Home რუბრიკები საზოგადოება მორატრატე დედაკაცების თანამდებობრივი ნევრასთენია…

მორატრატე დედაკაცების თანამდებობრივი ნევრასთენია…

1207

ვიმედოვნებ, ეს მხოლოდ დამთხვევაა და რეალურად პოლიტიკაში მოსვლის მსურველ ქალთა უმრავლესობა მთლად ასეთი უწიგნური, უვიცი და თანამდებობრივი აგრესიით შეპყრობილი არ იქნება, როგორიც თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ია მაკასარაშვილია.

დამთხვევაში კი იმას ვგულისხმობ, რომ სტატიის დაწერას ვაპირებდი თემაზე “მეტი ქალი პოლიტიკაში”, როდესაც მოულოდნელად სოციალურ ქსელში საჯარო სამსახურებში “მოღვაწე” სუსტი სქესის ორიოდე წარმომადგენლის თავდასხმის ობიექტი აღმოვჩნდი.

თუმცა მე რა, მთლიანად ქართველი ხალხი, ქართველი საზოგადოებაა მათი თავდასხმის ობიექტი და სწორედ ამიტომაც მოვიხსენიებ მათ მორატრატე დედაკაცებად და არა ქალბატონებად, როგორც წესი და რიგია, და რასაც, ალბათ, შენიშნავდა კიდეც კულტურული მკითხველი.

რაღა დაგიმალოთ და, სიტყვაკულტურისხსენება სამგორელებისსაოცნებოდეპუტატ მაკასარაშვილთან ძალიან უადგილოდ მეჩვენება.

ცნობისათვის: ეს სწორედ ისმაფიოზიდეპუტატია, რომლის ფარული აუდიოჩანაწერიც ამას წინათ ინტერნეტში გავრცელდა და რომელიც გამგეობის თანამშრომლებს ემუქრებოდა სიტყვებით: “მოგივარდებით მანდ და დაგხსნით სამსახურიდან!”.

რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანებისთვის “დეპუტატის” სატატუსი ცხოვრების “უმაღლესი” მიღწევაა და მათ, როგორც ჩანს, მართლა ჰგონიათ, რომ ამ სტატუსის მქონეთ ყველაფრის უფლება აქვთ.

სხვა შემთხვევაში, ია მაკასარაშვილს ეცოდინებოდა, რომ მაჟორიტარს გამგეობაში “მივარდნისა” და მით უფრო ვინმეს სამსახურიდან მოხსნის არავითარი კანონიერი უფლება არ აქვს.

თუმცა, კანონიცისეთივე შეუსაბამო სიტყვაა ამ პერსონაზე საუბრისას, როგორცკულტურა”, ანუ, ასე ვთქვათ, “ვინ მიგდიარაიონის გამგეობის ერთი ვიღაცრიგითიმოხელე, მით უფრო, როცა აუდიოჩანაწერში მაკასარაშვილი ამბობს, რომ ეს ადამიანი მისი წყალობით, ანუჩაწყობითმოხვდა სამსახურში

ჰოდა, “ჩაწყობებსდა თავისივემოწყობილებზეღრიალსა და ყვირილს მიჩვეულ მაკასარაშვილს, როგორც ჩანს, ხალხიც მისიხელქვეითიჰგონია.

არაფერს ვიტყოდი, ყოველივე ეს კონკრეტულად ამ ერთ ან ორ პერსონას რომ შეეხებოდეს.

საქმეც ის არის, რომ დღევანდელი ხელისუფლების რეგვენ წარმომადგენელთა შორის უკვე მყარად მოიკიდა ფეხი საკუთარი სიჩლუნგისგამაპრავებელმაისეთმაარგუმენტებმა”, რომლებიც ქართველ ხალხს შეურაცხყოფს. მივყვეთ თანმიმდევრობით:

არგუმენტი” #1 _ “ეგენი უმადურები არიან, თორემ ჩვენ ძალიან მაგრები ვართ!”

ამ საგაზეთო მასალისთვის თანდართულ “ფეისბუქსქრინებზე” ნათლად დაინახავთ ია მაკასარაშვილის მიერ იმ “სახელოვანი ტრადიციის” გაგრძელებას, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ 2012 წლიდან ჩაუყარა ახალმოსულმა “ოცნების” მთავრობამ.

უმადურობამ და დაუნახავობამ წალეკა ქვეყანა!”, “უმადურობა ინფექციასავით გადადის! უმადურობა ცოდვაა”, _ მოგვიწოდებს საკუთარფეისბუქკედელზე” “დიდი მოღვაწედაუცოდველიმაკასარაშვილი.

ხედავთ, როგორი “ცოდვილი” ყოფილა ხალხი ამავე ხალხისთვის “ჯვარცმული” და წამებული სამგორელი დეპუტატისა და მისი კოლეგების წინაშე?

რა “ეწამა” ამისთანა ან ეს, ან მისი რომელიმე კოლეგა, რომ ხალხისგან ამის დაუნახაობას “უმადურობის ცოდვას” უწოდებს, არავინ იცის.

როგორც წესი, ამისთანა მოღვაწეებს არ ახასიათებთ თავიანთი ნამოღვაწარის ჩამოთვლა, უბრალოდ, სხედან და სოციალურ ქსელებში ზოგადი ფრაზების რახარუხით არიან გართულნი, ძირითადად კი _ იმის აფიშირებით, როგორ აქვთ თავში ავარდნილი ერთგვარი პრივილეგიური მდგომარეობა საზოგადოებაში, როგორ ეხვევათ თავბრუ ცხოვრებაში მათი შეზღუდული გონებისთვის წარმოუდგენლად მაღალი საფეხურის მიღწევის გამო და როგორ ჰგონიათ, რომ გარშემო ყველას შურს მათი.

სხვანაირად შეუძლებელიცაა! ია მაკასარაშვილის დონის გონებრივად განუვითარებელი საბრალო არსებისთვის თბილისის საკრებულოს დეპუტატობა მართლაც სამყაროს მბრძანებლობის ტოლფასია და არც არის გასაკვირი, მისი მენტალობის ადამიანი ასე გადარეული, თვალზე ლიბრგადაკრული და ჭკუაზე გადასული რომ იყოს იმით, რა მდგომარეობასაც მიაღწია ცხოვრებაში.

საქმე ის არის, რომ ამაზე მმართველი ძალის “დიდმა ბოსებმა” უნდა იფიქრონ და, თუკი ისინი მაკასარაშვილის მსგავსი ხეპრე და მძიმე სიჩლუნგით შეპყრობილი მაჟორიტარებით ფიქრობენ 2016 წლის საპარლამენტო ან კიდევ მოდევნო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, სახარბიელო პროგნოზის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

არგუმენტი” #2 – “ვარდზე მეტი ეკლები აქვს სავარძლებს”!

“სამგორის რისხვა” _ ია მაკასარაშვილის “ფეისბუქგვერდი”, შეიძლება ითქვას, საჯარო მოხელე მორატრატე დედაკაცთა “სიბრძნის წყაროა”. რა აზრებს არ წააწყდებით აქ, რომლებიც, ძირითადად, ვაზელინის წასმის კლასიკური ნიმუშებია, თუმცა, როგორც ეტყობა, ზოგჯერ მაინც “გაეპარება” ხოლმე ვიღაცის “შარიანი” კომენტარი და, აი, სწორედ ასეთი “ინტრიგანის” კომენტარის პასუხში გადავაწყდით კიდეც ისეთ უკვდავ აზრს, რომლის ფართო მასების თვალებამდე და ყურებამდე არმიტანა დანაშაულად მიგვაჩნია!

დაუნახაობა ზოგჯერ სავარძლებზე წამოსკუპებულებსაც სჭირთ. კარგად შეარჩიონ კადრები”-! _ როგორღაც წამოსცდა ერთერთფეისბუქფრენდსდა, რა თქმა უნდა, მაკასარაშვილისდაქალოჩკასაჯარო მოხელეებმაც არ დააყოვნეს.

“ვისაც ჰგონია, რომ სავარძელი თბილი და ტკბილია, ცდება! სავარძელი მძიმე და უმადურია!” _ მსწრაფლ გამოეპასუხა მას ვინმე მანანა შავთვალაძე, რომელიც თურმე პარლამენტში მუშაობს და რომელსაც “პროფილის ფოტოდ” საკუთარ კაბინეტში, დიდ შავ სავარძელში გადაღებული ფოტო უდევს, მაგრამ ეს თქვენ “უზრუნველი” და “საოცნებო” სავარძელი არ გეგონოთ!

“ეს სავარძელი ძალიან მძიმე და ეკლიანია!” _ ამძაფრებს სიუჟეტს მომდევნო კომენტარში მანანა შავთვალაძე და, ვიდრე თვალზე ცრემლი მოგვადგება, სჯობს, მისი კომენტარების კითხვა შევწყვიტოთ!

ნუთუ არ რცხვენია ქართველ ხალხს, ამ ერისთვის თავგადადებულ ქალებს ასე ურცხვად რომ იმეტებენ ამ სულისშემხუთავი კაბინეტებისა და ეკლიანი სავარძლებისთვის?!

იქნებ მოიძებნოს ვინმე ღვთისნიერი და ააღლიტოს ამეკლიანსავარძელს ერისთვის თავდადებული მხევალი ღვთისა მანანა შავთვალაძე?! იქნებ როგორმე დაითანხმოთ, რომ არ არის აუცილებელი, ასეთი ტანჯვა გაწიოს და იქნებ გამოიტყუოთ კაბინეტიდან?

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/N-bakur-2-screen.jpg

ისე, მე თუ მკითხავთ, ვხედავ დიდ აუცილებლობას იმისა, რომ შეიქმნას სპეციალური სამსახური, რომელიც რამენიარად აარიდებს ჩვენს საჯარო მოხელეებს ამხელა ტანჯვა-ვაებას და მათ ყოფას შეუმსუბუქებს. ფაქტია, ეს პოზა (“სავარძელი ეკლიანია” “კაბინეტი სულს გვიხუთავს” და “თანამდებობა ტვირთია”) ძალიან გავრცელებულია “ოცნების” უსაქმურთა ბანდაში.

თანაც, ისინი იმხელა თავდადებას იჩენენ ქვეყნისა და ერისადმი, რომ საკუთარი ნებით სავარძლებიდან უკანალების აწევას და კაბინეტებიდან გამონარნარებას არ აპირებენ, _ როგორც ჩემი უმადური ხალხი იტანჯება, მეც ისე უნდა დავიტანჯოო!

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/N-bakur-2-screen-1.jpg

ამიტომ საჯარო მოხელეთა ეკლიანი სავარძლებიდან ამდღლეზი სამსახურიგადაუდებელი აუცილებლობაა ამ ქვეყანაში!

არგუმენტი” #3 _ “შენი ფავორიტი ჩვენზე უარესია

აი, ეს ყველაზე უფრო “ხადავოი” ფრაზაა მაშინ, როდესაც საჯარო კამათში შემოსულ საჯარო მოხელეებს სათქმელი აღარაფერი აქვთ. ისინი ვეღარაფერს ამბობენ საკუთარ თავზე და გადადიან იმის “შეხსენებაზე”, შენ ოდესღაც რომელ პოლიტიკურ ლიდერს უჭერდი მხარს. განსაკუთრებით სასაცილოები მაშინ ხდებიან, როდესაც ცდილობენ, როგორმე შენი “ნაციონალური წარსული” შეაკოწიწონ და გაგახსენონ! აქ ორი რამ არის სასაცილო: ერთი ის, რომ ძალიან წვალობენ შენი “ნაციონალური წარსულის” გამოგონებისას, რადგან ხელჩასაჭიდს რეალურად ვერაფერს პოულობენ; ხოლო მეორეა ის, რომ, რომც გამოგიგონონ, “კოჰაბიტაციის” შემოქმედი და ბობოლა “ნაცების” თანამდებობებზე დამწინაურებელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლისგან “ნაცურ წარსულში” ბრალდება მხოლოდ ხარხარის საბაბი შეიძლება იყოს.

ეს რაც შეეხება “ნაცურ წარსულს”, მაგრამ, თუ ისეთი ცნობილი “ანტინაცი” ხარ, რომ მსგავსი რამის დაბრალებას შენთვის ყველაზე უფრო უნამუსო “ქოციც” კი ვერ ბედავს, აგერ არ არის სხვა პოლიტიკური პარტიები? მიდი! მე შენ გეტყვი, ვერ გაიწყვეტს ია მაკასარაშვილისნაირი რეგვენი შუბლის ძარღვს და ვერ დაწერს რამე იდიოტობას თუ რა?! აი, თუნდაც: “ბაკურ სვანიძე მორალს რომ კითხულობს, მაგის ფავორიტკა ნინო ბურჯანაძე უნთებდა მიშას მწვანეს…”

ამ სრულიად იდიოტური ციტატის ბოლომდე აქ მოყვანა არ ღირს. თუ მაინცდამაინც დაგაინტერესათ, აგერაა “სქრინი” და ისიამოვნეთ!

“ფავორიტკა”, “მიშას მწვანეს უნთებდა” _ სხვა პარტიის ლიდერის მიმართ ასეთი უპასუხისმგებლო და ყოვლად უპატივცემულო გამოთქმები კარგად ასახავს საკრებულოს ამ დეპუტატის გონებრივი განვითარების დონეს. პრინციპში, საკრებულოში მას გვერდით უსხედან “ფავორიტკას” პარტიის წევრები და, მგონი, სჯობს, მათ ელაპარაკოს, როდის, როგორ და რანაირად “უნთებდა მწვანეს მიშას” ნინო ბურჯანაძე.

ჩემი “ფავორიტკა” კი იგი ნამდვილად არასდროს ყოფილა და, ზოგადად, არც არასოდეს მყოლია “ფავორიტკები” და “ფავორიტები”. მე სრულიად თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანი და ჟურნალისტი ვარ, მაკასარაშვილისნაირი სულით მონა არსებებისგან განსხვავებით, რომლებიც “ბელადების” გარეშე ვერ ძლებენ და მთელი მათი მყრალი ცხოვრება რომელიმე “ბელადის” ერთ ადგილზე მთხვევაზეა აწყობილი.

საიდან მოელანდა ამ ჩლუნგ ქალს, რომ მე ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური მხადამჭერი ვარ, ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, ეს არც ნინო ბურჯანაძემ იცის და გააგებინოთ ეგებ.

დასასრულ კი, მინდა, სრული სერიოზულობით მივმართო “ქართული ოცნების” ლიდერებს: მართლა ასეთი უწიგნური, ამაზრზენი და “მაფიოზა” კანდიდატებით აპირებთ შეხვდეთ 2016 წლის არჩევნებსაც? იმედს ვიტოვებ, ჩემი ეს შეკითხვა რიტორიკული არ აღმოჩნდება.

შენიშვნა: “სამგორის ალ კაპონემ” _ ია მაკასარაშვილმა, ასევე მისმა სხვა კოლეგებმა, საკუთარ “ფეისბუქპროფილებზე” გარედან დაკომენტარების ფუნქცია გამორთეს, ანუ მათ უკვე ვერც ერთი ამომრჩეველი ვეღარაფერს დაუწერს “კედელზე”. აი, ასეთი გამჭვირვალენი არიან ისინი!

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. kargi statiaa! es qali namdvilad goneba shezguduli chans… am yvelafers rom tavi davanebot misgan araertxel gamomjgavnebula nepotizmis faqtebi, magalitad q. tbilisis sakrebuloshi mas dasaqmebuli yavs sakutari qalishvili da meuglec, risi dokumenturi masalac gavrcelda internet sivrceshi da araarto es qali uwyobs nepotizms xels, aramed sxva deputatebic romlebic sakrebuloshi zian, qalbatoni Guliko Zumbadze da deputati Lia Jakhveladze romlis dokumentui faqtebic dges gavrcelda internet sivrceshi. ase rom arc aris gasakviri mati eseti gamoxtomebi da agresiuli sajaro gamosvlebi, dakavebul savardzlebamde vai vaglaxit miaxwies am xalxma da vazeliniga tu ushvelit tore saqmis keteba magat ar sheudzliat.

  2. DZALIAN DABALI DONIEA EG QALI DA SAERTOD OCNEBAS TU EGETI XALXIS IMEDI AQVS ARCHEVNEBZE KARGAD YOFILA MATI SAQME. SAERTOD PARTIEBSHI DEFICITIA KARGI KADREBIS, ARA MARTO OCNEBASHI ARAMED SXVA PARTIEBSHIC.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here