Home რუბრიკები პოლიტიკა ჯუმბერ კირვალიძე: თინა ხიდაშელის ინიციატივა სრული ავანტიურაა

ჯუმბერ კირვალიძე: თინა ხიდაშელის ინიციატივა სრული ავანტიურაა

802

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თურქეთის ქალაქ სტამბოლში თურქ კოლეგას _ ისმეთ ილმაზს შეხვდა. თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა რუსეთ-თურქეთს შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო ქართულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მხარეები აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. 

გადაწყდა, რომ საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროები ერთობლივ წვრთნებსა და სასწავლო პროგრამებზე იმუშავებენ. “შევთანხმდით, რომ დადგა დრო, ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა განსაკუთრებულ, აქტიურ და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფაზაში გადავიდეს”, _ განაცხადა თინა ხიდაშელმა. ამას გარდა, საქართველოაზერბაიჯანითურქეთის სამმხრივ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველომ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა თავდაცვის სფეროში ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერონ ხელიამ ინფორმაციამ საზოგადოების ნაწილი შეაშფოთა, ვინაიდან, თუ რუსეთთურქეთსა და სომხეთაზერბაიჯანს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას გავითვალისწინებთ, საქართველოს მხრიდან მსგავსი ქმედებები შეიძლება უსაფრთხო არ აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ვითარებაში ადეკვატურია თუ არა საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება და რა შედეგს მოუტანს ჩვენს ქვეყანას მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმება _ ამ საკითხზესაქართველო და მსოფლიოსპოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ესაუბრება.

_ საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრ ისმეთ ილმაზის შეხვედრის შემდეგ, მხარეების გადაწყვეტილებით, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროები ერთობლოვ წვრთნებსა და სასწავლო პროგრამებზე იმუშავებენ. როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაზე?

_ თუ არსებულ ვითარებას გავითვალისწინებთ, თინა ხიდაშელის ინიციატივა სრული ავანტიურაა, თორემ რუსეთ-თურქეთს შორის ეს ბოლო ინციდენტი რომ არ მომხდარიყო და თურქებს რუსული თვითმფრინავი არ ჩამოეგდოთ, სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა. ახლა კი ვითარება ძალიან დაძაბულია. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დასავლეთი და რუსეთი ერთ საქმეს აკეთებენ და ანტიტერორისტულ კოალიციაში ერთად ებრძვიანისლამურ სახელმწიფოს”, უამრავ საკითხზე მაინც ვერ თანხმდებიან. მაგალითად, ახალხან გამართულ ნატოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ტერორისტული ორგანიზაცების სიაზეც კი ვერ შეთანხმდნენ და ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ასეთი ინიციატივები ქვეყნისთვის ძალიან საშიშია.

_ ვის და რისთვის სჭირდება ეს ყველაფერი? ხელისუფლება ხომ უნდა აცნობიერებდეს, რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა?

_ არ ვიცი, ქალბატონ მინისტრს, ალბათ, თავის გამოჩენა სურს. მას უნდა, ყველას აჩვენოს, რომ ანტირუსული რიტორიკა აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ არანაირი განსხვავება თინა ხიდაშელისა და მიხეილ სააკაშვილის რიტორიკას ან საქციელს შორის არ არის. ასევე იქცეოდნენ სააკაშვილი და მისი თავდაცვის მინისტრებიც. ასე რომ, ამ შემთხვევაში ხიდაშელი არ არის ორიგინალური.

_გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყდა, რომ საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი აპირებენ, თავდაცვის სფეროში ერთობლივ დეკლარაციას მოაწერონ ხელი, რაც, ბუნებრივია, კონფლიქტის შემთხვევაში სამხედრო მხარდაჭერასაც ითვალისწინებს. ახლა, როდესაც ასეთი დაძაბული ურთიერთობა აქვთ როგორც რუსეთსა და თურქეთს, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს, ადეკვატურია საქართველოს მხრიდან ასეთი ხელშეკრულების გაფორმება?

_ მიმაჩნია, რომ ასეთ ინიციატივებში მონაწილეობა საქართველოსთვის დიდი რისკის შემცველია. გასაგებია, რომ თურქეთი ნატოს წევრი და ჩვენი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია, ის ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, რაც ასევე დასაფასებელია, მაგრამ, ამას გარდა, ჩვენც და აზერბაიჯანსაც ტერიტორიული პრობლემები გვაქვს, ამიტომ ორივე ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, ნუ დაგვავიწყდება რუსეთსომხეთის ურთიერთობა. რუსული ბაზები სომხეთის ტერიტორიაზეა და (ხაზს ვუსვამ) ამ ვითარებაში, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია იყოს აბსოლუტურად ნეიტრალური. ჯერ ისიც გაურკვეველია, როგორ წარიმართება რუსულ-თურქული ურთიერთობები. რუსეთსა და თურქეთს შორის ეს ინციდენტი არ ამოწურულა. სხვათა შორის, თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად თურქულ პორტებში ნატოს რამდენიმე სამხედრო გემიც შევიდა, ამიტომ რეგიონში დღეს არსებულ სამხედროპოლიტიკურ კონტექსტში, ასეთი ხელშეკრულების ინიცირება, სულ მცირე, ავანტიურის მატარებელია.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს.

მართალია, თურქეთის ხელმძღვანელობას ბოდიში არ მოუხდია, მაგრამ თურქეთის მხრიდან უამრავი თავის მართლება მოვისმინეთ. თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბევრჯერ განაცხადეს, რომ მათ არ იცოდნენ, თუ ის რუსული სამხედრო თვითმფრინავი იყო, თორემ არ ჩამოაგდებდნენ. მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს თურქებს, ისინი ერიდებიან რუსეთთან კონფლიქტს და ჩვენ რისი იმედი გვაქვს?! გავითვალისწინოთ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებაც, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთთან საომარი ვითარება გვაქვს. არც სამშვიდობო ხელშეკრულება და არც ქვეყნის დეოკუპაცია არ განხორციელებულა და ამ ვითარებაში, ასეთ პროცესებში მონაწილეობა ჩვენთვის დიდი საფრთხის შემცველია.

 სხვა სიტუაცია აქვს აზერბაიჯანს, მისი ტერიტორია არ არის ოკუპირებული და იქ რუსეთის ჯარი არ იმყოფება, თურქეთი კი ნატოს წევრია და მის უკან ნატოს 27 წევრი სახელმწიფო დგას.

_ ყარაბაღის საკითხის გამო დაძაბული ურთიერთობაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მათი სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში საქართველი ავტომატურად აზერბაიჯანის მხარეს აღმოჩნდება? და, თუ გავითვალისწინებთ, რომ დაახლოებით 450 ათასი სომეხი ცხოვრობს საქართველოში და გარკვეული მიზეზების გამო, სამცხეჯავახეთის რეგიონი კვლავ პრობლემურ კერად რჩება, სერიოზული საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა?

_ რა თქმა უნდა. ამიტომ აქტიურად უნდა მივიღოთ მონაწილეობა ჩვენს ორ მეზობელ ერს შორის დაძაბულობის განმუხტვაში. ყოფილა შემთხვევები, როდესაც სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის დაძაბულობა ქართველებს განუმუხტავთ. რაც შეეხება რუსეთთურქეთის დაპირისპირებას, ეს როგორც პოლიტიკური და სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველა შემთხვევაში გვავნებს.

 ვინაიდან ჩვენ დაინტერსებულნი ვართ რეგიონში მშვიდობით, შეგვიძლია, ამ მიმართულებით ნეიტრალური, მაგრამ აქტიური პოლიტიკა გავატაროთ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here