Home რუბრიკები პოლიტიკა დასავლეთის კარის დარაჯნი და მეციხოვნე ოლანდი

დასავლეთის კარის დარაჯნი და მეციხოვნე ოლანდი

775

დაახლოებით ასეთ ზღაპარს მოუყვებიან, ალბათ, მშობლები ბავშვებს ასი წლის შემდეგ. ეს ზღაპარი შეეხება იმას, თუ როგორ ცდილობდნენ ველური და ბნელი ქართველები დასავლეთის კარის შელეწვას და ევროპაში შეჯლიგინებას, მაგრამ, საბედნიეროდ, ამ ბნელ და გამოუსვლელ ველურ ქართველებს ჰყოლიათ გამოსული, განათლებული და შეგნებული შვილებიც და სწორედ მათ იხსნეს მათივე ხალხისგან ნათელი, წინწასული, კეთილი ევროპა.

თქვენც გსმენიათ, ალბათ, მშობლებისა თუ ბებია-ბაბუისაგან ზღაპრები იმაზე, როგორ იხსნა კეთილმა დევმა თავისივე თანამოძმე ბოროტი დევებისგან ადამიანები. დაახლოებით ასეა ქართველებისა და ევროპის საქმეც. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს რამდენიმე განცხადება, რომლებიც გასულ კვირაში გამოქვეყნდა.

ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების მსურველ ქვეყნებს აუცილებლად უარი უნდა ეთქვათ!” _ მკაცრად განაცხადა საფრანგეთის “მამამ”, ფრანსუა ოლანდმა, და, ალბათ, დასავლეთისკენ იმედით მომზირალ არაერთ ადამიანს დაწყვიტა გული.

თუმცა “ლუდოვიკოებისგან” მსგავსი განცხადებები საქართველოს მიმართ უკვე საუკუნეებია, წესით, აღარც უნდა გვიკვირდეს, რომ არა ჩვენივე თავდაცვის მინისტრის კიდევ უფრო გამაოგნებელი განცხადება.

ოლანდის მიერ ამ ფრაზის წარმოთქმიდან 24 საათიც არ იყო გასული, რომ თინა ხიდაშელმა ამაყად განაცხადა: “ჩვენ კატეგორიულ უარს ვაცხადებთ აბსოლუტურად ყველაფერზე, რასაც მშვიდობის სანაცვლოდ გვთავაზობს რუსეთი! ჩვენ განუხრელად ვადგავართ გზას ნატოსა და ევროკავშირისკენ და ეს ასე გაგრძელდება ბოლომდე!”

აქ რამდენიმე ნიუანსია საყურადღებო:

1. გვთავაზობს როო? რუსეთმა მშვიდობის სანაცვლოდ ოფიციალურად შემოგვთავზა რამე? მე მსგავსი არაფერი მსმენია. როგორც ჩანს, თინას სთავაზობს ჩუმ-ჩუმად რაღაცებს შეშინებული პუტინი. ამას წინათ ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა ისიც კი განაცხადა, _ პუტინს ჩემი ეშინიაო! რამე კონკრეტული ამბავი რომ არ მომხდარიყო, ჭკუათმყოფელი ადამიანი ამ სისულელეს ასე გაბედულად ვერ იტყოდა… როგორც ჩანს, რაღაც მართლა ხდება. პუტინს თინას ფოტოების დანახვაზეც კი ელეთმელეთი მოსდის და რაღაცებს სთავაზობს მას, მაგრამ ჩვენი მედგარი თინა კატეგორიულ უარს ეუბნება.

2. მაპატიეთ, მაგრამ ნატოსა და ევროკავშირის გზას ვადგავართ ისევ? ამას წინათ ზედ კარზე არ ვუბრახუნებდით? თუმცა ეს კარი ხომ ყოველთვის ღია იყო და რაღაზე ვუბრახუნებდით?! ახლა კიდევ აგერ _ გზას ვადგავართო… მოკლედ… რას გავუგებთ ჩვენ, ბნელი ქართველები, ამ ძალიან წინ წასულ დასავლურ ცივილიზაციას!

3. კიდევ ერთი, რამაც ყურადღება მიიქცია, არის თინა-სპასალარის ფრაზა _ ასე გაგრძელდება ბოლომდე. გავკადნიერდები და ვიკითხავ _ სანამდე ბოლომდე? ანუ ბოლომდე, სანამ ყველაფერს არ დავკარგავთ, სანამ კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებს არ წაგვართმევენ და საბოლოოდ არ გავქრებით, როგორც სახელმწიფო?

ჰო, ალბათ, ასეა! ისე, ჩვენში დარჩეს, რა თავში ვიხლით მშვიდობას? ომი, ჯანდაბა და უბედურება არ ჯობია? მით უმეტეს, რაში გვჭირდება რუსების მოტანილი მშვიდობა? სოხუმი რომ დაგვიბრუნონ კი არა, კისლოვოდსკიც რომ გვაჩუქონ, მაინც არ გვინდა მაგათი მშვიდობა ნატოსა და ევროკავშირის გარეშე.

ჩვენ ხომ ის საზოგადოება ვართ, რომელმაც 90 პროცენტით აირჩია ხელისუფლებად ის ხალხი, რომელიც ღიად და ხმამაღლა აცხადებდა, შევარდნაძის დაბრუნებული აფხაზეთი არ გვჭირდებაო.

ტრადიციები წარმატებით გრძელდება და, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, თურმე “დასავლეთის კართან” დარაჯებად თვით დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი დამდგარან: ჩვენ მოვუწოდებთ ევროპელ ლიდერებს, რომ ვიდრე საქართველოს სთავეში არის ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი, საქართველოს არ მისცენ არც ვიზალიბერალიზაცია და არც რაიმე სხვა ევროპულ სტრუქტურაში მიიღონ.” საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ასეთი ყოფილა ამ “დიად ქართველთა” პოზიცია ევროსტრუქტურებში და ისინი თურმე ერთგულ დარაჯად უდგანან “დასავლეთის კარს”.

საბოლოოდ ეს სიტუაცია მართლაც გვაგონებს ცნობილ სკაბრეზულ გამოთქმას _ “ვისი ვისაშია”?

მეციხოვნეოლანდი ღიად აცხადებს, რომსანატრელ ევროპულ ციხესიმაგრეშიარ შეგვიშვებს.

თინა ხიდაშელი მაინც ძალუმად მიიწევს ამციხესიმაგრისკენ”.

ციხესიმაგრის დარაჯებად კი დგანან დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი, რომლებიც არც ოლანდს დაუყენებია იქ დამეციხოვნეთაგანარც ვინმე სხვას უთხოვია მათთვის დახმარება

მთელი ამ “ზღაპრის” ბოლო კეთილი იქნება თუ არა, ანდა გადაიქცევა თუ არა ეს “ზღაპარი” ჩვენთვის უკვე ასე ჩვეულ ტრაგიკომიკურ ფარსად, როგორც ყოველთვის, მომავალი გვიჩვენებს და, სამწუხაროდ, სწორედ მაშინ, როდესაც უკვე ძალიან გვიანი იქნება.

ბეჩა ბაბაია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here