Home რუბრიკები ბლოგი ვლადიმირ პუტინი: რუსეთი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს

ვლადიმირ პუტინი: რუსეთი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს

\”ჩვენ მზად ვართ, სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ\”, – ასე უპასუხა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელეკომპანია \”მაესტროს\” ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთსაქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე

პუტინის განცხადებით, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გაჩნდა ისეთი სიგნალები, რაც ხელს შეუწყობს ქართულ-რუსული ურთიერთობების, თანამშრომლობის ახალ ფაზაში გადასვლას.

„2008 წლის მოვლენების შემდეგ, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, ჩვენ არ ვართ დაძაბულობის მიზეზი.

“წინა ხელისუფლებას და სააკაშვილს ასეთი ავანტიურისტული ნაბიჯი არ უნდა გადაედგათ. ეს არის მათი ისტორიული დანაშაული და მათზეა სრული პასუხისმგებლობა. ახლა კი, ეს ხელისუფლება უკრაინაში აგრძელებს მოღვაწეობას.

ჩემი აზრით, ეს არის უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხება, ასეთი პოლიტიკოსების დელეგირება რომ მოხდა. ამერიკამ სამუშაო ვიზა არ მისცა სააკაშვილს, მაგრამ ის უკრაინაში გააგზავნეს და ახლა იქ აქტიურად ფუნქციონირებს. სამარცხვინოა, რომ უკრაინაში 45 მილიონი ადამიანიდან ვერ მოიძებნა ეფექტური მმართველი. ეს არის სულში ჩაფურთხება უკრაინელებისთვის“, – აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.

„რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს პირველ რიგში ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის საქმეა, მათთან უნად იმუშაოთ. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ, საჭიროა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელისუფლებებთან თანამშრომლობა. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ვხედავთ სიგნალებს ახალი ხელისუფლებისგან და ეს სიგნალები მიღებულია. ვთანამშრომლობთ ეკონომიკურ, ვაჭრობის სფეროში.

 რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ვფიქრობ და მზად ვართ, რომ გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=V_bZz718_RQ

მასალა მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

1 COMMENT

  1. მიდი რა დავიღალეთ ლოდინში ! აფხაზეთიც ჩემი იქნება და ცხინვალიც))) რუსეთში აკადემიკოსი ვარ , საქართველოში კი ღატაკი…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here