Home რუბრიკები სამართალი ესპანეთმა ისრაელის პრემიერის დაპატიმრების ორდერი გასცა

ესპანეთმა ისრაელის პრემიერის დაპატიმრების ორდერი გასცა

570

გამოცემა Yerusalem Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის სასამართლოს მოსამართლემ ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის კიდევ 7 მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრების ორდერი გასცა 2010 წელს ჰუმანიტარულ ბადრაგ “თავისუფლების ფლოტილიაზე” ისრაელის სპეცრაზმის თავდასხმის გამო.

ისრაელის პრემიერსა და მთავრობის წევრებს დააპატიმრებენ, თუკი ისინი ესპანეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდებიან. დასაპატიმრებელთა სიაში ნეთანიაჰუსთან ერთად მოხვდნენ: ისრაელის ყოფილი საგარეო მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი, თავდაცვის ამჟამინდელი და ყოფილი მინისტრები _ მოშე იაალონი და ეჰუდ ბარაკი, შსს-ს ექსხელმძღვანელი ელი იშაი, დაზვერვისა და ატომური ენერგიის ყოფილი მინისტრი დონ მერიდორი, უპორტფელო მინისტრი ბენი ბეგინი და სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი ელიზერ მარომი.

“თავისუფლების ფლოტილია”, რომელიც ღაზის სექტორის ბლოკადის გასარღვევად მიემართებოდა, ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ხელში ჩაიგდეს ხმელთაშუა ზღვაში 2010 წლის 31 მაისს. სპეცოპერაციამ 9 თურქი მეზღვაურის სიცოცხლე შეიწირა, ათეულობით კი დააპატიმრეს და ციხეში გამოამწყვდიეს. ამ ინციდენტმა მკვეთრად გააუარესა ისრაელისა და თურქეთის ურთიერთობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here