Home რუბრიკები ბლოგი ახალი რუსული დოკუმენტური ფილმი „მსოფლიო წესრიგი“ (ვიდეო)

ახალი რუსული დოკუმენტური ფილმი „მსოფლიო წესრიგი“ (ვიდეო)

825

რუსულმა ტელეარხმა ” Россия”- ვლადიმირ სოლოვიოვის ახალი დოკუმენტური ფილმიმსოფლიო წესრიგიწარმოადგინა.

ფილმის მთავარი გმირი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია, რომელიც ახალ მსოფლიო წესრიგსა და მასში რუსეთის როლზე საუბრობს.

საით მიისწრაფვის მსოფლიო? რა გველოდება მომავალში? როგორ მომავალს ვუქმნით ჩვენს შვილებს? ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს ეძებენ დოკუმენტური ფილმის ავტორები და მიმართავენ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსებს, ფილოსოფებს, რეჟისორებს და ფინანსისტებს მთელი მსოფლიოდან.

ფილმის ყურადღების ცენტრშია ვლადიმირ სოლოვიოვის ინტერვიუ მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირთან- რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

“ევროპელი თუ ამერიკელი პარტნიორებიდან არავის სურს დაიჯეროს, რომ ჩვენი მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენა არ არის. მათი ქმედებები უკრაინის ინტერესების დაცვა კი არა, საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობის ხელის შეშლაა.

ამიტომ, ეს ჰიპოტეტური შესაძლებლობაც კი მათ ტკბილი ძილის საშუალებას უკარგავს.

ევროკავშირის შექმნა შეიძლება და ევრაზიული კავშირის არა? ეს არის დესტრუქციული პოზიცია.

რატომ დაუჭირეს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას მხარი? დღეს მრავალი ჩვენი პარტნიორი ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, უბრალოდ ამის აღიარება არ სურთ, არ შეიძლება სამხედრო გადატრიალებებით ერისთვის უკეთესობის მოტანა. ახლა რა, უკეთესობაა?    უკრაინაში ცხოვრების დონე კატასტროფულად ეცემა, ქვეყანა გარედან იმართება, უკრაინის დეინდუსტრიალიზაცია ხდება. რის ხარჯზე? შესაძლოა მისცენ უვიზო რეჟემი ევროპაში, ან მისცემენ, ან არა, მაგრამ ეს ხომ მუშაობის უფლებასაც არ ანიჭებს მათ, სამუშაო ვიზაც რომ იყოს, მომვლელებად, მებაღეებად, მუშებად მშენებლობაზე?

უკრაინას ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის დიდი შანსი ჰქონდა, ეკომომიკის თანამდეროვე დარგების განვითარების, რაკეტამშენებლობა, კოსმოსი, ავიამშენებლობა, გემთმშენებლობა, განათლება.. სად არის ყოველივე? დეგრადირებულია! უკრაინის შენახვა კი არავის სურს. კავკასიელებმა უკეთ იციან, თურმე რა სურს უკრაინას და უკრაინელებს.. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს,” – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

იხილეთ ფილმი: https://www.youtube.com/watch?v=ZNhYzYUo42g

კონსტანტინე ჩიკვილაძე

1 COMMENT

  1. me minda shevexo Ruset -Saqartvelos urtiertobebs, didad moxaruli viqnebi mati sruli agdgenit. Mivesalmebi Putinis mier gadagmul nabijs savizo rejimis gauqmebis taobaze, me grmad var darwmunebuli rom Saqartvelos teritoriuli mtlianobis agdgena mxolod Rusettan urtiertobis agdgenis shemdeg agsdgeba, nu dagvaviwydeba Germaniam Berlinis kedlis dangreva mxolod Rusettan daregulirebis shemdeg moaxdina!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here