Home რუბრიკები საზოგადოება იტალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

იტალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

472

რომში ათიათასობით იტალიელმა ოჯახის დღე აღნიშნა და გააპროტესტა მთავრობის მიერ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ.

ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის საკანონმდებლო პროექტი იტალიის პარლამენტს გასულ კვირას წარედგინა და მას კენჭი თებერვალში უნდა ეყაროს.

პარლამენტარების ნაწილს იმედი აქვს, რომ ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების პროექტს ხმები არ ეყოფა და, შესაბამისად, არ დაკანონდება. გეიოჯახების წინააღმდეგია რომის კათოლიკური ეკლესიაც. გასულ კვირას რომის პაპმა განაცხადა, რომ ტრადიციული ოჯახი ის ოჯახია, როგორიც ღმერთს სურდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here