Home რუბრიკები პოლიტიკა კვიპროსელები კუნძულზე რუსული სამხედრო ბაზის განთავსებას ითხოვენ

კვიპროსელები კუნძულზე რუსული სამხედრო ბაზის განთავსებას ითხოვენ

520

კვიპროსის მართლმადიდებლების უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიუს ფოტიუმ ქვეყნის პრეზიდენტს _ ნიკოს ანასტასიადისს კუნძულზე რუსული სამხედრო ბაზების განლაგების თხოვნით მიმართა.

კვიპროსელები, რომელთა ქვეყანაც სირიასთან ახლოს არის, “ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკებს” უფრთხიან და პრეზიდენტისგან მოითხოვენ, “ნება დართოს რუსეთს, თავისი სამხედრო-საზღვაო ფლოტსა და საჰაერო-კოსმოსური ძალების ბაზები კვიპროსზე განალაგოს”.

კვიპროსის პრეზიდენტისადმი მიმართვაში აღნიშნულია, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ნატოს ქვეყნების ბრძოლაში “საჭირო შედეგი” არ ჩანს.

“ტერორისტები სულ უფრო მეტ ქვეყანას ემუქრებიან. რისკის ზონაში, სამწუხაროდ, მოხვდა ჩვენი მშობლიური კვიპროსიც. ევროპის არც ერთი ქვეყანა ისე ახლოს არ ესაზღვრება საომარი მოქმედებების ზონას, როგორც კვიპროსი. სირიას ჩვენ 2 ასეული კილომეტრი გვაშორებს. ჩვენ იმედით შევხვდით რუსეთის გადაწყვეტილებას სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების თაობაზე. მაგრამ, ვიდრე ტერორისტებს საბოლოოდ არ გაანადგურებენ, ჩვენი ქვეყანა ყველაზე მაღალი რისკის ზონაში იქნება. ჩვენს არმიას, ავიაციასა და ფლოტს ძლიერი და მცოდნე მეგობრის დახმარება სჭირდება. რუსეთმა კი არაერთხელ დაგვანახვა, რომ იცავს თავისუფლებასა და სამართლიანობის პრინციპებს. ამიტომ გვსურს, კვიპროსიც დაფაროს რუსეთის დამცავმა “ქოლგამ”, _ ნათქვამია კვიპროსის პრეზიდენტისადმი მიმართვაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here