Home რუბრიკები პოლიტიკა ევროპარლამენტის დეპუტატმა ევროკავშირი ფარისევლობაში დაადანაშაულა

ევროპარლამენტის დეპუტატმა ევროკავშირი ფარისევლობაში დაადანაშაულა

507

ევროპარლამენტის დეპუტატმა საბერძნეთის პარტია “სახალხო ერთობიდან” _ ნიკოს ხენტისმა ევროკავშირის პოლიტიკას თურქეთის, აგრეთვე, ტერორიზმთან ბრძოლისა და მიგრაციული კრიზისის მიმართ ფარისევლური უწოდა.

 “ევროკავშირში დევნილთა მოზღვავებით შექმნილი კრიზისის მოგვარების პოლიტიკა შეიძლება ერთი სიტყვით დავახასიათოთ _ “ფარისევლობა”. თურქეთში G20-ის შეხვედრის ჩატარება ტეროროიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და დევნილთა საკითხებზე ისე, რომ არ ილაპარაკო ამ პრობლემების შექმნაში თურქეთის როლზე, ფარისევლობაა. არ აღიარო, რომ დევნილები გაურბიან ომს, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ ან რომელიც ჩვენი მოქმედებით არის გამოწვეული, ფარისევლობაა”, _ განაცხადა ნიკოს ხუნტისმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here