Home რუბრიკები საზოგადოება H1N1 ვირუსის გავრცელების ინტენსივობის ზრდა მომავალი კვირიდანაა მოსალოდნელი

H1N1 ვირუსის გავრცელების ინტენსივობის ზრდა მომავალი კვირიდანაა მოსალოდნელი

527

H1N1 ვირუსის გავრცელების ინტენსივობა მომავალი კვირიდან მოიმატებს, 5-8 კვირის შემდეგ კი _ შემცირდება. 

H1N1 საქართველოში ყველა ასაკობრივ ჯგუფშია გავრცელებული. დაავადებათა ცენტრის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად გრიპის გავრცელების ინტენსივობა ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს და შეადგენს 248 შემთხვევას ყოველ 100 ათას მოსახლეზე. ეპიდემიოლოგიური ზღვარი 100 ათას მოსახლეზე 450-500 შემთხვევაა. ამჟამად ქვეყანაში აცრილია 20 ათასამდე ადამიანი, მათ შორის 12 ათასი მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ეს ვირუსი საფრთხეს უქმნის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, ორსულებსა და ბავშვებს, ამიტომ ისინი უნდა მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და ვირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here