Home რუბრიკები პოლიტიკა ელიზბარ ჯაველიძე: გუგული რის გუგული იქნებოდა, “ნაცების” ბუდეში რომ დარჩენილიყო?!

ელიზბარ ჯაველიძე: გუგული რის გუგული იქნებოდა, “ნაცების” ბუდეში რომ დარჩენილიყო?!

693

მცოდნე ადამიანი საჯარო სამსახურში 2000 ლარად არ გაჩერდება”, “მე დავიმსახურე ჯიპით სიარული”, “სახელმწიფო ვალდებული არ არის, ადამიანების დასაქმებაზე იზრუნოს, საბჭოთა წყობა ხომ არ არის?!” “ხალხის მუქარის არავის ეშინია” _ ეს ფრაზები პარლამენტარ გუგული მაღრაძეს ეკუთვნის, რომელიც სწორედ ასეთი გამონათქვამებით ახსენებს თავს ამომრჩეველს. შევეცადეთ, პარლამენტარი გუგული მაღრაძისთვის სხვა რაკურსით შეგვეხედა და გაგვერკვია, რით დაიმსახურა მანჯიპით სიარული”, პარლამენტარობა და ხალხისთვის ჭკუის დარიგება. ამ თემაზე სასაუბროდ აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს ვესტუმრეთ.

_ ორი დღეა, ქართველი საზოგადოება პარლამენტარ გუგული მაღრაძისსაინტერესოგამონათქვამებს ისმენს. “ხალხის მუქარის არავის ეშინია”, “რა ვალდებულია სახელმწიფო, რომ ხალხს სამუშაო ადგილები მისცესდა .. რას ეტყვით გუგული მაღრაძეს, რა დამსახურებისთვის უნდა იაროს ჯიპით?

_ გუგული მაღრაძის ანატომია შესწავლილი და გაშიშვლებული მაქვს. ის არასერიოზული ქალბატონია. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები დღეს ხელისუფლებაში არიან. მათ არ ადარდებთ ქვეყნისა და მოსახლეობის ბედი. გუგული მაღრაძე საკუთარი კეთილდღეობისთვის სამშობლოს გაწირავს.

მაღრაძე არანაირი მეცნიერი არ არის, სამი დიპლომი აქვს და ვერც ერთი მეცნიერება საფუძვლიანად ვერ შეისწავლა.

საწუხაროა, რომ დღეს ამგვარი “მოღვაწეები” უფრო მომრავლდნენ, ვიდრე ღირსეული, ერის ბედზე მჭმუნვარე მამულიშვილები. ეს ფარისეველნი, თავი მსოფლიოსა და კაცობრიობის ქომაგებად რომ მოაქვთ, არ ვიცი _ სამშობლოს სიძულვილის, არ ვიცი _ ხელმოცარულობის, უნიჭობისა და თუ შურის, არ ვიცი _ უცხოელმეცენატთადავალებისა და საკუთარი კარიერის გამო, ენებს ასარსალებენ, აკადემიისა და აკადემიკოსების დამცრობა სურთ და ჩასაფრებულნი _ ორღობიდან, ტელეეკრანიდან, სამინისტროსა თუ პარლამენტის ტრიბუნიდან _ ტალახს ესვრიან ღვაწლმოსილ ადამიანებს.

ფარისეველთა არმიას ბოლო დღეებში შეემატა “ბალზაკის ასაკს” გვარიანად გადაცილებული, “წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალ ქარს” გამოყოლილი ქალბატონი გუგული მაღრაძე, რომელიც მოულოდნელად გამოხტა, როგორც კედლის საათიდან გუგული და დროების შესაბამისად შემოგვძახა _ გუგუ თუ კუკუ! რამდენიმე წლის წინათ კი ადამიანური ენით გვაუწყებდა, აკადემიის სისტემა საბჭოთა გადმონაშთია, თქვენ მისი ნარჩენები ხართ და დროა, კუთხეში მიიყუჟოთო ამის გამგონე აკადემიის წევრთა უმეტესობას გაახსენდებოდა ანდაზა: “ისეთმა ფურმა დამწიხლოს, რომელიც ჩემზე მეტს იწველიდესო”. ზოგიერთს კი უფრო შესატყვისი ხალხური სიბრძნე გაუელვებდა თავში _ “არამკითხე მოამბეო მიტყიპეს და მიაგდესო”…

მაგრამ, თუ ქალბატონი გუგულის მასას და მის ქალურ სინარნარეს გავითვალისწინებთ, ასე იოლი მისატყეპი და მისაგდები არ არის.

თუ ქალბატონი გუგულის ცხოვრების გზას თვალს გადავავლებთ, მისი ფსიქო-სოციალური ტიპის დადგენა გაძნელდება… ეს სიძნელე გამოწვეულია არა იმდენად მისი ფილოსოფიური თუ ფსიქოლოგიური აზროვნების სიღრმით, რამდენადაც დაუდევარი და მერყევი ხასიათითა და ქცევით, რომელიც ასევე მისი მოსახელე ფრინველის ბუნებას გვაგონებს _ სხვის ბუდეში კვერცხს რომ დებს, ბედის ანაბარა მიატოვებს და მერე სხვა, უფრო თბილ ბუდეში მოკალათდება კვერცხის დასადებად. სწორედგუგულის ქცევასგვაგონებს ქალბატონი გუგული მაღრაძის მრავალი ასოციაციის ასოცირებული წევრობისა და სხვადასხვა ორგანიზაციის პრეზიდენტობის დაუოკებელი ჟინი. რომელი ერთი ჩამოვთვალო? _ გამოყენებითი ფსიქოლოგიის მსოფლიო ასოციაცია, პოლიტიკური ფსიქოლოგიის მსოფლიო ასოციაცია, საქართველოს ფსიქოლოგიის საზოგადოება, სამეცნიერო და სასწავლო პროგრამების მონაწილეთა ასოციაცია, საერთაშორისო ცენტრი “განათლება მშვიდობისთვის”, საქველმოქმედო ასოციაცია “მეგზური პრომეთე” და სხვ. დანამდვილებით ვერ გეტყვით, რა სიკეთეს თესავდა ქალბატონი გუგული ამ ასოციაციათა ასოცირებული წევრობის დროს, მაგრამ ერთი კი მწამს, ღობე-ყორეს მოდებით ნამდვილი საქმე და ჭეშმარიტი აზრი არ გამოდნება, ეს ცხადია.

ისიც გავიხსენოთ, როგორ ადიოდა ის პოლიტიკის ციცაბო ბილიკზე: ჯერ იყო მტკიცე ლენინელი და კომუნისტური რწმენის თავდადებული დამცველი, შემდეგ _ ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის აქტივისტი და კავშირის პრესსამსახურის უფროსი (1992-1998 წწ.); შემდეგ მიშიკოს დედიკოს _ გიული ალასანიას ხელდასხმით, “ნაციონალური მოძრაობის” სიით მოხვდა პარლამენტში. მაგრამ გუგული რის გუგული იქნებოდა, “ნაცებისბუდეში რომ დარჩენილიყო?! ახალი სიოს დაბერვისთანავენაციონალებსზურგი შეაქცია და დააფუძნა ქალთა პარტიასამართლიანობისა და თანასწორობისათვის” (2008 .), მაგრამ დამოუკიდებლად წარმატებას ვერ მიაღწია, გააუქმა პარტია დაქართული ოცნებისბუდეში ჩათბუნდა. ბოლოს, ბიძინა ივანიშვილის წყალობით, აუხდენელი ოცნება აისრულა და პარლამენტის წევრი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა. მოკლედ, როგორც გუგულს არ ესირცხვილება ბუდეების ცვლა, მისი სინდრომით დაავადებულ გუგული მაღრაძესაც არად მიაჩნია პარტიების ცვლა, მეგობრის ღალატი და მათი მოსროლა ნახმარი კოლჰოტივით. ეს მით უმეტეს გასაკვირია იმ ადამიანისგან, რომელმაც ახალი საბჭოთა ადამიანის მორალის ჩამოყალიბებას შეალია თავისი ახალგაზრდობა.

გადავავლოთ თვალი სწავლა-განათლების სფეროში გუგული მაღრაძის გარჯასაც. ბუნებრივია, აქაც გუგულის სინდრომი იჩენს თავს. საგულისხმოა, რომ მან ერთიმეორის მიყოლებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტი _ ფილოსოფია-ფსიქოლოგიის (1968 წ.), დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის (1974 წ.) და სამართალმცოდნეობის (1997 წ.).

გუგული, როგორც ფსიქოლოგიისღრმამცოდნეს, პროფესორს, ადამიანის მორალურ აღზრდასა და გენდერულ პრობლემებზე ფიქრით გათეთრებულს, მინდა, რამდენიმე კითხვა დაგისვათ:

* პირველი _ რას ფიქრობთ იმის თაობაზე, რომ, ლიბერასტფსიქოლოგთა აზრით, ოჯახში აღზრდილ ნაშიერს მხოლოდ 14 წლის შესრულების შემდეგ უნდა ვკითხოთ, რა სურს მას _ ასულობა თუ ძეობა და ამის მიხედვით განვსაზღვროთ მისი სქესი?

* მეორე _ დემოკრატიის სიმბოლოდ მიჩნეულ აშშის ერთერთ შტატში მასწავლებლებს ეკრძალებათ მოწაფეებს მიმართონ სქესის განმასხვავებელი სახელით, სხვაგვარად, ვაჟს ვაჟი უწოდონ და ასულს _ ასული. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ?

* მესამეც _ სკანდინავიის ერთერთ ქვეყანაში ქალისა და კაცის გენდერული თანასწორობის დარღვევით შეშფოთებულმა უფლებადამცველებმა თხოვნით მიმართეს პარლამენტის წევრებს: რადგანაც, მაპატიეთ კადნიერება, ქალები ჩაცუცქული შარდავენ, ხოლო მამაკაცები _ ფეხზე დგომით, ქალებმა თავი დაჩაგრულად რომ არ იგრძნონ, მიიღეთ გადაწყვეტილება, კაცებმაც ჩაცუცქული მოშარდონო.

მორალზე მოფიქრალო ქალბატონო, როგორ მოვიქცეთ: კაცებმა ჩავიცუცქოთ თუ ქალები წამოვაყენოთ ფეხზე? აი, ამაზე გმართებთ დაფიქრება და იმის გარკვევა, რომელი პოზა უფრო მორალურია.

ახლა მკითხველმა განსაზღვროს, აქვს თუ არა მას მორალური უფლება პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან მოგვიწოდოს და ჭკუა დაგვარიგოს.

პარლამენტში მარტო გუგული მაღრაძე არ არის ასეთი. ვიღაც გაუგებარ დედაკაცს, ნანა ყეინიშვილს, რომელიც, როგორც ამბობენ, დასაჭერად იყო გამზადებული, მაგრამ ვირის აბანოს ნაცვლად პარლამენტში მოხვდა და რომლის სიტყვაც არავის სმენია, უცბად რაღაცამ უკბინა და წამოუყრანტალებია: მეცნიერების ნანგრევები უნდა გადავხვეტოთო.

მართლაც, ფურთხის ღირსია ის პარლამენეტი, რომელსაც ამკობს ადამიანთა მოდგმის ჯერაც ამოუცნობი ეს ამება, სინდის და ნამუსწარხოცილი ბრიყვი.

უფალო, იხსენ ჩვენი სამშობლო უმეცრების ჭირის გამავრცელებელი ვირთაგვებისგან!

უმეცრების პრობლემა მხოლოდ პარლამენტში არ დგას. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, პარლამენტში მხოლოდ ის უნდა შევიდეს, ვინც ინგლისურს ფლობსო. ეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა, ჩვენ რომ სახელმწიფო ვიყოთ, ამ განცხადების გამო, თეა წულუკიანი უნდა გადადგეს.

პარლამენტში ის ადამიანი უნდა იყოს, რომელმაც ქართული კარგად იცის და სახელმწიფოებრივად აზროვნებს და არა გუგული მაღრაძე, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, ჩასუქებული დუნდულები ჯიპში როგორ ჩადოს.

სააკაშვილი ჩვენი ქვეყნისთვის გაცხადებული მტერი იყო, დღევანდელ პარლამენტსა და მთავრობაში კი არიან ადამიანები, რომლებსაც ვერაფერს გაუგებ. ესენი უფრო საშიშები არიან.

_ ამ ყველაფერს რომ წაიკითხავს ადამიანი, იტყვის, _ ქვეყნის ყოფნაარყოფნის საკითხი დგასო

_ დიდი ხანია, ვამბობ, რომ ერის გადარჩენის პრობლემის წინაშე ვდგავართ. ყველა მხრიდან მხოლოდ იმას ცდილობენ, როგორმე გადაგვაგვარონ, გაგვანადგურონ. საშინელი ვითარებაა დემოგრაფიული თვალსაზრისით. ცოტა ხანში ამ მიწაზე უფრო მეტი უცხოელი იქნება, ვიდრე ქართველი.

გვიბილწავენ ხატებს, გვირყევენ რწმენას. უპირატესობა ენიჭებათ ლგბტებს. აღარ გვაქვს კულტურა. კულტურის მინისტრი ჯაზზე საუბრობს, ჯაზმენია. მულტიკულტურის დამკვიდრება სურთ. მწერალთა კავშირის შენობის კედლებიდან ილიასა და აკაკის სურათები ჩამოხსნეს. არადა, წლების წინათ, როდესაც მათი სურათები ჩამოხსნეს, სტალინმა უკან დააბრუნებინა.

მონღოლები რომ შემოგვესივნენ და ტყეში გავედით, ძალა აღარ გვქონდა, სულიერებამ გვიხსნა და გადაგვარჩინა. ამერიკა ჩვენს სულიერებას ანადგურებს. ყველაფერი გაიხრწნა, რას ჰგავს ჩვენი ტელევიზიები _ პედერასტებით არის სავსე. წელს შოთა რუსთაველის წელიწადია და საზოგადოებრივ მაუწყებელზე ერთი სიუჟეტიც არ გასულა.

_ ერთი წელიც არ რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე. რა უნდა ქნას ხალხმა?

_ უმადური კაცი არ ვარ, ვაფასებ იმას, რაც გააკეთა ივანიშვილმა _ კალიგულა მოგვაშორა, მაგრამ დასავლეთისა და ამერიკის წნეხისგან მაინც ვერ გავთავისუფლდით.

არჩევნები მოდის და არ შემიძლია, საგარეჯოში მომხდარი არ ვახსენო, მომავალი არჩევნების ბედი საეჭვოა. თინა ხიდაშელმა რაც გააკეთა, ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს. ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა და უშვებს ახლაც. ქუჩაში უამრავი ადამიანი შიმშილობს და არავინ იკითხა, რა სურთ. ზვიად გამსახურდია რომ შიმშილობდა, მის შვილებზე მეტად ცეკას მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი განიცდიდა…

ვეჭვობ, მომავალი არჩევნები სამართლიანი არ იქნება. საქართველოს ბედი საქართველოშივე უნდა გადაწყდეს. სისტემა თუ არ დავანგრიეთ, ხელისუფლების ცვლილება არაფერს მოგვცემს. ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არსებულ სისტემას დაანგრევენ, გარისკავენ, თავს გაწირავენ…

ჩემთვის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, პოლიტიკა მისაღებია, მან ამერიკას ცხვირში ამოსცხო!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. სამწუხაროდ ასეთი გუგულებით და კუკუშკებით სავსეა მთავრობა და პარლამენტი, თქვენსავით პატიოსანი და პატრიოტი ხალხი უნდა მართავდეს ქვეყანას,რომ ქვეყანა გადარჩეს, ივანიშვილმა კი თავისი სახე გამოაჩინა,რესპუბლიკელებს ჩაუგდო ქვეყანა ხელში,ერთი დამნაშავე არ დასჯილა,ახლა რაღაც ახალ სპექტაკლს გვიდგამს,ნუთუ მართლა ასეთი ჩმორი ერი ვართ???????ამერიკანიზაცია და პედარასტიზმი პრესტიჟულ პროფესიად იქცა,რატომ არ აქტიურობს ქალბატონი ნინო? ერთად ერთი იმედი გადარჩენის ქალბატონი ნინოა, სხვა დანარჩენი ყველა ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან იმართება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here