Home რუბრიკები საზოგადოება “თუ ვინმეს ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება შეუძლია, ეს რუსეთია”

“თუ ვინმეს ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება შეუძლია, ეს რუსეთია”

818

ბევრის აზრით, მსოფლიოსთვის ერთადერთი ხსნა და გამოსავლი რუსეთის დაშლაა, რომელსაც ავტომატურად მოჰყვება ყველა მისი პატარა თუ დიდი მეზობლის მარადიული უსაფრთხოება. მაგრამ თუ მოხდა “საოცრება” და არ დაიშალა რუსეთი? ხომ შეიძლება, შეცდნენ ქართველი და უცხოელი “ნათელმხილველები”, რომლებიც რუსეთს რამდენიმეწლიან სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებენ? 

რატომ უხარია ქართველი საზოგადოების ერთ ნაწილს რუსეთის დაღუპვა და რა სიკეთეს ელის მეზობელი ქვეყნისგან მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისაქართველოს კეთილმოსურნე მეზობლად რუსეთის აღიარება, ცოტა არ იყოს, სარისკო და ვაჟკაცური საქმეა, რადგან, როგორც კი ამ თემაზე იწყებ საუბარს, მაშინვე სამშობლოს ღალატში გადანაშაულებენ, მარგინალად გაქცევენ და გაგრიყავენ. 2016 წლის 12 თებერვალს საქართველოს სახალხოპატრიოტული კავშირირუსეთი ჩვენი მეზობელიადამფუძნებელ ყრილობას ჩაატარებს, ხოლო მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უკვე პარტიად ჩამოყალიბებული მიიღებს მონაწილეობას. “საქართველო და მსოფლიოამ კავშირის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს წევრებს ესაუბრება:

რუსეთში ეგოროვები არასოდეს გამოილევიან, საქართველოში კი _ ქანთარიები, დროშა ისევ აფრიალდება, მაგრამ ამჯერად _ თეთრი სახლის თავზე

რამაზ ლურსმანაშვილი, თავმჯდომარე სახალხოპატრიოტული კავშირისარუსეთი ჩვენი მეზობელია”:

_ ბატონო რამაზ, ამბობთ, რუსეთი ჩვენი მეზობელიაო, ჩვენი მეზობელი თურქეთიც არისრატომ მაინცდამაინც რუსეთი?

_ რუსეთი დამპყრობელია, _ ამბობს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობა, მაგრამ, თუ რუსეთი დამპყრობელია, თურქეთი ვინ არის? ამ ქვეყანას მითვისებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 23 ათასი კვადრატული მეტრი, თავისი მოსახლეობითა და უძველესი კულტურული ძეგლებით. ჩვენ რომ სახელმწიფო გვაქვს, რუსეთის დამსახურებაა. სწორედ მათ დაგვიბრუნეს აჭარა, გურია, სამცხე-ჯავახეთი. დღესაც, თუკი ვინმეს ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება შეუძლია, ეს რუსეთია.

_ თითქმის მთელი მსოფლიო რუსეთს დამპყრობელს უწოდებს, თქვენ კი ამბობთ, რომ ის კეთილი მეზობელი და ჩვენი გადამრჩენია?

_ ვის გულისხმობთ მთელ მსოფლიოში _ აშშ-სა და ნატოს? ვის სძულს რუსეთი _ ჩინეთს? ინდოეთს? ბრაზილიას? ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დიდ ნაწილს? ამ ქვეყნებს სძულთ ამერიკა. ნახეთ, რა უქნა ამერიკამ ევროპას? _ გაამუსლიმანა… ეს პროცესი დაიწყო და გაგრძელდება. ევროპა ტრადიცებსა და კულტურას ვეღარ ინარჩუნებს.

რუსეთი დიდი ქვეყანაა, პრეზიდენტ პუტინის ხელში ის ძალიან გაძლიერდა და რამდენიმე თვეა, რაც მითი იმის შესახებ, რომ მსოფლიო ერთპოლუსიანია, დაიმსხვრა.

ამერიკა ვერაგია. ამის დამადასტურებელი ფაქტი საქართველო-რუსეთს შორის მომხდარი 2008 წლის აგვისტოს ომია. ყოველთვის, ყველგან ვიტყვი, რომ სააკაშვილი სწორედ ნატომ და ამერიკელებმა წააქეზეს, ომი დაეწყო. რუსეთი გორში არ შემოსულა, ეს ჩვენ ჩავედით ცხინვალში, თანაც, ვინ დაიწყო ომი? ადამიანებმა, რომლებსაც ომისა არაფერი გაეგებოდათ. იმხანად რუსებმა დაგვინდეს, მართალია, ჩვენი პრეზიდენტი ძირს აფორთხეს, მაგრამ ქვეყანა დაინდეს.

_ რუსებმა საქართველოს პრეზიდენტი მიწაზე აფორთხეს და თქვენ მაინც ამბობთ, რუსებმა დაგვინდესო?

_ რუსეთი დამპყრობელი რომ ყოფილიყო, კოდორის ხეობის გარდა, მესტიის, რაჭა-ლეჩხუმის ან სხვა რეგიონების დაპყრობა გაუჭირდებოდა? სრულიად საქართველოს ვერ დაიპყრობდა? _ დაიპყრობდა, თანაც, უპრობლემოდ. 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტმა სოხუმი და ცხინვალი ნატოსგან დაიცვა. საერთოდ, საქართველოს იცავს ნატოსგან.

არ შეიძლება თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის თავის ნებაზე მიშვება. რუსეთი თავის საზღვრებთან ნატოს ხოხვას ყოველთვის აგრესიით უპასუხებს.

რუსეთში ეგოროვები არასოდეს გამოილევიან, საქართველოში კი _ ქანთარიები, გამარჯვების დროშა ისევ აფრიალდება.

აუცილებელია, სისხლი გვადინოს რუსეთმა იმის გასაგებად, რომ დაჟანგული ტანკები არ აქვს და ვადაგასული რაკეტებით არ იბრძვის?

არ შემიძლია, თავდაცვის მინისტრის ქმედებებზე არ ვისაუბრო. გასაგებია, რომ მას ხელმძღვანელები ჰყავს, რომლებიც მითითებებს აძლევენ, ასეთი ადამიანი აქაც ზის ამერიკის ელჩის სახით, მაგრამ სამშობლოს ინტერესებიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ?!

ხიდაშელის ნაბიჯების გათვლა წარმოუდგენელია. საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილიისლამურ სახელმწიფოშიიბრძვის, ნაწილი _ ნატოს ჯარში, ახლა უდიდესი სამხედრო ბაზა გაიხსნა. ის, რაც რამდენიმე თვის წინათ კრწანისში გახსნეს, საწვრთვნელი ბაზა არ არის, საომარია.

ჩვენი თავდაცვის მინისტრი აშშის აგენტია, თვითონ კი არ აზროვნებს, რასაც უბრძანებენ, იმას ამბობს და აკეთებს. ხიდაშელი ამერიკის სტრატეგიულ გეგმებს ახორციელებს.

ხედავთ, რა უქნეს თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს ამერიკელებმა, რომელიც ვერაფრით მოიშორეს? _ წააქეზეს და რუსული თვითმფრინავისთვის ასროლინეს. ახლა თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვერ ისვენებს და ბრძოლაში უნდა ჩაებას. თინა ხედაშელი მასთან და აზერბაიჯანთან ერთად ერთიანი თავდაცვის სისტემის შექმნას ცდილობს.

ხიდაშელი და მისი მეუღლე ამბობენ, რომ შვილებს პატრიოტებად არ ზრდიან, მათგან ქვეყანა კარგს რას უნდა ელოდოს?!

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/CHUBINIZE-(4).jpg

ამერიკის წაქეზებით, ჩვენი ქვეყანა საბრძოლო მანევრებში ჩაერთვება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო აღარ იარსებებს

ვლადიმერ ჩუბინიძე, პოლიტსაბჭოს წევრი სახალხო პატრიოტული კავშირისარუსეთი ჩვენი მეზობელია”:

_ დღეს თვით ნატო და ამერიკა აღიარებენ, რომ რუსეთს უკეთესი შეიარაღება აქვს, ვიდრე მათ და რომ რუსეთი ისეთი ხელწამოსაკრავი აღარ არის, როგორიც რამდენიმე წლის წინათ იყო.

რუსეთი აგრესორი არ არის, მთელი მისი ისტორიის განმავლობაში თავს იცავს და, თუ 2008 წელს საქართველოს მიმართ რაიმე ფორმით აგრესია გამოიჩინა, ეს ნატოსა და ამერიკის მიერ იყო პროვოცირებული.

ბიჭები, რომლებიც აგვისტოს ომში იბრძოდნენ, თავადვე ამბობდნენ, რომ რუსი ჯარისკაცები გვეუბნებოდნენ, წადით, მოგვშორდით, თავს ნუ დაგვახოცინებთო. ქართველი ჯარისკაცები ხეობებში ხეებს ეფარებოდნენ, მათ თავზე ხომ რუსული თვითმფინავები დაფრინავდა? შეუძლებელია, თვითმფრინავიდან ჯარისკაცები არ დაენახათ, მაგრამ ერთი ბომბიც არ ჩამოუგდიათ. რუსეთი აგვისტოში აგრესორი არ იყო, რუსები საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ და ამით ჩვენც დაგვიცვეს.

ამერიკა ისეთი ძლიერი ვეღარ არის, ნელ-ნელა დაშლისკენ მიდის ევროკავშირიც. საბერძნეთი, პორტუგალია, ესპანეთი მემარცხენე ძალებით გაივსო. ბევრი ქვეყანა დახმარებას რუსეთს სთხოვს.

_ რუსეთში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, ქართველი პოლიტიკოსების ერთ ნაწილს რუსეთის ეკონომიკის ასეთი დაცემა ახარებს

_ ქართველი ხალხის უდიდეს ნაწილს, არა მგონია, რუსეთის დასუსტება უხაროდეს, ეს საქართველოს მტრებსა და ამ ქვეყანაში მყოფ დესტრუქციულ ძალებს უხარიათ. ხალხმა იცის, რომ ყველა სიკეთე რუსეთისგან მოდის, ჩვენი ქვეყნის შემოსავლების ყველაზე დიდი პროცენტი რუსეთიდან შემოდის, სწორედ იქ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ფულზე დგას ქვეყნის ეკონომიკა.

ლარის ასეთი გაუფასურება რამ გამოიწვია? იმან, რომ რუსეთის ეკონომიკაა ცუდ მდგომარეობაში, ვინც ამას არ აღიარებს და რუსეთის დაცემა უხარია, ის ქვეყნის მტერია.

ჩვენი ქვეყნის მოსახეობის უდიდეს ნაწილს რუსეთზე გული შესტკივა. ერთმა გორელმა კაცმა მითხრა, რუსეთის მხარდამჭერი მაშინაც ვიყავი, როცა ომი მიმდინარეობდა, რადგან წამითაც არ მიგვრძვნია, რომ აგრესიული იყო. მაშინ სწორედ მათი იმედი გვქონდა და ახლაც მათი იმედი გვაქვსო.

ქართული საინფორმაციო საშუალებები ცრუ და ამერიკისთვის მისაღებ ცნობებს გადმოსცემენ, მაგრამ დაინტერესებული ადამიანისთვის სწორი ინფორმაცია ხელმისაწვდომია.

ტერორისტული ორგანიზაციები, ძირითადად, ამერიკის შექმნილია, ამ ბინძურ საქმეში, პირდაპირ თუ ირიბად, საქართველოცაა ჩართული თუ ჩათრეული. რამდენიმე ასეული ქართველიისლამურ სახელმწიფოშიიბრძვის, რაც იმის დამადასტურებელია, რაც ზემოთ მოგახსენეთ. ჩვენ ამერიკის ბინძურ საქმეებში ვართ ჩართულნი.

საქართველოს ხელისუფლება ხშირად გვახსენებს, რომ ჩვენი ქვეყანა ტერორისტებისგან დაცულია. დიახ, ჩვენ დაცულები ვართ, რადგან ჩვენს მოქალაქეებს ბინძურ საქმეში წვლილის შესატანად ვგზავნით. აქედან გამომდინარე, ისინი არ შემოგვიტევენ.

რუსეთი ცდილობს, მსოფლიოში ტერორიზმს ბოლო მოუღოს და ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს. ამერიკა ცდილობს, სხვისი ხელით, ამ შემთხვევაში საქართველოს დახმარებით, ახალი საომარი პოლიგონი გახსნას. ჩვენი ქვეყანა საბრძოლო მანევრებში ჩაერთვება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო აღარ იარსებებს, ქართველები აღარ ვიქნებით, საქართველო თურქეთის ტერიტორია გახდება. ამ შემთხვევაშიც მხოლოდ რუსეთის იმედი უნდა გვქონდეს, მხოლოდ მას შეუძლია დაგვიცვას. დროულად მოვეგოთ გონს და თავი რუსეთს მივანდოთ, ვიდრე პოლიგონად გადაუქცევიათ ჩვენი ქვეყანა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/MAKARIZE-TEIMURAZ-(5).jpg

აზერბაიჯანი გამალებულ ეკონომიკურ ექსპანსიას ეწევა საქართველოში

თეიმურაზ მაკარიძე, პოლიტსაბჭოს წევრი სახალხო პატრიოტული კავშირისარუსეთი ჩვენი მეზობელია”:

_ ქვეყანას, პირველ რიგში, ეროვნული, პატრიოტი ადამიანები სჭირდება. ჩვენი მიზანიც ის არის, რომ ასეთი ადამიანები გამოჩნდნენ. როდესაც პატრიოტი ხარ, არ დასვამ შეკითხვას _ რატომ რუსეთი? მაშინ ვკითხავ პოლიტიკური სპექტრის დიდ ნაწილს: რატომ თურქეთი? რატომ სომხეთი? რატომ აზერბაიჯანი?

რატომ არავინ საუბრობს იმ აგრესიაზე, რომელსაც ჩვენი მეზობელი სომხეთი საქართველოს წინააღმდეგ ატარებს?

რატომ სურს ჩვენს მთავრობას, დამოკიდებული გაგვხადოს ისეთ ქვეყანაზე, როგორიც აზერბაიჯანია, თუ არის საშუალება, რომ ენერგომატარებლები სხვა ქვეყნიდანაც შემოვიდეს? აზერბაიჯანი ხომ ეკონომიკურ ექსპანსიას ეწევა საქართველოში?

ქართველი ყველაზე უკეთესად რუსეთში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ იმ ქვეყანაში ჩასვლა ძალიან ჭირს და დიპლომატიური ურთიერთობებიც არ გვაქვს, ქართველების უდიდესი ნაწილი რუსეთში ჩაღწევას მაინც ცდილობს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც რუსეთიდან გამოგზავნილი ფულით არსებობს. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ვგულისხმობ ლარის კურსის დაცემას, სწორედ რუსეთში არსებული კრიზისის ბრალია.

მჯერა, ჩვენი იდეის გარშემო ბევრი გაერთიანდება, საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც სამშობლო ძვირად უღირთ და გონიერებაც შერჩათ.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here