Home რუბრიკები საზოგადოება ტერორისტმა თვითმკვლელმა აშშ-ის ავიაბაზა ააფეთქა

ტერორისტმა თვითმკვლელმა აშშ-ის ავიაბაზა ააფეთქა

535

ავღანეთში ბაგრამის ამერიკული ავიაბაზის ამერიკელი და ავღანელი სამხედროებით დაკომპლექტებულ პატრულს თვითმკვლელმა გვერდი მოტოციკლით აუარა, ბაზის ტერიტორიაზე შეიჭრა და თავი აიფეთქა.

აფეთქების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, დაიჭრა _ 6. ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა დაიკისრა ორგანიზაცია “თალიბანმა”, რომელმაც სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და არა _ 6.

ავიაბაზა ბაგრამი ქაბულიდან 40 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ეს აშშ-ის მთავარი სამხედრო-საჰაერო ბაზაა ავღანეთში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here