Home რუბრიკები პოლიტიკა თურქი გენერალი: ერდოღანი ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგება

თურქი გენერალი: ერდოღანი ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგება

513

თურქი გადამდგარი გენერალი ოსმან ოზბეკი თვლის, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგება სირიაში ტერორისტების მხარდაჭერის გამო.

ოსმან ოზბეკმა თურქულ ტელეარხ Ulusal  Canal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არსებობს საკმარისი სამხილები სასამართლოში ერდოღანის დანაშაულის დასამტკიცებლად. გენერალის აზრით, იმ პროკურორების, ოფიცრებისა და ჟურნალისტების დაპატიმრება, რომელთა მონაწილეობითაც დააკავეს სირიაში მოქმედი ტერორისტებისთვის განკუთვნილი იარაღით სავსე თურქეთის სპეცსამსახურების სატვირთო ავტომობილები, მოწმობს ერდოღანის შიშზე, რომ ჰააგის სასამართლოს წინაშე შეიძლება წარდგეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here