Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი კვირიკაშვილი: მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკითხში უკან ნაბიჯი არ იქნება

გიორგი კვირიკაშვილი: მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკითხში უკან ნაბიჯი არ იქნება

516

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხდა, რომ კანონპროექტზე, რომელშიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ახალი პარტიების შემოტანისა და რეგისტრაციის აკრძალვაზეა საუბარი, ათასგვარი პოლიტიკური სპეკულაციები ატყდა.

 “პირველ რიგში, მინდა, გავაკეთო განმარტება, რომ საქართველოში არსებული უკვე შემოტანილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს მათი გადაფორმება რამდეჯერაც საჭირო იქნება, იმდეჯერ შეეძლებათ. არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, არავინ ამ ადამიანების საკუთრებას არ ეხება, ანუ მათ, ვისაც უკვე შეძენილი აქვს ამ ტიპის მანქანა, შეუძლიათ რამდენჯერაც ნებავთ, იმდეჯერ გაასხვისონ, გადააფორმონ და ა.შ. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნება და ვთქვა, რომ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი და ამ საკითხში ნაბიჯი უკან არ იქნება. ეს ემსახურება, უპირველეს ყოვლისა, თბილისის მცხოვრებლების ინტერესებს, რადგან დედაქალაქში საშინელი მდგომარეობაა. გადატვირთულია მოძრაობა და ეს სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა, უარესი და უარესი მდგომარეობა გვექნება”, _ განაცხადა კვირიკაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here