Home რუბრიკები ისტორია სტალინი და ნიკო მარი

სტალინი და ნიკო მარი

3711

“ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ ქართული კულტურა და ცივილიზაცია ძველ აღმოსავლურ კლასიკურ ცივილიზაციას ებჯინება _ რა წყაროა იგი, საიდანაც ასეთ მცირე ერს ამდენი სულიერი შეუპოვრობა და დაულევნელი შემოქმედებითი სიმხნევე მიუღია? საიდან მოსჩქეფს მისი ეს თავისებურება?.. ქართველი ერის ენა მუსაიფში ან ლექსიკონში არ განიხილება.

სიონი _ თბილისში, ბაგრატის ტაძარი _ ქუთაისში, 864 წლის მრავალთავი _ სინას მთაზეყანების მორწყვის სიტემა _ იმერხევის, ტაოკლარჯეთის მთებზე, ხეხილის თუ პურის სხვადასხვა სახის, ასობით ყურძნის ნერგის აღმოჩენა და განვითარება, ვთქვათ, მიქელ მოდრეკილის საგალობელი კრებული, შავთელის ხოტბაშესხმა, ქართული სიმღერა, ქართული მიხვრამოხვრა _ ყველა ქართული ენა გახლავთქართული ენის შეუსწავლელად და მის აღმოჩენილ საშუალებათა გაუცნობლად კაცობრიობის ვერც ერთი კულტურულ სიძველეთა საკითხი ვერ გადაიჭრება, ვერც ერთი უნივერსიტეტი კუთვნილ დარგში უქართულსაგნოდ წარმოსადგენი ვერ იქნება” (როინ მეტრეველი, “მსოფლიო მეცნიერი ქართული სახლიდან”, გვ. 28).

აი, ეს სიტყვები წავიკითხე აკადემიკოს როინ მეტრეველის ახლახან გამოცემულ წიგნში “მსოფლიო მეცნიერი ქართული სახლიდან”, რომელმაც ისე გამიტაცა, რომ, ბატონ როინ მეტრეველის ამ ღრმაშინაარსიან და საინტერესო ნაშრომის გარდა, კიდევ სხვა ლიტერატურაც მოვიძიე ბატონ ნიკო მარზე და მისი შრომისა და ბრძოლის ბატალიების გაცნობამ მაფიქრებინა:

თუ სტალინი ღმერთმა იმიტომ გააჩინა, რომ ქვეყნად ქრისტეს ათი მცნება დაემკვიდრებინა, ნიკო მარი, ალბათ, იმიტომ გააჩინა, რომ მეცნიერებას მამა ჰყოლოდა.

მენშევიკების მიერ გაპარტახებულ და მიტოვებულ საქართველოში დიდხანს გრძელდებოდა ქაოსი და განუკითხაობა, რომელსაც თვალნათელს ხდის თუნდაც პროფესორ ვახტანგ გურულის მიერ ახლახან გამოქვეყნებული დოკუმენტური მასალები: “დოკუმენტი #3. კონსტანტინე ანდრონიკაშვილის მიერ 1925 წლის 24 ივლისის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება” (საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. ტომი 5, გვ. 93).

სწორედ ამ პერიოდს (და უფრო გვიანდელსაც) ეხება აკადემიკოს როინ მეტრეველის მონათხრობი, რომელიც მან თავის წინაპრისგან (როგორც წიგნიდან ჩანს) სამახსოვროდ დაიტოვა, როგორც განძი, და მანაც თავის

ნაშრომში ასევე ჩამოაყალიბა მკითხველისთვის, რათა არ დაიკარგოს დიდი პატრიოტისა და მეცნიერის _ შალვა ამირანაშვილის გულის ნადები. აი, როგორ აღწერს როინ მეტრეველი აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის მიერ მოთხრობილ ამბავს:

“1930-იან წლებში საკავშირო მთავრობის (შესაბამისად _ კულტურის სამინისტროს) “წყალობით” გაყიდულა უბრწყინვალესი ხელოვნების ნიმუში _ ხახულის ხატი (ტრიპტიქი). ქომაგი და ამ დანაშაულის ხელის შემშლელი არავინ გამოჩენილა. ივანე ჯავახიშვილი ამ დროს უნივერსიტეტიდან შერისხული, პრაქტიკულად, განკვეთილი იყო… ამ დროს პეტერბურგიდან თბილისში ნიკო მარი ჩამოსულა, როცა ეს ამბავი შეუტყვია და წინააღმდეგობის გამწევიც ვერავინ უნახავს, გადაუწყვეტია, თვითონ ემოქმედა. სასწრაფოდ დეპეშა გაუგზავნია იოსებ სტალინისთვის და უცნობებია მდგომარეობის შესახებ, თანაც, ხახულის უნიკალური ხატის გადარჩენა _ მყიდველისაგან დახსნა უთხოვია. ეს საკითხი სტალინს ერთ კვირაში მოუგვარებია და ქართველთათვისაც უცნობებია ამის შესახებ”.

აკადემიკოსი როინ მეტრეველი თავისი წიგნის შესავალშივე შოკს ჰგვრის მკითხველს _ 1927 წელს საბჭოთა კავშირში ყველაზე პოპულარულ ჟურნალოგონიოკსთურმე პირველი გვერდები დაუთმია წერილისათვისმსოფლიო მეცნიერიქართული სახლიდან”. სათაურის ქვეშ მინაწერი ყოფილაСоветская страна должна знать своих ученых!”. ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო, რომ, როგორც წერილის ძირითადი დებულებები, ისე სათაურის ქვეშ მინაწერიც სტალინს ეკუთვნოდა, ხოლო წერილი ენათმეცნიერ ნიკო მარზე იყო.

ნიკო მარის დაბადების 120 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო წერილში აკადემიკოსი გიორგი ჯიბლაძე აღნიშნავდა:

“ნიკო მარი კოლოსია. მისი დიდი მემკვიდრეობა მოგვაგონებს გენიოსი არქიტექტორის, ვთქვათ, ბრამანტეს ან მიქელანჯელოს მიერ აგებულ სრა-სასახლეს, რომელსაც ათასი ფანჯრიდან და ორასი კარიდან ხუთი-ექვსი სარკმელი არ უვარგა, ხოლო ამდენივე კარი საიმედოდ არ იკეტება, მაგრამ ამის გამო შეიძლება, ვინმემ ამ გრანდიოზულ სასახლეს ზურგი შეაქციოს და ქირდვა დაუწყოს? მარმა ისეთ გზები უჩვენა მეცნიერების მრავალ დარგს, ისეთი კლასიკური შრომებით გაამდიდრა არა მხოლოდ სამამულო, არამედ კაცობრიობის კულტურა, ისეთი მასშტაბური ნაბიჯები გადადგა, რომ ამგვარი რაინდული შემართება არც მარტოდენ ტალანტს, არც მარტოდენ ეპიკურ შრომას შეუძლია. მარი _ ეს არის დიდი ტალანტისა და დიდი ენერგიის დაუზოგავად ხარჯვა, როცა პიროვნება გენიოსია და გენიოსი ფენომენად არის ქცეული, რომლის მსგავსი მსოფლიო მეცნიერებას რამდენიმე თუ ეყოლება, ხოლო ჩვენს სამშობლოს უფრო დიდი ლინგვისტი, ენათმეცნიერი დღემდე არ მოვლენია. ასეთი კაცი ღირსეულად რომ არ დავაფასოთ, სათანადოდ არ შევაფასოთ, დიდი ცოდვა, მიუტევებელი დანაშაული იქნება. ვიყოთ გულახდილნი: არ მეგულება არც ერთი კაცი, რომელსაც მოესწროს მარის ყველა ნაშრომის წაკითხვა, მით უფრო _ შესწავლა. კრიტიკით კი ბევრი გამოვიდა ისე, რომ ზოგიერთმა მხოლოდ აქა-იქ ჩაიხედა, ბოლომდე არც ერთი მისი წიგნი სერიოზულად არ წაუკითხავს. საჭიროდ მიმაჩნია, ისიც დავადასტურო, რომ მარის სამწუხარო შეცდომების აღნიშვნა ათგვერდიან ბროშურას თუ შეადგენს, აღმოჩენები და მიღწევები მრავალ ტომს მოიცავს. ამასთანავე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როგორც გაკვრით უკვე აღვნიშნეთ, რომ დიდი მეცნიერი, ახალი ფაქტების მოპოვებისთანავე, თვითონვე უარყოფდა ხოლმე ცდუნებებსა და პარადოქსებს, იქცეოდა ისე, როგორც უშიშარი რაინდი, რომელსაც უკან დახევა გამარჯვების პირობად მიაჩნია. ბოლოს და ბოლოს, იმ ათგვერდიანი უსიამოვნო ბროშურის გამო, ახლახან რომ ვახსენეთ, ნუთუ გონივრული, მართებული იქნება, უარი ვუთხრათ გენიის ნათელით დამშვენებულ ათეულ ტომს, საკაცობრიო კულტურის საუნჯეს რომ განეკუთვნება? არა, ეს რაღაც მოუთმენელი, გაუმართლებელია.

თუ ვინმეზე ითქმის _ მკითხველი ფეხდაფეხ ვერ მიჰყვებაო, ჩვენს დროში ესვინმემხოლოდ და მხოლოდ ნიკო მარი იყო. და ასეთ ადამიანს ძეგლი არ აუგო, ბიუსტიც კი არ დაუდგა, მართლაც, ცოდვის კითხვაა (“აკადემიკოსი ნიკო მარი _ 120”, გვ. 11-12).

ბატონი გიორგი ჯიბლაძის მიერ ნიკო მარის შემოქმედების შეფასება იგივეა, რაც “ვეფხისტყაოსნის” ნიკო მარისეული შეფასება, რომელსაც ძირითად მოტივად გასდევს არა პოემის ფაბულა, არამედ მასში განვრცობილი სიყვარულისა და მეგობრობის ქართული განცდა. აკადემიკოს გიორგი ჯიბლაძეს ნიკო მარის მიმართ გამჟღავნებული აქვს ის სიყვარული და ძმადნაფიცობა, რომელსაც ნიკო მარი აგრერიგად შესტრფოდა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანში”. აკადემიკოსების _ გიორგი ჯიბლაძისა და ნიკო მარის _ შემოქმედებაში ვლინდება ის, რაც ასე ძლიერ აკლდა და დღესაც აკლია ქართველ კაცს _ მადლიერება. ამ შემთხვევაში მადლისა და მადლიერების ღვთაებრივ არსებებად გვევლინებიან დიდი ნიკო და დიდი გიორგი. რაც შეეხება ათგვერდიან უსიამოვნო ბროშურას, რომლის ავტორსაც აკადემიკოსი გიორგი ჯიბლაძე აქაც მხოლოდ და მხოლოდ თავისი რაინდული ხასიათიდან გამომდინარე არ ასახელებს, სტალინია…

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიზე ნიკო მარის 120 წლისთავთან დაკავშირებით წერს:

“ბოლო წლების თეორიულ ენათმეცნიერებაში სულ უფრო აშკარად დგება საკითხი ენობრივი სტრუქტურის მსგავსებისა გენეტიკურ კოდთან. ამგვარად, უსაზღვრო მრავალსახეობა ყოველივე ცოცხალისა დედამიწაზე დაიყვანება, საბოლოო ანგარიშით, უგრძეს გენეტიკურ შეტყობინებებზე, “წინადადებებსა” და “ფრაზებზე”, რომლებიც შედგენილია გენეტიკური კოდის 4 საწყისი ელემენტის გარკვეული წესით კომბინირების საშუალებით, რომლებიც გასაოცარ სტრუქტურულ მსგავსებას ავლენენ ლინგვისტური, ენობრივი კოდის წესებთან. სწორედ ამ ფენომენს უკავშირდება, ალბათ, ნიკო მარის გლოტოგონიური პროცესის თეორია, მეცნიერისა, რომელიც გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი ინტუიციით, რომელიც მას ხშირად ისეთ მეცნიერულ გადაწყვეტილებებს კარნახობდა, რომლებიც არ იყო გამართლებული თავის დროზე რაციონალური მსჯელობის საფუძველზე.

ექსპლიციტური და გაცნობიერებული ცოდნა გენეტური საინფორმაციო სისტემის შესახებ ნიკო მარს, რასაკვირველია, არ შეიძლება ჰქონოდა, ისევე, როგორც არ ჰქონდათ ასეთი ცოდნა იმ ძველ ჩინელ ფილოსოფოსებს, რომლებმაც დაახლოებით სამი ათასი წლის წინათ შეადგინეს წიგნი “იჩინ” _ წიგნი ტრანსფორმაციათა, გარდაქმნათა შესახებ” (“აკადემიკოსი ნიკო მარი _ 120”, გვ. 63-66-70).

მიკვირს, როგორ განსაზღვრა მეცნიერმა ნიკო მარის შემოქმედება ასე ფანტასტიკურად, ასე მხატვრულად, ასე მრავალმხრივად, როგორც მკითხველს თავის წიგნში წარმოუდგენს მერაბ ბაბუხადია:

ბიოლოგიისა და ბიოქიმიის, მათემატიკისა და მათემატიკური ლოგიკის, თეორიული ფიზიკისა და გამოყენებითი ფიზიკის (კიბერნეტიკის) მონაცემები გასაოცარ თანხვედრას გვიჩვენებენ ნიკო მარის თეორიასთან ციფრობრივ პარამეტრებში, რომელიც მხოლოდ უბრალო შემთხვევითობის ბრალი არ უნდა იყოს” (მერაბ ბაბუხადია, “ნიკო მარის ლინგვისტური მოძღვრება და ენათა ტიპოლოგია”, გვ. 124). ნიკო მარის კოსმოსური ნიჭიერების მიუღებლობაზე მიანიშნებს აკადემიკოს აბაევის მიერ გამოთქმული აზრი მეცნიერის შესახებ, რომელიც მსოფლიოს ყველა ენაში ქართულ ფესვებს დაეძებდა:

“მარის ამგვარი მისწრაფება განპირობებული იყო მისი “ფეთქებადი ბუნებით”, რომელიც იწვევდა აზრების ავადმყოფურ ცვლილებას და რომლებიც ფაქტების საფუძველზე კი არ მოსდიოდა თავში, არამედ იდეების თვითდინების წყალობით. ეს შინაგანად იპყრობდა მას და შეეძლო, მეცნიერულ კატასტროფამდე მიეყვანა” (“ენათმეცნიერების საკითხები”, 1960წ., გვ. 93).

ამ შეფასების წაკითხვის შემდეგ ნიკო მარი იქვე მიაწერს: “ჩემის ცუდად ესმით, რამეთუ იაფეტური თეორიის მიერ გამოვლენილი ფაქტები და დებულებები არავისთვის გასაგები არ არის და არც საჭირო (აქ ნიკო მარი სწყდება საზოგადოებას, მიწიერ აზროვნებას და კოსმოსისკენ მიემართება _ გრ. ონიანი). და აი, ჩვენ ვდებთ იარაღს”. თუმცა ამის შემდეგ ნიკო მარმა მეცნიერების ვრცელი, გაუტეხელი ხოდაბუნები მოხნა და უამრავი მარგალიტი ამოყარა. სწორედ აბაევის შეფასების პასუხად მიმაჩნია შოთა ძიძიგურის ბრწყინვალე ფრაზა:

“განცვიფრებას იწვევს მისი ეტიმოლოგიური ძიებები, მამხილებელი მეცნიერის ინტუიციური მიგნებები და უტყუარი ლინგვისტური ალღო (ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარისეული ეტიმოლოგების ზღვა მასალაში სადავო არაფერი იყოს! ჩვენ ის კი არ უნდა გვიკვირდეს, რომ ზოგი მისეული ეტიმოლოგია მიუღებელია, არამედ აღტაცებას უნდა იწვევდეს გენიალური წვდომით აღბეჭდილი მიხვედრები და გონებამახვილური დაკავშირებანი, უხვად გამოვლენილი მარის მრავალრიცხოვან შრომებში” (“აკადემიკოსი ნიკო მარი _ 120 წელი”, გვ.38).

“ქართულ ენაში ცხადდება კაცობრიობის კულტურის წინსვლის ყოველი ნაბიჯი. ქართული ენა გაჟღენთილია უძველესი ეპოქით, რელიქტური კავშირებით, ელემენტებით, გადმონაცხოვრით. განა ამისი აშკარა მაგალითი არ არის, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისამდე სვანეთში შემონახული იყო ხეთური წარმოშობის ზნე-ჩვეულება, ნაყოფიერება _ შვილიერების ღვთაების _ ტელეფინუშის გულის მოსაგებად. ამ ჩვეულებამ, რომელიც ხეთურ წყაროებში ქრისტეს დაბადებამდე მე-14 საუკუნეში მოიხსენიება, თვით ხეთების სახელმწიფოსა და ხალხის პირისაგან მიწისა აღგვის შემდეგ სვანეთში რამდენიმე საუკუნე გაძლო… ყოველ შემთვევაში სვანეთში მე-20 საუკუნის დასაწყისამდე იყო შემონახული ხეთური რიტუალიც და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ხეთური სიტყვებიც _ “მელიაი”, “ტულეფიაი” (გ. ნადარეიშვილი, “ნიკო მარი და ქართული სამართლის ისტორიის საკითხები”, გვ. 36).

ვიდრე სხვა თემაზე გადავიდოდეთ, მინდა, მკითხველს გავაცნო ალექსანდრე გვახარიას მიერ მოწოდებული მასალა ვ. ვასილიევის შრომიდან “აღმოსავლეთის კულტურა”, რომელიც 1982 წელს არის გამოცემული (გვ. 32):

“1884 წლის აგვისტოს დამლევს პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე ჩაირიცხა “კავკასიელი სტიპენდიანტი” ნიკო მარი. ოცი წლის ჭაბუკმა ყველა გააოგნა, როდესაც ოთხი განხრა აირჩია ერთდროულად: არაბულ-სპარსულ-თურქულ-თათრული, არაბულ-ებრაულ-სირიული, სომხურ-ქართული და სანსკრიტულ-სპარსულ-სომხური”.

აკადემიკოს ნიკო მარის სახელმა და ავტორიტეტმა მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ქვეყანაში ფართოდ დამკვიდრდა მცნება “მარიზმი” და “მარისტები”, ისევე, როგორც “მარქსიზმი” და “მარქსისტები”, მაგრამ, თუ “მარქსიზმი” და “მარქსისტები” რკინის სალტეში იყვნენ მოქცეულნი და ჯავშანი იცავდათ, კოსმოსური აზროვნების ნიკო მარი მარტოდმარტო იბრძოდა თავის მოწაფეებთან ერთად წიგნიერ თუ უწიგნურ მოწინააღმდეგეთა უზარმაზარ არმიასთან.

როდესაც ლეგენდარულმა ფიზიკოსმა და მეცნიერმა იგორ კურჩატოვმა რაკეტა შექმნა, ეს სასწაულმოქმედი იარაღი თვითონვე დაიწუნა, რადგან რაკეტის შექმნის პროცესში სხვა უფრო დახვეწილი მეცნიერული აზრი გაუჩნდა, რომელსაც მეცნიერის ლიკვიდაცია უნდა მოჰყოლოდა უამრავი ხარჯების გაღების გამო, მაგრამ, როგორც იტყვიან, ნაბან წყალს ბავშვიც არ გადააყოლეს და მეცნიერს გაწეული შრომა და დახარჯული უზარმაზარი თანხა, შეცდომად კი არა, მეცნიერულ მიღწევად ჩაუთვალეს და მას შემდეგ რაკეტამ სამჯერ განიცადა რადიკალური ცვლილება და შეიქმნა ის, რის გამოც დღესაც კანკალებს მსოფლიო.

ნიკო მარი _ ეს იყო სულით ხორცამდე ქართველი პატრიოტი, რომელიც აქტიურ როლს ასრულებდა ეროვნულ მოძრაობაში. როდესაც კავკასიელი ასპირანტი და ქართველი პატრიოტი იმხანად მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან პეტერბურგის უნივერსიტეტს აცვიფრებდა, მას ქართული ენათმეცნიერების ფუძემდებლად წოდებულმა ალექსანდრე ცაგარელმა, თავისი ხუშტურების გამო, უარი განუცხადა კათედრაზე დატოვებაზე. ეს მხედველობიდან არ გამორჩა აკადემიკოს პაკანოვს და ნიკო მარს შესთავაზა პროფესორად სომხური ენის კათედრაზე დარჩენა. ნიკო მარი იძულებული შეიქნა, დათანხმებოდა პაკანოვის წინადადებას და დარჩა კიდეც სომხური ენის კათედრაზე, მაგრამ ამას ნიკო მარისთვის ხელი არ შეუშლია, საქართველოსა და ქართული ლიტერატურის სიყვარულით ეცხოვრა.

სრულიად ახალგაზრდა ნიკო მარს სომხეთის უძველესი სატახტო ქალაქის _ ანისის გათხრების ჩატარება მიანდეს. ანისის არქეოლოგიური გათხრებით ნიკო მარმა არქეოლოგის სამარადჟამო სახელი დაიმკვიდრა. საქართველოს სამეცნიერო დროშა, რომელიც ნიკო მარს ხელთ ეპყრა თითქმის 50 წლის განმავლობაში და სინამდვილიდან ოცნებაში და ოცნებიდან სინამდვილეში გადადიოდგადმოდიოდა, ძირს დაგდებული და ლაფში ამოსვრილი არავის უნახავს. ნიკო მარი დღესაც არის ქართული მეცნიერების კოლოსი

გრიგოლ ონიანი

 გაგრძელება იქნება

2 COMMENTS

  1. კარგი სტატიაა. მაქვს შენიშვნაც: აღწერილი ამბავი არ შეიძლება ეხებოდეს იგორ კურჩატოვს, ალბათ, კოროლიოვზეა საუბარი.

  2. ბატონო ზურაბ, მადლობა რომ ყურადღებით წაგიკითხავთ ჩემი სტატია. შენიშვნა სამართლიანია, მაგრამ თუ დამიჯერებთ იგი მექანიკური შეცდომაა. გრიშა ონიანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here