Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს “რუსთავი 2”-ის 22 ნოემბრის “აქცენტების” გამო

ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს “რუსთავი 2”-ის 22 ნოემბრის “აქცენტების” გამო

533

პირამყრალებულმა დედაკაცმა ანტიჰუმანურობის, ცილისწამებისა და შანტაჟის ყუთიდან თავისიაქცენტებისპანდორას მსგავსი ყუთი გახსნა და სრულიად საქართველოს ამცნო ბოროტმოქმედებანიუხილავი ადამიანისა”, რომელმაც, აგერ უკვე 30 წელია, თურმე წელში გატეხა საქართველოს ეკონომიკა და მორალური სიმტკიცე

თქვენ, ბატონო ბიძინა, ხალხი გსაყვედურობთ, რომ ქვეყნიდან ვერ ამოძირკვეთ შავი ჭირი _ “ნაციონალური მოძრაობა”; რომნაციონალებისმიერ დაყაჩაღებულ და გაძარცვულ საქართველოსა და მის მოქალაქეეებს ვერ დაუბრუნეთ წართმეული ქონება, რომელიც მენშევიკების მსგავსად გაიტაცესნაციონალური მოძრაობისქვეყნიდან გაქცეულმაუთავო თავკაცებმა”; რომ საპყრობილეში (და არა მხოლოდ) პატივაყრილ ადამიანებს ვერ გაუმართლეთ ნდობა და დღეს საქართველოს სიტყვითა თუ საქმით კვლავ აუპატიურებს სინდისის ძარღვგაწყვეტილიწასულიხელისუფლება.

მე, თქვენი დუმილით ნერვებაშლილი და საქართველოს დაშლის მოლოდინით გულშეწუხებული, ხშირად საჯაროდ გაკრიტიკებთ, ჩემს სათქმელს ვამბობ პრესითა თუ ტელევიზიით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გაგსრისონ და ქვეყანას ისევ ხელუკუღმართი ხელისუფლება დაუბრუნდეს.

ბატონო ბიძინა, შეისმინეთ ხალხის, თქვენ ხომ ხალხმა აგირჩიათ?! დღეს საქართველოს გარე თუ შიგა მტრებს სურთ თქვენი განადგურება. მერწმუნეთ, ვერც რუსეთი გადაგარჩენთ და ვერც ამერიკა _ ან მგელი შეგჭამთ და ან მგლისფერი ძაღლი, თუ ქართველ ხალხთან არ იქნებით!

თქვენი გადარჩენა დღეს მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია! ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს თქვენი წვლილი სამების მშენებლობაში, რუსთაველისა და ოპერისა და ბალეტის თეატრების აღდგენაში, თქვენ მიერ შიმშილით სიკვდილს გადარჩენილი ქართველი ინტელიგენცია და სხვა უამრავი კეთილი საქმე, რომელიც რამდენიმე მილიარდს მოიცავს. ხალხში ჯერ კიდევ არის თქვენდამი მადლიერების განცდა და გამოიყენეთ იგი!

თქვენს თავზე შავი ღრუბელი ტრიალებს, რაც საქართველოს უბედურებასაც მოასწავებს.

მიაფურთხეთ ეშმაკს, რესპუბლიკელებს, ამერიკელებს, რუსეთს, მიენდეთ მშობელ ხალხს, პატრიარქთან ერთად აღიღეთ ხელში ჯვარი ქრისტესი და შეკარით ერთ მუშტად სრულიად საქართველო. მხოლოდ ასე იქნებით გამარჯვებული, მდიდარიც და დაცულიც.

თქვენ ახლა აკეთებთ იმას, რაც არ გინდათ, ლაპარაკობთ იმას, რასაც არ ფიქრობთ. გჯერათ, დუმილით იცავთ თქვენს უსაფრთხოებას, არადა, სახლი და ქვეყანა თავზე გენგრევათ.

მე, უკვე ასაკოვან კაცს, არაფერი მჭირდება თქვენგან და თქვენი ხელისუფლებისგან.

არ მინდა მხოლოდ ის, რომბოროტმა სძლიოს კეთილს”!

კეთილი სურვილებით,

გრიშა ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here