Home რუბრიკები პოლიტიკა ანზორ მაისურაძე: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, თბილისში, ჩემი 102 კოლეგა მუშაობს

ანზორ მაისურაძე: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, თბილისში, ჩემი 102 კოლეგა მუშაობს

784

იყო თუ არა მოულოდნელი ახალი წლის წინ საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომა? _ “საქართველო და მსოფლიოსთხოვნით ამ შეკითხვას უშიშროების გენერალმაიორი ანზორ მაისურაძე უპასუხებს.

_ ჩვენი თაობის ხალხს კარგად მოეხსენება, რომ საკადრო ცვლილებები საქართველოში, მით უფრო, უმაღლესი თანამდებობის პირების, არ ხდებოდა მოსკოვთან შეთანხმების გარეშე.

დღეს ასეთი დონის ყველა საკადრო ცვლილება შეთანხმებულია ვაშინგტონთან. შტატების თანხმობის გარეშე ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან ვერ გადადგებოდა.

_ ისევე, როგორც თავის დროზე ვერ გახდებოდა პრემიერი თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და შესაბამისი სპეცსამსახურებისუზენაესითანხმობის გარეშე.

_ რა თქმა უნდა! დღეს ჩვენთან მხოლოდ მიამიტ ადამიანებს თუ სჯერათ, რომ კადრების გადაადგილების, დაწინაურების ან გათავისუფლების საკითხები პიროვნების დამსახურებისა და ხალხის ნების გათვალისწინებით ხდება.

პრინციპი იგივეა, რაც საბჭოთა ნომენკლატურის პირობებში იყო, აზიმუტია ოღონდ შეცვლილი _ ჩრდილოეთიდან დასავლეთისკენაა გადანაცვლებული, სტრუქტურული პრინციპი არ შეცვლილა.

თქვენს მკითხველებს უნდა ახსოვდეთ, რამდენიმე წლის წინათ ქართულ პრესაში გამოქვეყნებული ფრანგი ტელეჟურნალისტების ფილმის საგაზეთო ვარიანტი, რომელშიც უტყუარი ფაქტებით იყო წარმოჩენილი, როგორ ამოათრიეს აშშის სპეცსამსახურებმა საზოგადოებრივ სარბიელზე ისეთი არარაობანი, როგორებიც იყვნენ გიგა ბოკერია დავარდების რევოლუციისის აქტივისტები, რომლებიც შემდეგ ქვეყნის სათავეში მოექცნენ და ახლა დამსახურებულ სასჯელს მატროსოვის ქუჩაზე იხდიან.

_ როცა აღარ დასჭირდათ, მაკომპრომენტირებელიმოღვაწეობისგამო მოიცილეს.

_ დიახ, ასე იყო. ღარიბაშვილის საკითხი კი განსხვავებულია. დასავლეთის კურსის უცვლელობის მიუხედავად, რომელსაც საქართველოს პრემიერი ერთგულებდა, მან თავისი ისეთი პოზიციაც გამოხატა, რომელიც ცრულიბერალიზმის პრინციპების საწინააღმდეგოდ და ეროვნული იდენტურობის დაცვისკენ იყო მიმართული. ხომ გახსოვთ, თუნდაც ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა”, ან ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესაძლო პერსპექტივის პროგრესულ ნაბიჯად შეფასება. თუმცა, კაცმა რომ თქვას, მთელმა ევროპამ დააწესა ჩვენს ქვეყანასთან ვიზალიბერალიზაცია და, რუსეთიც ასე რომ მოიქცეს, ამაში არაფერია განსაკუთრებული.

ვაშინგტონს საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მუდმივად მყეფარი სააკაშვილისნაირი კაცი აძლევს ხელს. ამ ყეფამ რა შედეგიც გამოიღო, ყველანი მოწმენი ვართ _ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობას უფრო და უფრო დავშორდით.

რუსეთთან ურთიერთობის გართულება ნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ ოცნების დაკარგვას. შეიძლება ვცდები, მაგრამ ვერ ვიჯერებ, რომ შტატები ამ ჩვენი უმთავრესი სატკივარის მოგვარებით იყოს დაინტერესებული: ვაშინგტონს ამ პრობლემის არსებობა უფრო აძლევს ხელს, ვიდრე მისი გადაწყვეტა, რადგან მას სჭირდება ტერიტორიებწართმეული საქართველო, როგორც ჩვენი მუდმივი გამღიზიანებელი ფაქტორი რუსეთთან დაპირისპირებაში.

საქმე ისაა, რომ ბატონი ღარიბაშვილი უფრო ქართული, უფრო დამოუკიდებელი პოლიტიკის გამტარებელი იყო.

ამიტომაც შეცვალეს.

იქნებ გახსოვთ, კვირიკაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე, კარგა ხანს ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად შეისწავლეს იგი, შესაბამისი მუშაობა ჩაატარეს მასთან და, როგორც ჩანს, ეს კაცი უფრო თავისად მიიჩნიეს, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი. აქედან გამომდინარე, მიიღეს კიდეც ის გადაწყვეტილება, რომლის მოწმენიც გავხდით: საქართველოს პრემიერმინისტრისაკუთარი ნებითგადადგა. იძულებული შეიქნა, გადამდგარიყო.

ხოლო მის არგუმენტებს, ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ პრემიერმინისტრის გადადგომა დემოკრატიის პრინციპების გამყარებისთვის იყო საჭიროო, მაინცდამაინც სარწმუნოდ ვერ მივიჩნევ.

რაღაც ხომ უნდა ეთქვა და თქვა კიდეც, მაგრამ თქვენ ამ განმარტებით გაიგეთ, რატომ წავიდა?

_ ვერა, ვერ გავიგე.

_ მეც ვერ გავიგე და ვეჭვობ, ვინმემ ირწმუნა, რომ მართლაც ამისთვის წავიდა პრემიერობიდან.

ღარიბაშვილის წასვლაზე იმუშავა იმ ხალხმა, რომელიც “დასავლურ ღირებულებებს” თავს გვახვევს (თუმცა დასავლურ ღირებულებებში ბევრი კარგიცაა), ისეთ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენთვის, ჩვენი ეროვნული მენტალობისთვის მიუღებელია.

_ ვის გულისხმობთ?

_ იმათ, ვინც პარლამენტში სხედან.

_ სპეცსამსახურებს გამორიცხავთ?

_ როგორ გეკადრებათ! სწორედ აშშ-ის სპეცსამსახურები მუშაობენ ყველაზე უკეთ. ჩემი ინფორმაციით, როგორც ვიცი, შეერთებული შტატების საელჩოში, თბილისში, ჩემი 102 კოლეგა მუშაობს. ისინი აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც დავალებული აქვთ და რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას ემსახურება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უფრო და უფრო შეუძლებელი გახდეს საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება.

_ ვინ აკეთებს ამას?

_ 102 კაცი რომ ზის საქართველოში, ისინი აკეთებენ… და მათი უფროსები.

_ კი მაგრამ, საქართველოში კონტრდაზვერვის სამსახური არ არსებობს?

_ არსებობს, როგორ არა.

_ არ უნდა იმუშაოს მათ გამოსავლენად ჩვენმა კონტრდაზვერვამ?

_ ვერ იმუშავებს სტრატეგიული მოკავშირის წინააღმდეგ.

_ აი, გერმანიაში კი სერიოზულად იმუშავეს და გახსოვთ, როგორი სკანდალი გამოიწვია კონტრდაზვერვის მიერ გამოვლენილმა ფარული მოსმენების, მიყურადების მასობრივმა ფაქტებმა გერმანიის სახელმწიფოს პირველი პირების მიმართ. მათ შორის ქალბატონი ანგელა მერკელიც იყო.

_ ის გერმანიაა და სხვა წონა აქვს მსოფლიო პოლიტიკაში…

_ საბჭოთა კავშირის პერიოდში თუ გამოგივლენიათ უცხო ქვეყნების ჯაშუშები?

_ რამდენიც გნებავთ. მოსკოვიდან ვიღებდით სამსახურებრივ შეტყობინებას. შემდეგ “ვმწყემსავდით” და, როგორც კი დავრწმუნდებოდით ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ მათ საქმიანობაში, ვიღებდით შესაბამის ღონისძიებებს უშიშროების საკავშირო კომიტეტთან შეთანხმებით. მოგეხსენებათ, იმხანად სახელმწიფო უშიშროების ერთიანი სისტემა მოქმედებდა.

რას გეტყვით, იცით? მინდა, შევხვდე ამ ახალგაზრდა კაცს _ ირაკლი ღარიბაშვილს, ხელი ჩამოვართვა და მადლობა ვუთხრა. ძალიან უჭირდა, უჭირდა იმის გამო, რომ ისეთი ადამიანები ჰყავდა შემოკრებილი ადგილობრივ ხელისუფლებაში თუ პრემიერის ადმინისტრაციაში, რომლებიც პირდაპირ თუ ფარულად ხელს უშლიდნენ.

იმასაც გეტყვით, რომ ბატონი ირაკლი ასეთ დადებით პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდებოდა, კარგი ოჯახი და კარგი მასწავლებლები რომ არ ჰყოლოდა.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

1 COMMENT

  1. ვეთანხმები ავტორს! ჩვენ პოლიტიკოსები კი არა პოლიტ-მოღალატეები გვყავს ოხრად.

  2. ავტორი ცამდე მართალია. აშშ-ს დაშლილი, დამცირებული და ეროვნულ ფესვებს მოწყვეტილი საქართველო აწყობს, რომელიც ოკეანესგაღმელი ბატონის ყოველ ხელის აქნევაზე ფინია ძაღლივით იყეფებს (აკი ასეც არის).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here