Home რუბრიკები საზოგადოება გოგლა ჟვანია: ექსპერტთა დასკვნით, ზურას, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება

გოგლა ჟვანია: ექსპერტთა დასკვნით, ზურას, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება

487

 “ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება ჩიხში არ შესულა, პირიქით, ძალიან საინტერესო დეტალები იკვეთება და საქმის გასახსნელად ინტენსიური მუშაობა გრძელდება”, _ განაცხადა ყოფილი პრემიერმინისტრის _ ზურაბ ჟვანიას ძმამ, დეპუტატმა გოგლა ჟვანიამ, რომელიც ელოდება, რომ ძალიან მალე სერიოზული ძვრები მოხდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

 “ეფ-ბი-აის” დასკვნის ექსპერიმენტული ნაწილი უმნიშვნელოვანესია. ის ადასტურებს, რომ იქ უბედური შემთხვევა არ მომხდარა. შეფასებით ნაწილში კი ორაზროვანი ფრაზებია. ვფიქრობ, მთავარი მაინც ექსპერიმენტული ნაწილია. ამ დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ, სანამ ექსპერიმენტი დაიწყებოდა, დაათვალიერეს გამათბობელი და მასზე ვერ აღმოაჩინეს მურის კვალი, რომელიც არასრული წვის მანიშნებელი იქნებოდა. არადა, “ცე-ო” სწორედ არასრული წვის პროდუქტია”, _ ამბობს გოგლა ჟვანია.

მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანი მოწმეებიც არსებობენ; ერთ-ერთი სიახლე ისიც არის, რომ აღმოჩენილია ფირი, რომელზეც ჩანს ზურაბ ჟვანიას თავზე დაზიანებები.

“ეს ფირი განადგურებას შემთხვევით გადაურჩა, რადგან უამრავ მასალას შორის მას კარგად არ დააკვირდნენ. ის გადაიღო შსს-ს ოპერატორმა, რომელიც ცოცხალი მოწმეა. შედგა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც უკვე საქმეშია. ცხადია, წინა ხელისუფლების დროს არც ეს ფირი და არც შესაბამისი დოკუმენტი საქმეში არ იყო. ამ ფირზე კარგად ჩანს ტრეპანაციისას ძვლის ქვეშ არსებული დაზიანებები, ტვინის გარსზე სისხლჩაქცევები და სხვ. ექსპერტებმა ნახეს ფირი და ოფიციალური დასკვნაც დაწერეს. ამ დასკვნაში წერია ის, რომ ზურას, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება”, _ განაცხადა გოგლა ჟვანიამ გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here