Home რუბრიკები ბლოგი დემოკრატიული ტერორი

დემოკრატიული ტერორი

627

ამბავი, რის გამოც გუშინ ჩიკაგოში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა, შარშან მოხდა… თუმცა პოლიციელის მიერ შავკანიანი, 17 წლის ლაკუან მაკდონალდის ქუჩაში ჩაცხრილვის ამსახველი ვიდეოს გასაჯაროების უფლება მოსამართლემ მხოლოდ ორიოდე დღის წინ დართო. ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ესროლა პოლიციელმა მოზარდს 16 ტყვია!

გთავაზობთ ვიდეოს:

სანამ ამ ვიდეოს გავაზიარებდი, დავინტერესდი, ამ დღეებში კიდევ ხომ არ მოხდა ამერიკელი პოლიციელის მიერ თინეიჯერის მკვლელობა. როგორც აღმოჩნდა, ამ თვეში პოლიციელებმა მხოლოდ ერთი თინეიჯერი მოკლეს…

წინა თვეში, ოქტომბერში, აშშ-ში 6 თინეიჯერი შეეწირა პოლიციელთა ტყვიას. სექტემბერში შვიდი… ყოველთვიური სტატისტიკით აღარ გადაგღლით, მხოლოდ ერთს დავამატებ – მარტო წლეულს, 24 ნოემბრის მონაცემებით, აშშ-ში 1070 ადამიანია მოკლული პოლიციელების მიერ! წლის ბოლომდე კი, თვეზე მეტია დარჩენილი…

გითხარით, ამ თვეში აშშ-ში პოლიციელებმა მხოლოდ ერთი თინეიჯერი მოკლეს-მეთქი, მაგრამ წლევანდელი ნოემბრის თვე მოწმეა იმ ბავშვის მკვლელობის, რომელსაც თინეიჯერობის ასაკამდე ჯერ არ მიეღწია…

6 წლის ბიჭუნა ჯერემი მარდისი და მამამისი

3 ნოემბერს, საღამოხანს, 6 წლის ბიჭუნა ჯერემი მარდისი ლუიზიანას მარშალმა მამამისის თვალწინ ჩაცხრილა, თავად მამა კი, მძიმედ დაჭრა. ბიჭუნა პირველკლასელი იყო და სწორედ იმ სკოლაში სწავლობდა, რის მახლობლადაც ეს ტრაგედია დატრიალდა. როგორც გამომძიებელმა აღნიშნა, მანქანის სავარძელში მჯდომი ბავშვი, თავის და გულმკერდის არეში მიყენებული მრავალი ცეცხლსასროლი ჭრილობისგან გარდაიცვალა.

ტრაგედიის მიზეზი გამაოგნებელია – მარშალს სურდა ბიჭუნას მამისთვის, კრის მალოსთვის გადაეცა, მხოლოდ და მხოლოდ, რაღაც ორდერი… დაინახა რა ხელისუფლების წარმომადგენლები, კრისმა მიმალვა სცადა. მანქანა რომ მოეტრიალებინა და გზაზე გასულიყო, ავტომობილი უკან სვლით დაძრა, – ეს პოლიციელებმა თავიანთი სიცოცხლისთვის სახიფათოდ ჩათვალეს და ცეცხლი გახსნეს! (იხილეთ ამ ამბის წყარო: katc.com (ინგლისური) და lifenews.ru (რუსული).

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი „შემთხვევების“ შემდეგ, როგორც წესი, არც ერთი პოლიციელი არ ისჯება – მეტიც, ხშირად მათ აწინაურებენ.

P.S. თუკი თემამ დაგაინტერესათ, გთავაზობთ ადრე გამოვქვეყნებულ სტატიას, რომელშიც აშშ-ში პოლიციელთა მიერ თინეიჯერების მკვლელობებია ასახული. განსაკუთრებით აღსანიშნავია 17 წლის კრისტიანა კოინარდის მკვლელობა, რომელიც ამა წლის 22 იანვარს პოლიციელებმა პოლიციის განყოფილებაში (!) ჩაცხრილეს. იხილეთ ბმული geworld.ge (მასალას ახლავს გოგონას მკვლელობის ამსახველი ვიდეოც, რომელიც ჰაკერების ჯგუფის წყალობით გახდა საჯარო).

თავად განსაჯეთ, რა დგას ყბადაღებული „დემოკრატიის“ და „ადამიანის უფლებების“ ლოზუნგებს მიღმა, როგორაა დაცული ადამიანის მთავარი უფლება – იყო ცოცხალი!

ლევან ზანგურაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here