Home რუბრიკები პოლიტიკა ვლადიმერ პუტინი: მზად ვართ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ

ვლადიმერ პუტინი: მზად ვართ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ

500

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც მოსკოვში წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, განაცხადა, რომ 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილის წყალობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა, რამაც შემდეგ თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის მომავალი სწორედ ამ ერებზეა დამოკიდებული და რუსეთისთვის ამ მხრივ „ნებისმიერი გადაწყვეტილება მისაღებია“. „აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველომ ურთიერთობები თავად უნდა მოაგვაროს“, – განაცხადა პუტინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.

რაც შეეხება ოდესის გუბერნატორად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის _ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას, ამას პუტინმა „უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხება“  და იმის დადასტურება უწოდა, რომ ეს ქვეყანა გარედან იმართება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here