Home რუბრიკები პოლიტიკა დამანგრეველი დემოკრატია, “აღმაშენებელი” ჩერნოვეცკი და “მაინ კამპფი” ბავარიულად

დამანგრეველი დემოკრატია, “აღმაშენებელი” ჩერნოვეცკი და “მაინ კამპფი” ბავარიულად

721

ხშირად გვესმის კითხვები: ვის მხარეს ხართ _ რუსეთის თუ თურქეთის? ვაშინგტონის თუ მოსკოვის? დემოკრატიის თუ ტირანიის? და ასე შემდეგ; ან მოისმენთ ასეთ მსჯელობას: თუ აშშ წააგებს, რუსები დაგვცხებენ და დემოკრატია მოკვდებაო. არადა, სინამდვილეში დამანგრეველი სწორედ ამერიკული .. დემოკრატიაა.

ამერიკელები ნაპალმით ამკვიდრებდნენ დემოკრატიას ვიეტნამში, უმოწყალოდ ბომბავდნენ სერბეთს. “ძია სემის” მიერ მოწყობილმა “არაბულმა გაზაფხულმა” ყირაზე დააყენა მთელი არაბული სამყარო, გააჩინა მილიონობით ლტოლვილი, რომლებიც ევროპას მიაწყდნენ. რისთვის დაიღვარა ამდენი სისხლი და დატრიალდა უბედურება? _ იმისთვის, რომ ამ განუკითხაობისას უკეთ მიითვისოს ამა თუ იმ ქვეყნის ბუნებრივი რესურსები. დემოკრატია აქ არაფერ შუაშია!

მოსაზრება, რომ ნოყიერ ნიადაგზე დემოკრატიის დათესვაში ამერიკელებს რუსეთი უშლის ხელს და ამიტომ არაფერი გამოსდით, სასაცილოა. ამ შემთხვევაში, დემოკრატიაზე საუბარი ისეთივე აბსურდია, როგორც მეძავის უბიწოებაზე. ამერიკელები არ თესენ დემოკრატიას, ისინი ეუფლებიან ნაციონალურ სიმდიდრეს _ წიაღისეულს და ამ მხრივ ჯერჯერობით ყველაფერი გამოსდით. კაცმა რომ თქვას, ეროვნული სახელმწიფოების დაშლაგანადგურება ამერიკელების ბოროტი ახირება როდია. ეს რესურსების დეფიციტით გამოწვეული ცინიკური პოლიტიკაა. საიდუმლო არ არის, რომ პლანეტის რესურსები შეზღუდულია და ყველასთვის გალაღებული ცხოვრების უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის. ამერიკას სჭირდება მოხმარების იმ მაღალი დონის შენარჩუნება, რომელიც ამჟამად აქვს. ამისათვის სჭირდება სხვა ქვეყნებში არსებული რესურსების ხელში ჩაგდება და სულაც არ ადარდებს, მისი მომხვეჭელობით რომ გაღატაკდა მსოფლიოს ბევრი რეგიონი.

ვინ იქნება პლანეტის რესურსების განმკარგველი _ სწორედ ეს არის თანამედროვე მსოფლიოს საჯილდაო ქვა. დიდი ხანია, ამერიკელებმა შეიმუშავეს სამხედროპოლიტიკური სქემები, რომელთა საშუალებითაც მეტნაკლები წარმატებით ახერხებენ რესურსებით მდიდარი ქვეყნების განვითარების შეფერხებას, რათა მოხმარების ხარისხსა და რაოდენობაში კონკურენტი არ ჰყავდეთ. მეტიც _ საჭიროა ქაოსის გამოწვევა რესურსებით მდიდარ ქვეყნებში, რათა მათ ნაციონალურ სიმდიდრეს დაეპატრონონ. ამ მიზნით ამერიკელებმა ააოხრეს ლიბია, ერაყი, სირია და თითქმის ყველა ის სახელმწიფო, რომელიც ცდილობდა, თავისი ხალხის საკეთილდღეოდ განეკარგა თავისი ბუნებრივი რესურსები. ისინი ამერიკელებმა გახვიეს სამოქალაქო ომის ცეცხლში. უკრაინაც და საქართველოც აშშ სჭირდება, როგორც ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ. რატომ? რუსეთს ბევრი აქვს როგორც ენერგო, ასევე სხვა ბუნებრივი რესურსი, აგრეთვე, მათი საიმედოდ დაცვის საშუალებებიც. რუსეთს ლიბიასავით ვერ “დაჩაგრავ”, აქეთ არ მოგდოს. ამიტომ, რუსეთის გასაღიზიანებლად მის საზღვართან უნდა მოაწყო ხანძარი, რომელიც მუდმივად იგიზგიზებს. სწორედ ამ მზაკვრული განძრახვის მსხვერპლი შეიქნა ჯერ საქართველო, ახლა კი – უკრაინა.

ამ ფონზე საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ არ უნდა იამაყოს აშშ-ის მოკავშირეობით, ანუ რუსეთის გამაღიზიანებელი ინსტრუმენტის როლით. მთავარია, საგარეო პოლიტიკის ძალისხმევა მივმართოთ იქით, რომ შევინარჩუნოთ სახელმწიფო, როგორც თვითმყოფადი ერთეული და ბუნებრივი (რომელიც არც ისე ბევრი გვაქვს) და გეოპოლიტიკური რესურსები საკუთარ ინტერესებს დავუქვემდებაროთ. ბუნებრივია, ამ ყველაფერს ამერიკელების მოკავშირეობით ვერ შევინარჩუნებთ, რაც თვალნათლივ დაგვანახვა 2008 წლის აგვისტომ. აუცილებელია, აშშ-ის მიერ ეროვნული სახელმწიფოების მიმართ გაჩაღებულ ომში მივემხროთ იმ ვექტორს, რომელიც ბუნებრივი განვითარების, თვითმყოფადობის შენარჩუნების გარანტიას მოგვცემს.

მორიგი მილიარდერიოცნებისმაგივრადბედნიერებასგვპირდება

ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშადა დღევანდელ პოსტსაბჭოურ სივრცეში ახალმოვლენილიოსტაპ ბენდერები”?

კიევის ყოფილი მერი, დიდი ქონების პატრონი ლეონიდ ჩერნოვიცკი პოლიტიკური პარტიებით დახუნძლულ საქართველოში კიდევ ერთ პარტიას ქმნის. თავისი კოლეგის (ფულის მიხედვით) _ ივანიშვილისგან განსხვავებით, ექსმერი ოცნებისკენ არ მოგვიწოდებს, მხოლოდ _ ბედნიერებისკენ. პარტიასაც “ბედნიერი საქართველო” უწოდა. როგორ აპირებს “ოსტაპ” ჩერნოვიცკი საქართველოს გაბედნიერებას? _ სახელმწიფო ქონების პრივატიზებით! “რა საჭიროა ამდენი სამინისტროს შენობა? _ სვამს კითხვას ჩერნოვიცკი, _ გადასახადებმა უნდა მოიმატოს მდიდრებისთვის, ვისაც ძვირად ღირებული მანქანები ჰყავს, ფულიც მათ უნდა გადაიხადონო. და, აი, ასეთი გზით ამოღებული ფულით აპირებს პენსიის ხუთას ლარამდე გაზრდას. თუმცა, როდესაც ახსენა “სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია”, კახაბერ ბენდუქიძის აჩრდილმა გამიელვა თვალწინ. განსვენებულმა ეკონომიკის ექსმინისტრმა “სახელმწიფო ქონების” პრივატიზაციასთან ერთად, ქვეყნისთვის უსარგებლოდ, თავისი სინდისიც გაყიდა, ხოლო სული ეშმაკს ჩააბარა!

ასე რომ, ძვირფასო პენსიონერებო, ფხიზლად იყავით! ვიდრე საქართველოს უცხო ქვეყნის მარიონეტები მართავენ, ვერც ღირსეულ პენსიას ეღირსებით, ვერც თქვენ, ახალგაზრდებო _ სამუშაო ადგილებს. დასავლელმა პარტნიორებმა ევროპის “ბაზრის” მისადგომებთან ხელგაწვდენილი დაგვტოვეს.

რაც შეეხება ლეონიდ ჩერნოვიცკის, ასეთ “დიდ კომბინატორებს,” ალბათ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც გამოგვიგზავნიან!

პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მიცემის მცდელობა, როგორც ხელისუფლების

მორიგი ფანდი

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც ჩანს, სერიოზულად გადაწყვიტა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის უფუნქციოდ დატოვება და რამდენიმე დღის წინათ მოუწოდა პრეზიდენტსა და პარლამენტს, იმსჯელონ პატრიარქისთვის შეწყალების უფლების გადაცემის საკითხზე.

საკვირველია პრემიერის მიმართვა, რადგან, ვინ-ვინ და, ბატონმა ღარიბაშვილმა უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს მეთაურს კონსტიტუციის რომელიმე მუხლის შეცვლის უფლება არ აქვს. კონსტიტუციის მშვენივრად იცის პრემიერმა, რომ პატრიარქისთვის შეწყალების უფლების გადაცემის ფაქტს “ომს” გამოუცხადებენ “ნაციონალები”, რესპუბლიკელები და უამრავი, უცხოეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები. და მთავარი _ ამ ე.წ. ინიციატივით ირღვევა კონკორდატი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს სახელმწიფოს და ეკლესიის უფლება-მოვალეობებს.

საკითხავია, რისთვის დასჭირდა პრემიერ ღარიბაშვილს მიმართვა პრეზიდენტისა და პარლამენტისადმი? პასუხი _ მძიმე სოციალური ვითარებიდან მოსახლეობის ყურადღების კიდევ ერთხელ გადასატანად.

ისე, შეწყალების უფლების მინიჭება პატრიარქისთვის მიზანშეუწონელია. ის ხომ ერის სულიერი მამაა და, როგორც მამას უყვარს თითოეული შვილი, მათ შორის, ყველაზე უვარგისიც, დღედაღამ საჯაროდ რომ ლანძღავს მის უწმინდესობას. ჰოდა, ამ უფლების მინიჭებისთანავე, საქართველოს ციხეები დაცარიელდება და პენიტენციური სისტემის მრავალრიცხოვანი მუშაკები ქუჩაში ულუკმაპუროდ აღმოჩნდებიან.

ჰიტლერის “Mein Kampf”-ის ხელახლა გამოცემა და ნაგავსაყრელზე მიგდებული

სტალინის ძეგლი

მიუნხენის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტი 2016 წლის იანვრიდან ხელახლა გამოსცემს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი დამნაშავის _ ადოლფ ჰიტლერისმაინ კამფს” ( Mein Kampf _ჩემი ბრძოლა).

ფიურერის “ნაოფლარი” დაიბეჭდება ორ ტომად, დაიტევს თითქმის ორი ათასს გვერდს და ეღირება 59 ევრო. პირველი ტირაჟი შეადგენს ოთხ ათასს ეგზემპლარს.

ორიგინალურ ტექსტს დაერთვება კრიტიკული კომენტარები, რადგან “ნაშრომს” ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ანტისემიტიზმი. გამომცემელი თვლის, რომ ჰიტლერის ბევრი სიტყვა და გამონათქვამი გაუგებარი იქნება თანამედოვე მკითხველისთვის.

“მაინ კამპფის” ხელახლა გამოცემის გეგმამ აღაშფოთა გერმანიის ებრაული სათვისტომოს წარმომადგენლები, რომლებმაც წიგნს საშიში უწოდეს. თუმცა, თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტში აღნიშნავენ: წიგნი ხელახლა იმიტომ იბეჭდება, რომ გაიფანტოს ის მითქმა-მოთქმა და მითები, რომლებიც “მაინ კამპფს” ახლავსო, ასევე, დავარწმუნოთ მკითხველი ჰიტლერის თეზისების უაზრობაშიო.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ “მაინ კამპფზე” საავტორო უფლებები ეკუთვნოდა ფედერალური მიწის _ ბავარიის _ მთავრობას, მაგრამ ბოლო 70 წლის განმავლობაში ამ წიგნის გამოცემას კრძალავდნენ, რითაც პატივს სცემდნენ ნაციზმის მსხვერპლს. თუმცა, 2016 წლის 1 იანვარს ვადა გაუვა საავტორო უფლებების დაცვას და ჰიტლერის ნაშრომის გამოცემა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

ცნობისთვის: “მაინ კამპფიჰიტლერმა დაწერა ციხეში ყოფნისას, გასული საუკუნის 20-იან წლებში. ავტობიოგარფიულ ნაშრომში გერმანელი ხალხის ბელადი აყალიბებს და პროპაგანდას უწევს ნაციონალსოციალიზმის იდეებს.

დაკვირვებული მკითხველი, რა თქმა უნდა, არ დაუჯერებს გამომცემელს,_ ხელახლა იმიტომ ვბეჭდავთ წიგნს, რომგავფანტოთ ის მითქმამოთქმა და მითები, რომლებიცმაინ კამპფსახლავს”. ამ ნაბოდვარის გამოცემა, რომელიც კათმოძულეობით არის გაჟღენთილი, ფაშიზმის გამართლების, აღორძინების და დამკვიდრების შორს მიმავალი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ფაშიზმის გამართლება კი მისი სულის ჩამდგმელის _ ჰიტლერის გათეთრებით უნდა დაიწყოს და, საბოლოოდ, 60 მილიონი ადამიანის მკვლელი თავად უნდა გამოცხადდესსტალინურ რეჟიმთანბრძოლაშიგმირულად დაღუპულ კეთილშობილ რაინდად”…

ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სახელმწიფო ბოროტმოქმედის, ამერიკელი მარიონეტის, სულიერად და ფიზიკურად გახრწნილი სააკაშვილის მიერ 2010 წელს, ღამით, სტალინის ძეგლის დამხობა გორში და 2016 წელს ჰიტლერისმაინ კამპფისხელახლად გამოცემა ერთი დანაშაულებრივი ჯაჭვის რგოლია! აქ გახსენდება იულიუს ფუჩიკის სიტყვები: “ადამიანებო, იყავით ფხიზლად!”

გიორგი კორძაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here