Home რუბრიკები საზოგადოება 2015 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 69 ჟურნალისტი მოკლეს

2015 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 69 ჟურნალისტი მოკლეს

489

2015 წელს მსოფლიოში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 69 ჟურნალისტი მოკლეს. ამ ინფორმაციას ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, მოკლული ჟურნალისტების 2/3 მიზანმიმართულად, მათი საქმიანობის გამო გამოასალმეს სიცოცხლეს. 

დაღუპული ჟურნლაისტების 40% ტერორისტული დაჯგუფებების _ “ალ ქაიდასა” და “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა მოკლეს.

ყველაზე საშიში ქვეყანა ჟურნალისტებისთვის კვლავ სირია რჩება. მეორე ადგილზე ერაყია. ამ სიაში მოხვდნენ იემენი, სამხრეთ სუდანი, ინდოეთი, მექსიკა და ფილიპინები.

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” ცნობით, 2005 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით 787 ჟურნალისტი დაიღუპა, 54 ჟურნალისტი ტყვეობაში რჩება, 153 _ ციხეში იმყოფება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here