Home რუბრიკები პოლიტიკა “შპიგელმა” ავღანეთში ნატოს ჩაფლავების შესახებ საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა

“შპიგელმა” ავღანეთში ნატოს ჩაფლავების შესახებ საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა

518

გერმანულმა გამოცემა  Der Spiegel-მა ავღანეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩაფლავების შესახებ საიდუმლო მოხსენების დეტალები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ავღანეთში ვითარება მალე გაუარესდება, რადგან მან ჯარების მესამედი დაკარგა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მილიარდები პრობლემას ვერ მოაგვარებს.

სტატისტიკა სამწუხაროა: ქვეითთა 101 ქვედანაყოფიდან მხოლოდ ერთია ეფექტიანი, 38-ს “მნიშვნელოვანი პრობლემები” აქვს, 10 ბატალიონი კი (თითოეულში 600-მდე მებრძოლია) ბრძოლისუუნაროა. აღსანიშნავია ისიც, რომ მკვეთრად მოიმატა დეზერტირთა რაოდენობამაც: ავღანეთის ნაციონალური არმიის მებრძოლთა მესამედი თალიბების მხარეს გადავიდა.

ბოლო თვეებში ავღანეთში ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა: “ბოევიკები” უტევენ დიდ ქალაქებს, ოქტომბრის დასაწყისში მათ ხელში ჩაიგდეს ქალაქი ყუნდუზი, ახლა კი ღაზნის უტევენ. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here