Home რუბრიკები ბლოგი WikiLeaks: რუსულ თვითმფრინავებზე შეტევას თურქეთი ჯერ კიდევ ოქტომბერში ამზადებდა

WikiLeaks: რუსულ თვითმფრინავებზე შეტევას თურქეთი ჯერ კიდევ ოქტომბერში ამზადებდა

655

თურქი ინსაიდერის ვერსიით, შესაბამისი ბრძანება თავად ერდოღანმა გასცა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ერდოღანმა, თავად გასცა სირიის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება. ამის შესახებ პროექტ WikiLeaks-ში აცხადებენ. 

წყაროს ინფორმაციით, თურქეთის ლიდერმა აღნიშნული ბრძანება რუსულ თვითმფრინავზე ნოემბრის შეტევამდე კარგა ხნით ადრე გასცა. რუსულ თვითმფრინავებზე შეტევა თურქებს უნდა განეხორციელებინათ ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში, როგორც კი დაიწყო რუსეთის საჰაერო ოპერაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ სირიაში.

 WikiLeaks- თავის მასალაში ეყრდნობა ფუატ  ავნის ინფორმაციას. ესაა ძალიან გავლენიანი თურქი ინსაიდერი, რომელსაც  თურქ  ჯულიან ასანჟსაც უწოდებენ. მან უკვე არაერთხელ გამოააშკარავა ერდოღანის გეგმები.

ფუატ ავნის აზრით, ერდოღანი დაინტერესებული იყო დაეყენებინა თურქეთი რუსეთთან ომის ზღვარზე, მას მიაჩნდა რომ ნატო და  G-20 მას ნებისმიერ შემთხვევაში დაუჭერდნენ მხარს.

როგორც გამოცემა LifeNews-ის სპეციალური კორესპონდენტი ანკარადან იუწყება, თურქეთის დედაქალაქში ყველა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ფუატ ავნის პუბლიკაციებს „ტვიტერში“, იმის გამო რომ ყველაფერი მისი დაწერილი  ხშირად  ხდება ხოლმე.

ეს არის ძალიან პოპულარული წყარო, როგორც ადგილობრივ მედიასაშუალებებში, აგრეთვე უბრალო მოქალაქეებისთვისაც, რომლებსაც აქვთ სურვილი გაიგონ სიმართლე, ზოგჯერ არასასიამოვნო სიმართლეც კი, საკუთარი ლიდერის შესახებ.

ფუატ ავნი, თავად ერდოღანს- უღმერთოს უწოდებს და უახლოეს არჩევნებში დამარცხებას უწინასწარმეტყველებს.

 შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს თურქეთის მხარემ, სირიის საჰაერო სივრცეში, რუსული СУ-24 ჩამოაგდო. შტურმანი კონსტანტინე მურახტინი გადარჩა, პილოტი კი პარაშუტით დაშვებისას ბოევიკების მიერ  იქნა ჩაცხრილული.

აგრეთვე, სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობისას, ვერტმფრენზე, მოკლულ იქნა რუსი საზღვაო ქვეითი ალექსანდრე პოზინიჩი.

ვიდეო იხილეთ ლინკზე ქვემოთ:

https://www.youtube.com/watch?v=1nARb_8kw3w

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here