Home რუბრიკები საზოგადოება შეღავათების ჩამონათვალი, რომლებიც მთაში მცხოვრებთათვის 1 იანვრიდან ამოქმედდა

შეღავათების ჩამონათვალი, რომლებიც მთაში მცხოვრებთათვის 1 იანვრიდან ამოქმედდა

537

1 იანვარიდან მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი ამოქმედდა, რომლითაც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის მთელი რიგი სოციალური შეღავათები წესდება. მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი საგადასახადო შეღავათების ნაწილში სრულად ამოქმედდება, რაც იმას გულისხმობს, რომ არალიცენზირებადი საქმიანობის გარდა ყველა ტიპის წარმოება გადასახადებისგან (გარდა დღგ-სა) გათავისუფლებული იქნება.

ახალგაზრდა ოჯახების მხარდაჭერის მიზნით კი 1 იანვრიდან ძალაში შევიდა პირველ და მეორე ბავშვზე ყოველთვიური დახმარების გაცემა, ანუ ამიერიდან ყველა ოჯახი, რომელსაც პირველი ან მეორე შვილი შეეძინება, ყოველთვიურ 100-ლარიან დახმარებას მიიღებს. რაც შეეხება მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებს, ის ძალაში 2016 წლის სექტემბრიდან შედის. კერძოდ, სექტემბრიდან სოფლის ექთნები 180-ლარიან დანამატს მიიღებენ, ხოლო სოფლის ექიმებისთვის გათვალისწინებულია 360-ლარიანი დანამატი. სექტემბრიდან ძალაში შედის სოციალური შეღავათები განათლების სფეროში და მაღალმთიანი რეგიონების პედაგოგები მიიღებენ საბაზისო დაფინანსებაზე 35%-დან 40%-მდე დანამატს. გარდა ამისა, მაღალმთიანი რეგიონების სკოლები ახალი სასწავლო წლიდან გაორმაგებულ ვაუჩერებს მიიღებენ. სოციალური შეღავათები გათვალისწინებულია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, რომლებიც 2016 წლის სექტემბრიდან 216 ლარამდე გაზრდილ პენსიას მიიღებენ. სოციალური შეღავათები ასევე გათვალისწინებულია ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით და გათბობით უზრუნველსაყოფად.

მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა 30 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა და ეს სტატუსი 1582 დასახლებას მიენიჭა.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here