Home რუბრიკები პოლიტიკა ნუკრი ქანთარია: რესპუბლიკური პარტია არ არის ხალხოსნური პარტია, მას ხალხთან არასდროს ჰქონია...

ნუკრი ქანთარია: რესპუბლიკური პარტია არ არის ხალხოსნური პარტია, მას ხალხთან არასდროს ჰქონია თბილი დამოკიდებულება

580

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ “პატრიოტთა ალიანსი” “ქართულ ოცნებასთან” ერთად იყო და კოალიციის ელექტორატს წარმოადგენდა, თუმცა შემდეგ “პატრიოტთა ალიანსი” გაებუტა “ოცნებას”, რადგან ხელისუფლება რადიკალურად არ ჩაერია სამართლიანობის აღდგენის პროცესში. 

ქანთარია ამბობს, რომ საგარეჯოს არჩევნების ასეთ შედეგს თავისი მიზეზი ჰქონდა და, ხიდაშელი მხოლოდ რესპუბლიკელების კანდიდატი რომ ყოფილიყო, აშკარა უპირატესობა ინაშვილის მხარეს იქნებოდა. “ოცნებისერთერთი ლიდერი რესპუბლიკურ პარტიას არახალხოსნურ პარტიად მოიხსენიებს.

“რესპუბლიკური პარტია არ არის ხალხოსნური პარტია, მას ხალხთან არასდროს ჰქონია თბილი დამოკიდებულება. ის შედგება პროფესიონალებისაგან, რომლებმაც კარგად იციან მუშაობა. ჩვენი კანდიდატი ხიდაშელი ამ შემთხვევაში აბსოლუტურად გამოუცდელი იყო ხალხთან ურთიერთობებში, მას არ შეეძლო ის, რასაც აკეთებდა ინაშვილი. ამიტომ ერთი ერთზე რომ გასულიყვნენ, აშკარა უპირატესობა იქნებოდა ინაშვილის მხარეს, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაწონა კოალიციის რესურსმა და ამან გადაწყვიტა საქმე. კანონი არ დარღვეულა და, თუ დაირღვა, არის სასამართლო და ის გაარკვევს”, _ განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ნუკრი ქანთარიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here