Home რუბრიკები საზოგადოება ავსტრიის ქალაქში შუქნიშნებიდან გეები მოაშორეს

ავსტრიის ქალაქში შუქნიშნებიდან გეები მოაშორეს

515

ავსტრიის ქალაქ ლინცში უარი თქვეს შუქნიშნებზე, რომლებზეც ერთნაირსქესიანი წყვილებია გამოსახული.

 “შუქნიშნები საგზაო მოძრაობის რეგულირებისთვისაა საჭირო და არა იმისათვის, რომ გასცეს რჩევები, როგორ უნდა იცხოვროთ”, _ ასე განმარტა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება ქალაქის საბჭოს დეპუტატმა “თავისუფლების პარტიიდან” _ მარკუს ჰაინმა. მისი თქმით, ავსტრიაში ისედაც ბევრი უფლება აქვს ადამიანს. მწვანეთა პარტიის წარმომადგენლებმა კი გეიშუქნიშნებზე უარის თქმას სამარცხვინო გადაწყვეტილება უწოდეს. “ბი-ბი-სი” იუწყება, რომ, ბევრი ინტერნეტმომხმარებლის აზრით, ეს გადაწყვეტილება ლინცს იმიჯს შეულახავს.

ავსტრიის სხვა ქალაქებში, მაგალითად, დედაქალაქ ვენაში, აგრეთვე, ზალცბურგში გეიშუქნიშნები კვლავ მუშაობს. ვენაში ასეთი შუქნიშანი პირველად 2015 წლის მაისში დადგეს, მუსიკალური კონკურსის _ “ევროვიზიის” დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.

ავსტრიაში აკრძალულია გეიქორწინებები, თუმცა 2010 წლიდან ლგბტ თემის წარმომადგენლებს შეუძლიათ “სამოქალაქო პარტნიორობა” გააფორმონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here