Home რუბრიკები საზოგადოება ძალიანაც “ნარმალნია”, თუკი უშვებთ ნარმანიას!

ძალიანაც “ნარმალნია”, თუკი უშვებთ ნარმანიას!

574

აბა, “წყალშეყენებულკაცს ქვა აღმართში რავა უნდა დააწიო, მაგრამ მეც ბარე ორჯერ დავრჩი ნაწყენი დედაქალაქის მერის მოქმედებით (უმოქმედობით) და ყოველივე ახლა გამახსენდა: ხან საკრებულოში რომ ლანძღავენ, ხან _ ქუჩაში და ხან _ ტელევიზორში

რატომ ვარ ნაწყენი ბატონ დავით ნარმანიაზე? _ საზოგადო საქმის გამო, თორემ პირადულისთვის ღმერთმა ნუ დამაჭირვოს იგი.

შარშან პრესაში კიდევ ერთხელ შევეხე რუსთაველზე მდებარე ალექსანდრეს ბაღის უსუფთაობის თემას. ამ ბაღში ერთ დროს ცნობილ რეჟისორს _ სანდრო მრევლიშვილს, ხის კოხტა შენობაში თეატრი ჰქონდა გამართული. მერე მრევლიშვილი იქიდან წავიდა, დარჩა შენობა უპატრონოდ და თანდათან გადაიქცა საპირფარეშოდ, რამაც, მეტადრე ზაფხულობით, იქაურობა ააქოთა, ნიავის წამობერვის შემდეგ, ბაღში დასვენება კი არა, გავლაც შეუძლებელია (უცხოელები მიმოდიან ხშირად). რამდენიმეჯერ დავწერე და დავბეჭდე უგულავას თავკაცობის პერიოდში, რომ აეღოთ ეს ხის შენობა, მაგრამ უგულავამ, რომ იტყვიან, ფეხებზე დაიკიდა ეს საკითხი… აირჩიეს ქალაქის მერად ნარმანია და იმედი მომეცა (იმ უბანში ვცხოვრობ), იქნებ ეშველოს-მეთქი ბაღს… არაფერი გეტკინოთ!.. როგორც გითხარით, დავბეჭდე შარშან ერთხელ, მეორედ… ნოლ ვნიმანიემერიისგან! ახლაც ისე დგას კარფანჯრებჩამოღებული თეატრის შენობასაპირფარეშოის კია, რომ ამ სიცივეშიკლიენტმაიკლო და უსიამოვნო სუნიც ცოტა განელდა ბაღში

ახლა მეორე წყენა ნარმანიასგან:

ჩემი შვილიშვილი ანანიკო რუსთაველზე მდებარე თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობს და მიწევს ხოლმე იქ მისვლა. გიმნაზიის ეზოში ხშირადაა ნაგავი, ცარიელი პლასტმასის ბოთლები და ეს გიმნაზიის მეთვალყურეს, მრავალი თაობის გამცილებელ ქალბატონ ნელი ჩხეტიას რომ ვუთხარი, _ ასუფთავებენ ბატონო, ასუფთავებენ, მაგრამ ქვეყნის ლოთი და უსაქმური შემოდის და ანაგვიანებს აქაურობასოქუჩაა, ბატონო, ქუჩაა ეს!.. ჩახვეოდა იმ დღეს ერთმანეთს გამზირიდან შემოსული ქალ-ვაჟი და პირდაღებული მისჩერებოდნენ უმცროსკლასელები… გუშინ მიადგა კედელს ერთი გალეშილი და მიაშარდა, პირველი სართულის ფანჯრიდან კი მოსწავლეები უყურებდნენ სიცილკისკისით რუსთაველის გამზირის ნაწილადაა ქცეული აქაურობა… ზოგი კონცერტს მართავს, ზოგი _ აქციას… ჩამოჯდებიან ილიასა და აკაკი ძეგლის პოდსტამენტზე და არის რია-რია!.. ერთი სიტყვით, ქალაქის მერიამ კარგად, ლამაზად უნდა შემოღობოს და აქაურობას გიმნაზიის ეზოს სახელი უნდა დაერქვას!..

დირექცია თანახმაა!..

ავდექი და ეს ყოველივე დავბეჭდე პრესაში. არავითარი ყურადღება მერიისგან.

მესამედ, აგერ, ცოტა ხნის წინათ მეწყინა ნარმანიასგან:

მთელმა თბილისმა იცის, თუ რა “განძი” იპოვა უგულავამ პუშკინის ქუჩაზე, როგორ გადაათხრევინა მუშებსა და არქეოლოგებს იქაურობა, როგორ დავიწროვდა ქუჩა და რა შიშით, ხელოვნების მუზეუმის კედელს აკრულნი მიმოდიან თბილისელები მოპირდაპირე მხარის უტროტუარო გზაწვრილზე. იმ დღეს საკუთარი თვალით ვნახე, კინაღამ ბავშვი გაიტანა მანქანამ…

დავწერე და დავბეჭდე ეს ყოველივე გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” _ არავითარი რეაქცია მერიისგან!

ეტყობა, მერის პრესსამსახურისგოგოშკებისპეციალურად უმალავენ პრესას თავიანთ უფროსს, რათა თბილისზე ჯავრით ნამეტანი არ მოუვიდეს ამ კაცს.

არა, განა უსაქმურია, განა მოცლილია ქალაქის მერი, არა, ბატონო! ივნისში თბილისს უბედურება რომ დაატყდა, გვახსოვს, რა გაწამაწიაში იყო ნარმანია, მაგრამ ხელქვეითები ხომ ჰყავს, იმათ რატომ არ ავალებს, მამაცხონებული, სხვადასხვა საკითხის მოგვარებას?! გამოგზავნოს, მაგალითად, ალექსანდრეს ბაღში რამდენიმე კაცი, ერთი ხელის კვრა უნდა საპირფარეშოდ ქცეულ თეატრის შენობას და მერე აშენეთ იქ, რაც გინდათ (მგონი, ამირან შალიკაშვილს დაჰპირდნენ მარიონეტების თეატრის აშენებას).

ჰოდა, არ უნდა მომეყოლა ეს ამბები, როცა დავით ნარმანიას ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას?! იქნებ, უკეთესი მოვიდეს ვინმე?! ამიტომ ვეღარ შევიკავე თავი, თანაც, რითმაც შემოგოგმანდა ქართულ-რუსულად: “ნარმანია _ “ნარმალნია”… და სათაურში გავიტანე… მგონი, არ უნდა დამძრახოთ!..

ცხელი გვინდა ღომი!..

მსოფლიოში ავად მიმდინარე პროცესების შესახებ საუბრობენ პოლიტოლოგები. ტელეეკრანზე წარწერაა: “ცივი ომი”. არ გვიკვირს, სხვებმა იკითხონ, თორემ საქართველოში, აგერ, მეოთხედი საუკუნეა, “ცივიომია გაჩაღებული

ერთმანეთის ლანძღვა, თათხვა, გინება… გგონიათ, სხვადასხვა ერსა და ქვეყნებს შორის არის ეს გაუთავებელი გაუგებრობა?.. არა, ბატონებო!.. ერთმანეთს ებრძვიან, ერთმანეთს ქიშპობენ ერთი მუჭა ქართველები. ამაშიც “ჩემპიონები” ვართ!

რა ექნა ამის შემხედვარე ტარიელ ჭანტურიას? დაწერა, ვითომ სახალისოდ, მაგრამ მაინც თავისებურად, ირონიულად:

ჩვენ არ გვინდაცივიომი

და არცცხელიომი,

ცივი გვინდა საცივი და

ცხელი გვინდა ღომი!..

ეეეე… ჩვენო ძვირფასო, ბატონო ტარიელ! ინდაურის საცივსა და ცხელ ღომს, ერთ-ორ ჭიქა ადესასაც თუ მიაყოლებს კაცი, მართლაც, რა სჯობს, მაგრამ ამ უბედურ ქვეყანაში, ზოგს რომ მაინც “ცივი” ომი, ანუ ერთმანეთის “ჩანისკარტება” ურჩევნია, ეგაა უბედურება!

ვილენ მარდალეიშვილი

1 COMMENT

  1. ცნობილი ჟურნალისტის კარგი სტატიაა, ოღონდ ერთი შენიშვნაც: შალიკაშვილს პანტომიმის თეატრს უშენებენ, ალბათ, და არა მარიონეტების.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here