Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ და როგორ ინაწილებს მოუკლავი ტურის ტყავს

ვინ და როგორ ინაწილებს მოუკლავი ტურის ტყავს

890

როგორც ცნობილია, 2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა F-16-მა სირიაში ჩამოაგდო რუსული ბომბდამშენიСУ-24”. ამ ამბის გაგებისთანავე, თითქოს ვიღაცამ ელვისებურად ჩამძახა: “ეს თურქეთის, როგორც სახელმწიფოს, დასასრულის დასაწყისია…”. ჩემდა უნებურად, იმავე ძალამ მიკარნახა, რომელვისებური ჩაძახილიგამეზიარებინა სოციალურ ქსელში, კონკრეტულად, “ფეისბუქში”: “… რადგან დღეს ერდოღანმა დაუშვა საბედისწერო შეცდომა, რომელიც ხელს შეუწყობს თურქეთის გაქრობას”…

უნდა გამოგიტყდეთ, მე ერდოღანი, როგორც აშშ-ის ნების აღმსრულებელი, გულზე არ მეხატება. ამ პოლიტიკური მოღვაწის ქმედებები, სინამდვილეში, მიმართულია თავისი სამშობლოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც თვალნათლივ დაადასტურა რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებამაც. ეს ხომ თურქეთის სახელმწიფოს ინტერესებისთვის აშკარად საზიანო იყო?! რით? თუნდაც იმით, რომ რუსული ბაზარი თურქული საქონლის უდიდესი გამსაღებელი იყო; აღარაფერს ვამბობ იმ 2 თუ 3 მილიონ რუს ტურისტზე, მთელი წლის განმავლობაში რომ ავსებდნენ თურქული კურორტების სასტუმროებს. მოკლედ, ერდოღანმა აშშ-ის ინტერესებს თურქეთის კეთილდღეობა შესწირა. სხვათა შორის, ასეთი უპასუხისმგებლო ნაბიჯისთვის რეჯეფ ერდოღანს “თურქი სააკაშვილი” ვუწოდე.

 24 ნოემბრის ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, ინტერნეტი “გაიჭედა” წერილებით “თურქეთის აღსასრულზე”. თავი განსაკუთრებითგამოიჩინაზოგიერთმა სომეხმა. მათ გამოაქვეყნეს რუკა, რომელზეც ახლანდელი თურქეთის ტერიტორია გაყოფილია ორ ნაწილად: თურქეთის დასავლეთი ერგო ბერძნებს, ხოლო აღმოსავლეთი _ სომხებს. იმას ვინღა ჩივის, რომსომხურ ნაწილშიაღმოჩნდა ტაოკლარჯეთი! ესეც არ იკმარეს და დღევანდელ საქართველოსწაჰგლიჯესჯავახეთი და აჭარაცმაგრამქართველთა ჯავრიქურთებმა იყარეს. მათი ვერსიით, აღმოსავლეთ თურქეთი (ტაოკლარჯეთის ჩათვლით) ეკუთვნის ქურთისტანსარც ბერძნები დარჩნენ თურქეთის ტერიტორიისადმი გულგრილნი _ მთელი თურქეთი (ტაოკლარჯეთის ჩათვლით) “შეიერთეს”, მართალია, მხოლოდ რუკაზეაღსანიშნავია, რომ ამ ერების წარმომადგენლების ყურადღების მიღმა დარჩამათიტერიტორიების განმათავისუფლებლის _ რუსეთის ინტერესები, ამიტომ გულისწყრომით მივწერე ვაიკარტოგრაფებს: რუსეთს რას უტოვებთმეთქი, მადლიერნო?

სანამ ბერძნები, სომხები და ქურთები თეორიულად ინაწილებდნენ მოუკლავი ტურის (დიახ, ტურის, რადგანაც ბოლო პერიოდში თურქეთის პოლიტიკა ვერაგი ტურის საქციელს უფრო ჰგავს, ვიდრე თავმოყვარე სახელმწიფოსი) ტყავს, ინტერნეტსივრცეში ვეძებდი წინასწარმეტყველებებს სტამბოლის დაცემასა და კონსტანტინოპოლის აღდგენაზე. და, აი, რა მოვიძიე: კონსტანტინოპოლის შემორჩენილი კედლების სამხრეთ ნაწილშია .. ოქროს კარიბჭე. ამ კარიბჭით შედიოდნენ ქალაქში ბიზანტიის ძლევამოსილი იმპერატორები და შეჰქონდათ დამარცხებული ქვეყნებიდან ნაძარცვი ქონება. ლეგენდის მიხედვით, სწორედ ამ კარიბჭეზე მიაჭედა თავისი ფარი რუსმა თავადმა _ ოლეგმა. ასევე, ერთერთი ვერსიის თანახმად, “ოქროს კარიბჭესთანდალია სული ბიზანტიის უკანასკნელმა იმპერატორმა _ კონსტანტინე XII პალეოლოგმა.

გადმოცემის თანახმად, კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, სულთან მეჰმედ II ამ კარიბჭეზე იხილა წარწერა: “როდესაც მოვა ქერათმიანი მეფე, კარიბჭე თვითონ გაიღება”. სულთანი დაფიქრდა, შემდეგ ბრძანა, კარიბჭე აგურით ამოექოლათ. ასე ამოქოლილი დგასოქროს კარიბჭედღესაც და ინახავს საუკუნოვან საიდუმლოს მართლმადიდებელი განმათავისუფლებლების მოლოდინში.

წიგნებში ათონელ ბერ პაისზე წერია: საბერძნეთში ცნობილია ძველზე ძველი წინასწარმეტყველება, რომელიც დაწერილია წმინდა მოციქულთასწორის _ მეფე კონსტანტინე დიდის აკლდამაზე კონსტანტინოპოლში, რომ ბერძენი მეფეები ოდესღაც დაამარცხებენიზმაილის სამეფოს”, ანუ თურქებს, შემდეგრუსი ხალხი გაერთიანდება სხვა ერებთან და მეორედ დაამარცხებს თურქებს და გაათავისუფლებს კონსტანტინოპოლს”.

კიდევ ერთი ბერძნული გადმოცემის მიხედვით, ქალაქი, კონსტანტინეს მიერ დაარსებული და კონსტანტინეს დროს დაცემული, დაუბრუნდება მართლმადიდებლებს კონსტანტინეექვსთითასდროს. ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს პალეოლოგების დინასტიის შთამომავალი _ უფლისწული კონსტანტინე. და, მას ერთ ფეხზე ექვსი თითი აქვს. კონსტანტინე 65 წლისაა, და, თუ წინასწარმეტყველება ეხება მას, მაშინ, არც ისე დიდი ხნის ლოდინი მოუწევთ ბერძნებს.

იხსენებენ, აგრეთვე, ორი საუკუნის წინათ მცხოვრები ბერი აბელის სიტყვებსაც: ახდება რუსეთის იმედი, სოფიის ტაძარზე, ცარგრადში (კონსტანტინოპოლი), აღიმართება მართლმადიდებლური ჯვარი, ფიმიამის კვამლით და ლოცვებით აღივსება წმინდა რუსეთი და აყვავდება, ვითარცა ზეციური შროშანი”.

ქრისტიანთა ნატვრა გასაგებია, მაგრამ თურქებმა თუ იციან, რას უმზადებთ მათ მომავალი?

წარმოიდგინეთ, იციან. მათთანაც არსებობს მრავალი წინასწარმეტყველება თურქეთის დაცემაზე და ამ წინასწარმეტყველებათა შორის ყველაზე გავრცელებულია ის, რაც უთხრა არაბმა ასტრონომმა _ მუსტა-ედდინმა სულთან ამურატს (მურად III) _ ჩვენთან ტელესერიალით ცნობილ სულეიმანის შვილიშვილს. სულთანმა ჰკითხა ასტრონომს: მშვიდობიანი თუ იქნება ჩემი მეფობა? დიდხანს იარსებებს ოსმალთა იმპერია და ვის მიერ იქნება ის დანგრეული?”. ამ კითხვებზე მუსტაედდინმა უპასუხა: “მბრძანებელო! შენ მშვიდად იცხოვრებ მანამ, სანამ თვითონ ისურვებ. დაამარცხებ ყველა მტერს; არც ერთი ხალხი არ იქნება საშიში შენთვის და შენი სამეფოსთვის. ვერავინ დაგამარცხებს მანამდე, სანამ გექნება მშვიდობიანი ურთიერთობა იმ ხალხთან, რომელიც ცხოვრობს ჩრდილოეთში. ეს ხალხი ძლიერია და სახელოვანი და მისი სახელი იქუხებს მთელს დუნიაზე, და ყველა მათ დაემორჩილება. ამ დიდი ხალხის ხელით დაეცემა შენი დიდი სახელმწიფო. ასეთია უზენაესის ნება!”

რასაკვირველია, სულთანს ეს წინასწარმეტყველება არ მოეწონა და მრჩევლებთან ამ თათბირის შემდეგ, გადაწყვიტა, “თავხედი” ასტრონომი სიკვდილით დაესაჯა, რათა ეს წინასწარმეტყველება იმპერიის მოსახლეობაში არ გავრცელებულიყო. სულთანმა გაგზავნა კაპიჯი-ფაშა ასტრონომის შესაპყრობად და ზღვაში გადასაგდებად. მუსტა-ედდინი თავისი სახლის შესასვლელთან უშიშრად შეხვდა მკვლელებს და უთხრა: მშვიდობა თქვენ! ღმერთის სამსჯავრო არავის ასცდება. მე ვიცი, რომ დღესვე ვიქნები ზღვის თევზების ნადავლი, ხოლო თქვენ და მთელ თქვენს სამეფოს დაეუფლება ჩრდილოელი ხალხი”.

ყურადსაღებია, რომ თურქებს სჯერათ ამ წინასწარმეტყველებებისა და თავის ყოფნას ევროპაში დროებით თვლიან, რადგან გარდაუვალია იმ დროის დადგომა, როდესაც ქრისტიანები, “ქერათმიანი გამარჯვებულები”, აიღებენ ძალაუფლებას სტამბოლში და გააძევებენ მათ აზიაში. ამიტომ არის, რომ ყველა, მეტ-ნაკლებად შეძლებული თურქი ცდილობს, თავისი ახლობელი დაკრძალოს აზიურ ნაპირას, რათა “მართლმორწმუნეთა” საფლავები თავისი “უწმინდური” ტერფებით არ გათელონ “გიაურებმა”.

ასეა თუ ისე, მხოლოდ ღმერთმა უწყის მომავლის ამბები. ყველაფერი მისი ნებაა!

მანამდე კი ქერათმიანმა რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკურ სანქციებს თურქეთის მიმართ.

გიორგი კორძაძე

1 COMMENT

  1. ტექსტი. თავი განსაკუთრებით “გამოიჩინა” ზოგიერთმა სომეხმა. მათ გამოაქვეყნეს რუკა, რომელზეც ახლანდელი თურქეთის ტერიტორია გაყოფილია ორ ნაწილად: თურქეთის დასავლეთი ერგო ბერძნებს, ხოლო აღმოსავლეთი _ სომხებს. იმას ვინღა ჩივის, რომ “სომხურ ნაწილში” აღმოჩნდა ტაო-კლარჯეთი! ესეც არ იკმარეს და დღევანდელ საქართველოს “წაჰგლიჯეს” ჯავახეთი და აჭარაც… მაგრამ “ქართველთა ჯავრი” ქურთებმა იყარეს. მათი ვერსიით, აღმოსავლეთ თურქეთი (ტაო-კლარჯეთის ჩათვლით) ეკუთვნის ქურთისტანს… არც ბერძნები დარჩნენ თურქეთის ტერიტორიისადმი გულგრილნი _ მთელი თურქეთი (ტაო-კლარჯეთის ჩათვლით) “შეიერთეს”, მართალია, მხოლოდ რუკაზე… აღსანიშნავია, რომ ამ ერების წარმომადგენლების ყურადღების მიღმა დარჩა “მათი” ტერიტორიების განმათავისუფლებლის _ რუსეთის ინტერესები, ამიტომ გულისწყრომით მივწერე ვაიკარტოგრაფებს: რუსეთს რას უტოვებთ-მეთქი, მადლიერნო?………………. სომხებს რატომ აქვს ჩვევად მიითვისონ ყველაფერი სხვისი?

  2. ისევ სომხები,ყველგან სომხები,თან ყველგან ცუდ ასპექტში.ვინმემ იცით რა უნდათ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here