Home რუბრიკები საზოგადოება მამა ზაქარია: იმას, რაც ევროპულ სკოლებში დანერგეს, ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ “საღვთო რჯულის”...

მამა ზაქარია: იმას, რაც ევროპულ სკოლებში დანერგეს, ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ “საღვთო რჯულის” გაკვეთილები

1245

რამდენიმე დღის წინათ ჩვენს გაზეთში გამოქვეყნდა წერილი: “დემონტრაკია ევროპულად, ანუ ევროპაში ჰეროდე აღსდგა”, რომელმაც მშობლების ვნებათაღელვა გამოიწვია. წერილში მოთხრობილი იყო, “სექსუალური აღზრდისნიღბით რა საზიზღრობას ასწავლიან ბავშვებს არა მხოლოდ სკოლებში, არამედ საბავშვო ბაღებშიც კი. რამ მიიყვანა კეთილმოწყობილი, განათლებული და .. ევროპა ამ სულიერ სიღატაკემდე? _ ამ შეკითხვით მივმართეთ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზს, მამა ზაქარია ძინძიბაძეს.

_ ეს უბედურება, _ ამბობს მამა ზაქარია, _ ევროპას თავს დაატყდა არა XX საუკუნეში, არამედ გაცილებით ადრე _ დაახლოებით 1054-56 წლებში, როდესაც ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიას გამოეყო რომის კათოლიკური ეკლესია. განკაცებულმა ღმერთმა _ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიწესა კანონები, რომლებსაც უნდა დავემორჩილოთ, ასევე, დაგვიწესა წესები შესასრულებლად. კათოლიკური ეკლესია კი ისე გაკადნიერდა, რომ ადამიანისთვის იმაზე მეტი უფლებების მიცემა გადაწყვიტა, ვიდრე ღმერთმა უბოძა. ჩვენ ვიცით, რომ მამა, ძე და სულიწმინდა ერთარსებაა და მამიდან გამოდის ძეც და სულიწმინდაც. კათოლიკებმა კი ბრძანეს: სულიწმინდა გამოდის მამიდანაც და ძიდანაცო; მერე თქვეს, რომ ღვთისმშობელი დაიბადა სულიწმინდითო. გამოდის, ქრისტე კი არ იყო მთავარი გარდამქმნელი, არამედ _ ღვთისმშობელი, რომელიც აყვანილი ჰყავთ სამების დონეზე, რაც ყოვლად დაუშვებელია. კიდევ _ კათოლიკებმა რომის პაპს მიანიჭეს “შეუცდომლობა და უცოდველობა”. არადა, შეუცდომელი და უცოდველი მხოლოდ და მხოლოდ ღმერთია და არავითარ შემთხვევაში _ ადამიანი. დაშვებულ მწვალებლობებს, როგორც წესი, მოჰყვება სხვა მწვალებლობები. ასეთი რამ აღმოჩნდა ინდულგენცია; ანუ ამ ინდულგენციის მყიდველს ღმერთი აპატიებდა ნებისმიერ ცოდვას. ხომ ხედავთ, რა ადვილი ყოფილა ცხოვრება?! შეგეძლო, ყოფილიყავი მკვლელი, მეძავი, სოდომური ცოდვით შეპყრობილი ადამიანი და, მიუხედავად ამისა, აღსარებისა და გულწრფელი მონანიების გარეშე, ოღონდაც ფული გადაგეხადა, გახდებოდი უცოდველი. ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სინამდვილეში მოხდა: სირიის უდაბნოში ინდულგენციით მოვაჭრე მღვდელი შეხვდა მოხეტიალე ჯვაროსან რაინდს და შესთავაზა მას, ეყიდა ისეთი ინდულგენცია, რომელიც “ჩამოუწერდა” არა მხოლოდ ადრე ჩადენილ ცოდვებს, არამედ მომავალ ცოდვებსაც. ინდულგენციის შეძენისთანავე, რაინდმა პირწმინდად გაძარცვა გამყიდველი. დაუწყო ამ სასულიერო პირმა ჯვაროსან რაინდს წყევლა.

_ რატომ მწყევლიო, _ გაუკვირდა “ჯვაროსანს”, _ მე ხომ გადაგიხადე ფული ჩემი მომავალი ცოდვების გასაუქმებლადო?! აი, ასეთ ანეკდოტურ ვითარებამდეც მიდიოდა ინდულგენციით ვაჭრობის საქმე. ამგვარმა დაშვებებმა და ადამიანისთვის გადამეტებული უფლებების მინიჭებამ, დროის განმავლობაში, ევროპაში გამოიწვია ისეთი აღვირახსნილობა, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ შექმნა ინკვიზიცია. კოცონები აგიზგიზდა ევროპის მრავალ ქალაქში, მაგრამ ასეთმა სასტიკმა ზომებმაც კი სასურველი შედეგი ვერ მოიტანა.

ეკლესიის განხეთქილებიდან დაახლოებით ხუთასი წლის შემდეგ კათოლიკური ეკლესიის ამ თვითნებური დაშვებების საწინააღმდეგოდ გერმანიაში გაჩნდა პროტესტი. გერმანელებმა მოინდომეს მართლმადიდებლობისკენ დაბრუნება. სამწუხაროდ, ეს მათ ვერ შეძლეს და წარმოიშვა პროტესტანტიზმი. მისგან კიდევ სხვა “შეხედულებები” გაჩნდა ქრისტიანობაზე და ა.შ. ახლა, როგორც იცით, უამრავი სექტაა.

_ რატომაირია მონასტერი”?

_ იმიტომ, რომ თითოეულმა ევროპულმა ერმა ქრისტიანული რელიგია საკუთარ თავზე მოირგო, გამომდინარე პოლიტიკური, სოციალური ან ეკონომიკური კონიუნქტურიდან თავის დროზე ვასწავლიდი სკოლაში და, როდესაც ვუხსნიდი ბავშვებს, რა იყო მოსეს რჯულის ათი მცნება, მერე კი შევადარე ის თანამედროვე კანონებს, კონსტიტუციას, სისხლის სამართლისა და სამოქალაქო კოდექსებს, შრომის კოდექსს, ერთმა ბავშვმა მითხრა, რაც, უთუოდ, იყო სულიწმინდით ნაკარნახევი, რადგან ამას არათუ ბავშვი, დიდად განსწავლული ადამიანიც ვერ იტყოდა და მეც გაოცებული დავრჩი.

_ რა გითხრათ ასეთი?

_ მითხრა: მამაო, ათი მცნების შესრულება არ გვინდა და ათასს როგორღა შევასრულებთო?! მართლაც, ახლა ისე დაიქსაქსა და იმდენი კანონია, რომ თვით იურისტებიც დაიბნენ კანონთა სიმრავლითა და ხშირად მათი გაუგებრობითაც კი. საქართველოში არის კანონი, რომელიც განსაზღვრავს ცხვრების, ბატებისა და ინდაურების საკვების მიღების რაოდენობას და, აქედან გამომდინარე, გადასახადს. როდესაც კანონი ადამიანის სულის უკვდავებას ეხება და ზნეობას, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის, რაც თქვენ გაზეთში გამოქვეყნდა ევროპელ ბავშვებზე, შოკისმომგვრელია. დაუშვებელია, ადამიანმა ამ უბედურებას აუღელვებლად შეხედოს. წარმოიდგინეთ, ცხოველებშიც კი, რომლებსაც არ აქვთ არც ინტელექტი, არც აზროვნება, პატარა არსება ხელშეუხებელია! უსუსურს და უმწეოს ჭამითაც არ ჭამენ, პირიქით, დაობლებულს მშობელს უცვლიან!

რა თქმა უნდა, სტატიაში ხსენებული გადახრები ევროპის კერძო სკოლებში ადრეც იყო, მაგრამ მათ არ ჰქონდათ კანონის ძალა. ქართველი კაცი ამგვარ უმსგავსობას არასდროს შეეგუება. გავიხსენოთ, უახლოეს წარსულში რა მდგომარეობაში ვიყავით, როდესაც შევიტყვეთ, თუ რა ხდებოდა გლდანის საპყრობილეში, როგორ შეურაცხყოფდა “ნაციონალური” ხელისუფლება ბრგე ვაჟკაცებს… ახლა წარმოიდგინეთ, ასეთი რამ გაუკეთონ ბავშვებს.

_ მამაო, გერმანელი და შვეიცარიელი ბავშვები ციხეში არ იმყოფებიან.

_ რა განსხვავებაა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილ გაუგონარ დანაშაულსა და იმექსპერიმენტსშორის, რომელსაც ატარებენ ევროპაში ბავშვებზე?

_ არავითარი!

_ ამსექსუალური აღზრდისგაკვეთილებით ბავშვს ფსიქიკას უნგრევენ. რას გამოიწვევს ეს? _ ნაადრევ სქესობრივ ცხოვრებას, რასაც აუცილებლად მოჰყვება ფსიქიკური გადახრები, უნაყოფობა, ცხოვრების საზრისის დაკარგვა, სულიერი დეგრადაცია და, ბოლოს, ნაადრევი ფიზიკური სიკვდილი. აქ აშკარად ეშმაკის მანქანებია ჩართული; და თუ ეს საზიზღრობა დემოკრატიის ნაყოფია, მე არ მინდა ასეთი დემოკრატია, არც ასეთი დემოკრატიული ქვეყანა, არც ასეთი დემოკრატიული ადამიანი, მეზობელი და არც ასეთი დემოკრატიული შვილიც კი! დღეს დემოკრატიის პრინციპია: ათასი სულელი მირჩევნია ერთ ბრძენს, ჩემთვის კი ერთი ბრძენი უფრო ღირებულია, ვიდრე ათი ათასი სულელი.

_ “სექსუალურიცდებისთვის ბავშვები რატომ აირჩიეს?

_ იმიტომ, რომ ყველაზე უსუსურები არიან და არ აქვთ თავის დაცვის საშუალება. სამწუხაროდ, იმრავლა გაუნათლებელი, უსულგულო და უტვინო მშობელთა რაოდენობამ, რომლებისთვის შვილი უკვე არა აღსაზრდელი, არამედ მოხმარების საგანია! და კიდევ _ ამ სატანური “პროგრამების” ავტორებს ამოეწურათ გასარყვნელი ადამიანები, ყველა ზრდასრული გარყვნეს.

_ რა უნდა დაუპირისპიროს ქართველმა საზოგადოებამ ჯოჯოხეთურ მანქანას, რომელიც გვიახლოვდება თუნდაცსექსუალური აღზრდისსასკოლო პროგრამით?

_ ევროპიდან ყველაფერს ბრმად ვიღებთ. არადა, ბაზარში რომ მივდივართ, პროდუქტს დაკვირვებით ვარჩევთ. ვირჩევთ საუკეთესოს, ხომ ასეა? მაგალითად, საფრანგეთში ბაყაყის ხორცი ეროვნული სამზარეულოს მშვენებაა და ღმერთმა შეარგოს ფრანგებს, მაგრამ მე, სულ მშიერი რომ დავრჩე, ბაყაყის ხორცს არ შევჭამ. ახლა, ფრანგს რომ დავემსგავსო, აუცილებლად ბაყაყის ხორცი უნდა მივირთვა? ან სკანდინავიის ქვეყნებში ერთ აბანოში ბანაობენ ქალებიც და კაცებიც. ეს მათი ტრადიცია ჩამოაყალიბა მკაცრმა ბუნებამ. იქ ძალიან ცივა. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, საქართველოში რომ დავნერგოთ ეს ტრადიცია. ვფიქრობ, რომ ამ საზიზღრობას, რომელიც დანერგეს ევროპულ სკოლებში, ჩვენ უნდა დავუპირისპიროთსაღვთო რჯულისგაკვეთილები, რომელიც გააუქმა სააკაშვილის დანაშაულებრივი ხელისუფლებისთვალსაჩინომოღვაწემ კახა ლომაიამ დანაციონალებისიდეოლოგმა გიგა ბოკერიამ. საზოგადოებამ კატეგორიულად უნდა მოითხოვოს ახლანდელი ხელისუფლებისგან, რომ სკოლებში დააბრუნონ “საღვთო რჯული”. ეს იქნება კეთილი თესლი, რომელსაც დავთესავთ ჩვენი ბავშვების სულში.

_ ეკლესიურად რა სასჯელი ელოდება იმ ადამიანებს, რომლებიც ბავშვებს რყვნიან?

_ 54-ე ფსალმუნში ამაზე პირდაპირ არის ნათქვამი: დაატყდეს მათ სიკვდილი, ცოცხლად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში, რამეთუ ბოროტებაა მათ სადგომში, მათ შიგნით”. თქვენს საგაზეთო წერილში არის ფრაზა: “ქრისტემ ევროპა დატოვა”, რომელიც ეკუთვნის დიდ იტალიელ რეჟისორ ფედერიკო ფელინის და, თუ არ ვცდები, მან ეს გასული საუკუნის 70-იან წლებში თქვა.

საინტერესოა, რას იტყოდა მაესტრო დღევანდელ ევროპაზე.

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

1 COMMENT

  1. “ქრისტემ ევროპა დატოვა”, …… უფალო გვაპატიე შეცდომანნი ჩვენნი და იხსენ სრულიად საქართველო! ამინ

  2. გიორგი, წავიკითხე თქვენი ინტერვიუ მამა ზაქარიასთან, იგი უდავოდ ნიჭიერი და განსწავლული პიროვნებაა, ეს ინტერვიუ მამა ზაქარიას ნასაუბრებს არ ჰგავს, ვიცნობ რა ამ პიროვნებას, იგი შორს დგას პოლიტიკისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საჭირბოროტო საკითხზე იგი პოლიტიკური განხრით არ ისაუბრებდა, დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური ელფერი რომ არ მიგეცათ ინტერვიუსთვის, უფრო საინტერესო სტატია გამოგივიდოდათ

  3. სრულად ვიზიარებ ასმ სიმართლეს შეგონებისთვის მადლიერი ვარ. ვისი მოსაზრებაა ნაკლებად საინტერესოა. რაც შეეხება პოლიტიკას დგეს ვისაც შეეკითხები პოლიტიკოსია და დახველებაც კი პოლიტიკად მიაჩნიათ. იმიტომ რომ საქართველოში სულ ხუთი პოლიტიკოსიც არ მოიძებნება და ვირების ნახირში უსაქმურობამ და პრივილეგიებმა კომფორტი შექმნა ბუზიკ მრავლად ერვევა ყველაფერს

  4. კარგია რომ ევროპული განათლება გაქვთ მიღებული, მაგრამ არც ეს მოძღვარია გაუნათლებელი (ფიზიკოსია), ალბათ ისიც გეცოდინებათ, რა ხდება საფრანგეთის სკოლებში, სადაც სქესი ოფიციალურად აკრძალულია და ვაი იმ მშობელს, ვინც ამის გაპროტესტებას შეეცდება (მათზე საკმაოდ მკაცრი სანქციები ხორციელდება), გაგებული გექნებათ, როგორ აყურებინეს სკოლის მოწაფეებს ჟირაფის და თუ არ ვცდები ლომის გაფატვრა, როგორ ფიქრობთ, ეს არ არის ბავშვის ფსიქიკაზე ძალადობა? ევროპას ბევრი კარგი აქვს, რისი გადმოღებაც არ გვაწყენდა (წესრიგი, კანონმორჩილება, შრომისმოყვარეობა), მაგრამ ცუდიც ბევრი აქვს, რაც უნდა ვაღიაროთ კიდეც.

  5. ვითომ, რატომ არ ისაუბრებდა მამა ზაქარია \\\”პოლიტიკური განხრით\\\”? მეც კარგად ვიცნობ მამა ზაქარიას :))

  6. თქვენ იმის თქმა გსურთ, რომ ამ ინტერვიუში კითხვებს სვამდა ჟურნალისტი და თავადვე ასე შესანიშნავად, ლოგიკურად პასუხობდა დასმულ კითხვებზე? რატომ აყენებთ შეურაცხყოფას მამა ზაქარიას?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here