Home რუბრიკები საზოგადოება პარიზში მოკლული ტერორისტი თავს ქართველად ასაღებდა

პარიზში მოკლული ტერორისტი თავს ქართველად ასაღებდა

495

დასავლური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარიზში მოკლული თავდამსხმელი თავს ქართველად ასაღებდა. 

ინციდენტი გასულ კვირაში მოხდა _ დანით შეიარაღებული “ისლამური სახელმწიფოს” წევრი ისლამური ლოზუნგების სკანდირებით პარიზში მდებარე პოლიციის ერთ-ერთ შენობას დაესხა თავს. ის სამართალდამცველებმა ადგილზე მოკლეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი ტუნისელი ტარეკ ბელგასემი საფრანგეთში გამგზავრებამდე გერმანიაში ცხოვრობდა _ თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში. მან გერმანიის ხელისუფლებას თავშესაფრის მიღების თხოვნით რამდენიმეჯერ  სხვადასხვა გვარ-სახელით მიმართა. ერთ-ერთი განაცხადის შეტანისას კი მიუთითა, რომ საქართველოში იყო დაბადებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here