Home რუბრიკები საზოგადოება მართვის მოწმობის მოქმედების ვადა პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმებზე იქნება დამოკიდებული

მართვის მოწმობის მოქმედების ვადა პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმებზე იქნება დამოკიდებული

693

“2016 წლის 1 იანვრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და, პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში, ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება”, _ განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე.  შალვა ხუციშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქულათა რაოდენობა ნულამდე ჩამოვა, მართვის მოწმობის მფლობელს მოწმობა გაუუქმდება და გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს. 

 “2016 წლის 1 იანვარს ყველა მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა განურჩევლად კატეგორიისა. 1 იანვრიდან მომდევნო წლის 1 იანვრამდე მძღოლებს იმ ცხრილის მიხედვით, რომელიც წინასწარ არის დადგენილი და რომელშიც აისახება ჯარიმების შესახებ ინფორმაცია (ამაში არ იგულისხმება ვიდეოჯარიმა, არამედ საუბარია უშუალოდ პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისთვის) დააკლდებათ ქულები. სანამ ქულა ნულამდე ჩამოვა, მანამდე მოგივათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც გამცნობთ, რომ თქვენი ქულა მცირდება, ხოლო როდესაც ნულზე ჩამოვა, მოგივათ ეს-ემ-ესი, რომ მართვის მოწმობა გაგიუქმდებათ”, _ განაცხადა ხუციშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, გამოცდის თავიდან ჩაბარებისა და მართვის მოწმობის ხელახლა აღების მიზნით პირს მოწმობის გაუქმებიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ შეეძლება მიმართოს მომსახურების სააგენტოს.

მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები წლის ბოლოს ანულირდება და ყოველი წლის 1 იანვრიდან მას კვლავ ახალი 100 ქულა მიენიჭება. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here