Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკული დემოტრაკიის რუპორები

ამერიკული დემოტრაკიის რუპორები

488

დემოკრატია გინდებლარიენ?” _ With Pleasure

ვინ მოთვლის, რამდენი უბედურება გადაუტანია საქართველოს თავისი არსებობის განმავლობაში, განსაკუთრებით _ დასავლური ფასეულობებისკენ სწრაფვის ბოლო წლებში; .. ამერიკული დემოკრატიის დამცველთა რამდენი სისულელე მოუსმენია მიამიტურად თუ ბოროტი მიზნებით ნათქვამი, მაგრამ ის, რაც ორიოდე დღის წინათ განაცხადეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სამპროცენტიანი რეიტინგის მქონე რესპუბლიკელების წარმომადგენელმა პაატა ზაქარეიშვილმა და უამრავი დანაშაულის ჩამდენინაციონალური მოძრაობისერთერთმასახემ”, მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ამჟამადრუსთავი 2”-ის შეფმა ნიკა გვარამიამ, ყოველგვარ ზღვარს სცდება.

აი, რა განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა:

“დღეს ჩვენი ხელისუფლების ამოცანა არის არა სტატუსის (აფხაზეთის, აფხაზების _ რედ.) განსაზღვრა, არამედ მთავარი ამოცანაა, რამე შეცდომა არ დავუშვათ და რუსეთმა ახალ პროვოკაციაში არ ჩაგვითრიოს. სულ ასე აღარ იქნება. საქართველო მშვიდობიანად განვითარდება, გახდება ევროპული სახელმწიფო და მერე დაუდგება სტატუსის განსაზღვრის ამოცანა. მანამდე საზოგადოებაში უნდა იყოს მსჯელობა ამ თემაზე და არა მთავრობაში. საზოგადოება მომწიფებული უნდა იყოს იმ დროისთვის, როცა დადგება საკითხი, როგორი მოწყობა გვინდა საქართველოში. ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა _ ეს არის საბჭოთა კავშირი. რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი და სხვა გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა. ჩვენს თაობას არ გვახსოვს, ყოველ შემთხვევაში, ანუ დღევანდელ ევროპულ რეალობაში ეს არ ყოფილა. ამიტომ, გვინდა, ერთია და როგორ ვაპირებთ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას _ მეორე”.

აი, ასე გადაუსვა ხაზი პაატა ზაქარეიშვილმა საქართველოს ისტორიას, აი ასე დაგვანახვა “ევროპული რეალობა” ამერიკელების მითითებით “ქართული ოცნების” თავკაცის ხელდასხმულმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, რომლის უპირველესი ფუნქცია და ამოცანა “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა, ლტოლვილთა და მათი შთამომავლების უსაფრთხო, უპირობო და ღირსეული დაბრუნების, უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობაა”.

აი, ეს არის ამერიკული დემოტრაკიით გაზულუქებული მინისტრის აზრი საქართველოს ძირძველ მიწაზე, სადაც უამრავი ქართველის სისხლია დაღვრილი. თუ აფხაზეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს ნაწილი, მაშ, რისთვის ვიბრძოდით იქ ან რატომ არის პაატა ზაქარეიშვილი დევნილთა აფხაზეთში ღირსეულად დაბრუნების საკითხთა სახელმწიფო მინისტრი? _ იმიტომ, რომ კარგი ხელფასი ჰქონდეს (პენსიონერის ხელფასზე 20-ჯერ მეტი), პრემიებიც გამოიწეროს და მანქანა ემსახურებოდეს?!

ახლა კი ნიკა გვარამიას ფრთიანი ფრაზები (სტილი დაცულია):

“ვუყურებ ვოქსპოპს შაბათის კურიერში, თემაზე, რამდენად ადეკვატური იყო თურქეთის რეაქცია რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევაზე. ჩემი დაკვირვებით:

1. ქართველი ქალები (საბჭოთა კავშირში დაბადებულები) ბევრად გამბედავად გამოთქვამენ რუსეთის საწინააღმდეგო მოსაზრებებს, ვიდრე მამაკაცები, რომლებიც რაც უფრო ხანდაზმული _ მით უფრო შეშინებული.

2. კახეთი და აჭარა განსაკუთრებით პრორუსულ განწყობებს ავლენენ. ხოდა, ეს დაბალრენტაბელური და დაბალხარისხიანი ყურძენი და მანდარინი (რომლის გასაღების ერთადერთ ბაზრად განიხილება რუსეთი) არა მარტო ეკონომიკური დაცემის აგენტებია, არამედ სტრატეგიული საშიშროებისაც. დროზე თუ არ მოვიშორეთ, არც ეკონომიკას ეშველება და არც უსაშიშეს რუსეთზე ნოსტალგიას. P.S. და ამ დროს, უკვე თითქმის მოშორებულ ჩაის ისევ გაცოცხლებას უპირებს მოქმედი მთავრობა”.

აი, რას ნიშნავს დემოკრატია და თავისუფლება ამერიკულად! ამ მართლა აგენტსა და სისხლში ამოთხვრილი “ნაცმოძრაობის” შეფის, მიხეილ სააკაშვილის ხელისბიჭს, რომელიც თავის შეფთან ერთად გეგმავდა, სიტყვის თავისუფლების დაცვის საბაბით, როგორ მოეწყოთ არეულობა ქვეყანაში ბავშვიანი დედის მკვლელობით, ჰგონია, რომ ხალხს დაავიწყდა, ვინ იყო მთავარი პროკურორის მოადგილე, რომელმაც 2007 წელს ტელეკომპანია “იმედის” დარბევა და ჟურნალისტის ცემა “გააპრავა”, ვინ წერდა სცენარებს, რომლის მიხედვითაც სრულიად უდანაშაულო ადამიანებს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით იჭერდნენ.

ზაქარეიშვილსა და გვარამიას ამ ფრაზების მიზანი არის ერთადერთი _ რუსეთის წარმოჩენა საფრთხედ. რუსეთი, მხოლოდ რუსეთი არის საქართველოს ყველა უბედურების სათავე, ამერიკა კი, რომელიც მიშა სააკაშვილის რეჟიმსდემოკრატიის შუქურასუწოდებდა, საქართველოს ამყვავებელია და სწორედ ამერიკა დაგვიცავს, თუ მის მიერვე პროვოცირებული დაპირისპირება რუსეთსა და თურქეთს შორის (ისევე როგორც უკრაინასა და რუსეთს შორის) ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება; ამერიკა, რომელმაცვარდების რევოლუციამოგვიწყო და 9 წლის განმავლობაში თავზე დაგვასვა სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმი, ამერიკა, რომელმაც, სადაც კი ფეხი დაადგა, ყველგან სისხლის გუბეები დააყენა.

ისე, გვარამიასა და სააკაშვილს აჭარაც და კახეთიც რომ გაეჩუქებინა (თუმცა აჭარა თითქმის გააჩუქეს) ისევე, როგორც კოდორის ხეობა და სამაჩაბლოსრამდენიმე სოფელი”, ვაზის, მანდარინისა და ჩაის პრობლემაც აღარ ექნებოდათ ამ საქართველოზე დამაშვრალპატრიოტებს”.

ჰო, ავჩეხოთ ვაზი, მანდარინი, ჩაი და ამერიკული დემოკრატიის შესაბამისად მოვამრავლოთ საროსკიპოები, პედერასტები, ლესბოსელები და ისედაც დაცოტავებულ საქართველოში ქართველი საერთოდ აღარ დარჩება. აი, ასეთი “დემოკრატია უნდებლარიან” (როგორც თავის დროზე თქვა შს ყოფილმა მინისტრმა შოთა გორგოძემ) ზაქარეიშვილსა და გვარამიას.

* სახელმწიფო მინისტრი (თანაც, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების დევნილებისა და ლტოლვილების საკითხების), რომელიც ამტკიცებს, რომ “აფხაზეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში”, ან სრული უვიცია, ან საქართველოს მტერი, რომელსაც ოდნავადაც არ ანაღვლებს აფხაზეთიდან დევნილი 250 ათასზე მეტი ადამიანის ბედი.

* ადამიანი, რომელიც ქართველებს საქართველოში _ ღვინის სამშობლოში _ ვაზის აჩეხვისა და მანდარინისა და ჩაის განადგურებისკენ მოუწოდებს, ამას იმით ხსნის, რომ ყურძენი, მანდარინი და ჩაი “უსაშიშეს რუსეთზე ნოსტალგიას” აღძრავსო _ უვიცი არ არის, ის საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალის ინტერესებს ემსახურება და ისევე, როგორც სააკაშვილი, ამერიკის “ძაღლიშვილია”.

* ადამიანები, რომლებიც კვლავაც მხარს უჭერენ სააკაშვილსა და “ნაცმოძრაობას”, მიუხედავად 9-წლიანი ძალადობისა და სააკაშვილის დარიგებისა “ბავშვიანი ქალი უნდა მოკლან”-ო, ან “თავისუფალი სიტყვის ბაირახტარი”, ხალხზე გამარჯვებული ტელევიზიის მიერ არიან ზომბირებულები, ან ისინიც ამერიკელთა “ძაღლიშვილები არიან”. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here