Home რუბრიკები პოლიტიკა შურიკოვი სააკაშვილს: თქვენ ქართული მაფია შექმენით ოდესაში

შურიკოვი სააკაშვილს: თქვენ ქართული მაფია შექმენით ოდესაში

518

ოდესის საპორტო ქარხნის დირექტორის მოადგილემ ნიკოლაი შურიკოვმა ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მაფიის შექმნაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სააკაშვილი უკრაინის მტერია.

“თქვენ აქ უკრაინის გასანადგურებლად ჩამოხვედით, თქვენ გამყიდველი ხართ და მტერს წარმოადგენთ ამ ქვეყნისთვის. იმას, რასაც თქვენ გააკეთებთ, ხალხი დაინახავს და ეს თქვენი პოპულიზმი თავის საქმეს გააკეთებს ეკრანებზე. თქვენ ხართ მტერი, უკრაინის მტერი, მე ამას დავამტკიცებ, დამიჯერეთ, მე მოვალ სასამართლოებზე და თქვენ არც ერთი ქვეყანა არ მიგიღებთ. თქვენ ანადგურებთ ყველაფერს, თქვენ შექმენით ქართული მაფია ოდესაში. ჩვენ დავუბრუნდებით ამ საუბარს ზუსტად ერთ თვეში, მაშინ, როცა მე წარმოვადგენ ციფრებს, როცა დავამტკიცებ, რომ ეფექტიანი მენეჯერი ვარ, 12 წელია, სახელმწიფო ორგანოებში ვმუშაობ, სადაც პატივს მცემენ. მე ვაშენებდი არხებს, გემებს და თქვენ რა ააშენეთ? თქვენ გაანადგურეთ თქვენი ავტორიტეტი საქართველოში, მიატოვეთ იქ ხალხი და თქვენზე იქ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელსაც გაურბიხართ”, _ ასე მიმართა ნიკოლაი შურიკოვმა სააკაშვილს ტელეგადაცემა “შუსტერის თოკშოუში”.

“გუბერნატორის არაკომპეტენტურობა და სკანდალური ქმედებები, შესაძლოა, გახდეს ოდესის საპორტო ქარხნის პრივატიზაციისას ღირებულების შემცირებისა და საწარმოო კავშირების დარღვევის საბაბი”, _ წერს უკრაინული მედია ნიკოლაი შურიკოვის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here