Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოკრატიის სახელით

უზნეობა დემოკრატიის სახელით

556

ფიტნესის ინსტრუქტორს თავისი შვილის 15 წლის მეგობართან სექსისთვის ციხეში მუშაობა მიუსაჯეს

“აშშ-ში, დელავერის შტატში გაასამართლეს ფიტნესის 48 წლის ინსტრუქტორი, ყოფილი ჩირლიდერი მოლი შეტაკი, რომელიც დამნაშავედ ცნეს პედოფილიაში. 48 წლის სპორტსმენმა ქალმა, რომელიც დაქორწინებული იყო ენერგეტიკული კამპანიის ხელმძღვანელზე, ორალური მეთოდით იძალადა თავისი შვილის 15 წლის მეგობარზე”, _ იუწყება USA Today.

მოლი შეტაკს შვილის მეგობართან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა თავის აგარაკზე ბეტანი-ბიჩიში, სადაც ახალგაზრდები ნაციონალურ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. როგორც სამართალდამცველებმა გაარკვიეს, სამი შვილის დედას _ მოლი შეტაკსა და 15 წლის ყმაწვილს რამდენჯერმე ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობა ავტომობილში.

ქალს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ სასამართლომ სასჯელი შეუმსუბუქა და ახლა მან 2 წლის განმავლობაში, ყოველ ორ კვირაში ერთხელ სამუშაოები უნდა შეასრულოს პენიტენციურ სისტემაში. ამის გარდა, მოლი შეტაკმა 10 ათასი დოლარი დადაუხადა “დაზარალებულის” ოჯახს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/goris-tavebi.jpg

ჰოლანდიელები ღორის თავებით მიესალმნენ მიგრანტებს

ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეში, გერმანიის საზღვართან, მიგრანტებისთვის მშენებარე ცენტრის ტერიტორიაზე ღორის თავები იპოვეს.

ღორის 9 თავი დადებული იყო მშენებარე ცენტრის ღობის კონსტრუქციაზე, ოთხი მიწაზე ეყარა, ერთი კი ჰოლანდიელებმა ახლომდებარე შუქნიშანზე ჩამოაცვეს.

ლტოლვილთა საქმეების გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოს განცხადებით, 2015 წელს ევროპაში 500 ათასზე მეტი მიგრანტი გადაბარგდა (ჰოლანდიაში 23,5 ათასი), ძირითადად _ ახლო აღმოსავლეთისა და მაღრიბის ქვეყნებიდან. მათი უმრავლესობა მუსლიმანია, რომლებიც თვლიან, რომ ღორი უწმინდური ცხოველია.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/fast-fudis-gamo.jpg

ამერიკელმა ფასტფუდის გამო მამა მოკლა, დედა კი დაჭრა

“ლუიზიანის შტატის (აშშ) მცხოვრები მამის მკვლელობისა და დედის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს”, _ იუწყება ამერიკული გამოცემა New York Daily News-ი.

ინციდენტი მოხდა ამა წლის 25 ნოემბერს. 58 წლის პერსივალ პრიტჩეტი საკუთარ სახლში დანით აკუწეს, მისი ცოლი 57 წლის რენტა პრიტეჩტი კი რამდენჯერმე დაჭრეს. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად მძიმე არ არის.

დანაშაულში ეჭვმიტანილია მათი ვაჟი, 32 წლის რონალდ პრიტჩეტი. პოლიციელთა განცხადებით, თავდასხმის მიზეზი იყო ის, რომ მშობლებმა მხოლოდ თავიანთვის შეუკვეთეს ფასტფუდი, შვილს კი არაფერი შეხვდა.

ეჭვმიტანილი ინციდენტიდან მეორე დღეს დააკავეს ნათესავის ბინაში.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/florideli-mtacebeli-jenifer.jpg

ფლორიდელი “მტაცებელი”

2015 წლის 3 ივლისს ქალაქ ბარტოუს (ფლორიდის შტატი, აშშ) სასამართლომ ინგლისური ენის მასწავლებელ ქალს, რომელიც “სექსუალური განათლების” გაკვეთილებს უტარებდა თავის სამ 17 წლის მოსწავლეს, განაჩენი გამოუტანა _ თავისუფლების აღკვეთა 22 წლით.

ჯენიფერ ფიხტერი 2014 წლის აპრილში დააპატიმრეს 17 წლის ჭაბუკთან სექსუალური კავშირისთვის, რომელთანაც ურთიერთობა 2011 წელს დაიწყო. ამ ამბის გახმაურების შემდეგ ქალის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა მისმა ორმა ყოფილმა მოსწავლემ.

მოსამართლე განაჩენის გამოცხადებისას ეპითეტებს არ იშურებდა. მან ფიხტერს “მტაცებელი” უწოდა. არასრუწლოვანთან სექსუალური ურთიერთობის გამო “მტაცებელი” პირველად 2008 წელს გაეხვია სკანდალში, მაგრამ საქმე სასამართლომდე არ მისულა და მასწავლებლის სამსახურიდან “საკუთარი სურვილით” გათავისუფლებით დასრულდა. 2011 წელს ფიხტერი ქალაქ ლეიკლენდის სკოლაში აიყვანეს მასწავლებლად, მაგრამ ერთი თვეც არ იყო გასული, რომ 17 წლის მოსწავლეებთან გააბა რომანი.

აღსანიშნავია, რომ ჯენიფერ ფიხტერმა ციხეში 22 წელი უნდა გაატაროს, 1 წლით ნაკლები ტერორისტ ანდრეს ბრეივიკზე, რომელმაც ნორვეგიაში 77 უდანაშაულო ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/6465464654.jpg

რელიგიური სკოლის მასწავლებელი მოსწავლესთან სექსუალური ურთიერთობისთვის დააპატიმრეს

ქალაქ მობილის (შტატი ალაბამა, აშშ) რელიგიური სკოლის 33 წლის მასწავლებელი ქალი კრისტინა ბაზბი არასრულწლოვან მოსწავლესთან სექსუალური ურთიერთობის ბრალდებით დააპატიმრეს.

აკრძალული სიყვარულის შესახებ პოლიციელებმა შეიტყვეს ეს-ემ-ეს მიმოწერიდან, რომლის მიხედვითაც მასწავლებელ ქალსა და მოსწავლეს შორის სექსუალური ურთიერთობა ამა წლის გაზაფხულზე დაიწყო.

ქალაქ მობილის შერიფის განცხადებით, “შეუფერებელი ურთიერთობის” შესახებ აკადემია Faith-ს (“რწმენა”) კურსდამთავრებულის დედამ აცნობა. ქალმა სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებსაც მოუყვა თავისი შვილისა და მასწავლებლის სექსუალური ურთიერთობის შესახებ.

17 წლის ყმაწვილი და 33 წლის მასწავლებელი ერთმანეთს მასწავლებლის ბინაში ხვდებოდნენ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/amerikeli-sazogadoeba--es.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/amerikuli-demokratia.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/amerikuli-demokratia---es-a.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/mshvidobiken-mowodeba-ameri.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/qalis-silamaze-evropaShi.jpg


1 COMMENT

  1. აღსანიშნავია, რომ ჯენიფერ ფიხტერმა ციხეში 22 წელი უნდა გაატაროს, 1 წლით ნაკლები ტერორისტ ანდრეს ბრეივიკზე, რომელმაც ნორვეგიაში 77 უდანაშაულო ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. ეს ყველაერი 17 წლის ვაჟებთან ურთიერთობის გამო,მაშინ როცა ქალს ქალთან რომ ჰქონოდა ეს ურთიერთობა არაფერს მიცემდნენ პატიმრობით. აქ ყველაფერი უკუღმაა უკუღმაა ასინეთა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here