Home რუბრიკები საზოგადოება გაერო გაჭირვებულთა დასახმარებლად 20,1 მლრდ დოლარს ითხოვს

გაერო გაჭირვებულთა დასახმარებლად 20,1 მლრდ დოლარს ითხოვს

489

“2016 წელს 125 მლნ-ზე მეტ ადამიანს დასჭირდება ჰუმანიტარული დახმარება.  მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოყოს 20,1 მლრდ დოლარი ყველაზე გაჭირვებული 87,6 მლნ ადამიანის დასახმარებლად. ეს არის თანხა, რომელიც 5-ჯერ აღემატება ჩვენს 10 წლის წინანდელ მოთხოვნას. ეს არის ყველაზე დიდი მოწოდება, რომელიც კი ოდესმე გაკეთებულა”, _ განაცხადა ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ სტივენ ო’ბრაიენმა.

ჩამონათვალში იმ ქვეყნებისა, რომლებსაც გაერო 2016 წელს უნდა დაეხმაროს, არის 37 სახელმწიფო. მათ შორის ყველაზე მეტად უჭირს სირიას, ერაყს, სამხრეთ სუდანსა და იემენს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here