ისინი მოსამართლედ ავტომატურად არ დაინიშნებიან. თუკი კონკურსს გაივლიან, მხოლოდ ამ შემთხვევაში, იმ მოსამართლეებს, რომლებმაც 10 წლის ვადით უკვე იმუშავეს, 3 წლიანი, ე.წ. გამოსაცდელი ვადით დანიშვნა არ შეეხებათ”, _ განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here