Home რუბრიკები პოლიტიკა “ხიდაშელი და აგულაშვილი ციხეში წავლენ, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ!”

“ხიდაშელი და აგულაშვილი ციხეში წავლენ, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ!”

532

მესამე კვირაა, ირმა ინაშვილი და მისი მხარდამჭერები საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ შიმშილობენ. პროტესტის უკიდურესი ზომის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს მთავრობიდან აქამდე არავინ გამოხმაურებია, მაგრამ მოშიმშილეები უკან დახევას არ აპირებენ _ 21 ნოემბერს საინფორმაციო მიტინგზე მათ საზოგადოებასა და მედიას სამომავლო გეგმა გააცნეს და განაცხადეს, რომ აქტიურ მოქმედებაზე გადავლენ _ გაიშლება კარვები, მოეწყობასირცხვილის დერეფნებიდა მოშიმშილეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. 28 ნოემბერს კი მასშტაბური აქცია იგეგმება. მოშიმშილეების ერთერთი და მთავარი მოთხოვნა თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნაა.

ირმა ინაშვილი:

_ შიმშილობა გრძელდება და საქართველოს ქალაქებიდან და რაიონებიდან ჩვენი პარტიის საკრებულოს წევრებიც შემოგვიერთდნენ. 28 ნოემბერს დაგეგმილია აქცია, რომელზეც კიდევ ერთხელ განვაცხადებთ ჩვენი მოთხოვნების შესახებ. არც ერთი მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ მოიხსნება, პირიქით, დღეიდან მოშიმშილეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ადამიანს უნდა შეეძლოს არჩევანის გაკეთება თავისუფლად, მინისტრების ტერორის გარეშე. ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ზეწოლას მოახდენს ამომრჩეველზე, იქნება ეს პოლიციის უფროსი, გამგებელი, მერი თუ მინისტრი, უნდა დაისაჯოს და საარჩევნო კომისიებში, დაფინანსებისა და საეთერო დროის თვალსაზრისით, კანდიდატებს თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეთ. შესაბამისი კანონონის სამუშაო ვარიატი უკვე გვაქვს და მზად ვართ მის განსახილველად. უნდა ვიცოდეთ, რას აპირებს ხელისუფლება 2016 წელს, ცვლის თუ არა საარჩევნო გარემოს. შიმშილობა შეწყდება, თუ ხელისუფლება საჯაროდ განაცხადებს, რომ საარჩევნო კანონში ცვლილებებს განახორციელებს.

 ჯერჯერობით კი შიმშილობის აქცია გრძელდება, ვინაიდან ხელისუფლებას არ განუცხადებია, მზად არის თუ არა, ქვეყანაში საარჩევნო გარემო შეიცვალოს. ჩვენ აღარ ვიქნებით ჩუმად. აქამდე იყო მშვიდი აქციები, ახლა მივმართავთ იმ ფორმებსა და მეთოდებს, რომლებსაც სააკაშვილის დროს მივმართავდით. რა თქმა უნდა, ეს იქნება მშვიდობიანი ფორმები, მაგრამ ხმაურიანი.

_ ამბობთ, რომ აქტიურ მოქმედებაზე გადადიხართ. აქამდე იმედი გქონდათ, რომ შიმშილობის აქციით მიზანს მიაღწევდით?

_ არაფრის იმედი არ მქონდა, ილუზიები ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ჩემი ვალია, ვიმოქმედო და არ მოვხსნა დღის წესრიგიდან ეს მოთხოვნები, მაგრამ ხელისუფლება გვიპასუხებს თუ არა, ეს უკვე მისი პრობლემაა და არა ჩემი. ჩვენ ვამბობთ, რომ ხელისუფლება არ არის მზად საარჩევნო გარემოს ცვლილებისთვის და მეტიც, 2016 წლის არჩევნების გაყალბებასაც აპირებს. მე ჯერ არ ვარ ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში რომ ვიქნები, ხიდაშელი და აგულაშვილი ციხეში წავლენ, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.

_ თქვენს ერთერთ მოთხოვნად კვლავ რჩება თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის _ გიგლა აგულაშვილის თანამდებობიდან გადადგომა?

_ ჩვენ არ ვშიმშილობთ მხოლოდ ხიდაშელისა და აგულაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით. ხიდაშელისთვის ნამდვილად დიდი პატივი იქნება, რომ მის გამო ვიშიმშილოთ. უბრალოდ, სხვა მოთხოვნებთან ერთად, ეს მოთხოვნაც გვაქვს. დღეს ეს ადამიანები მხოლოდ საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნით შიმშილობენ და არა ქვეყნის დირექტორის, თინა ხიდაშელის, გამო.

_ ცოტა ხნის წინათ თინა ხიდაშელი მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს შეადარეთ და მასმიშა 2” უწოდეთ. მეტიც, თავდაცვის მინისტრი დაადანაშაულეთ, რომ ის ქართულ ჯარს გიპირისპირებთ

_ არ არის ხიდაშელი სააკაშვილი? გინახავთ, რომელიმე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ოქმებს ითვლიდეს? გინახავთ თავდაცვის მინისტრი, რომელიც თავის ყოველ გამოსვლაში ოპოზიციის ლიდერს რუსს უწოდებს? რუსი მისი ქმარია, რომელიც ლავროვს საარჩევნო ფულს სთხოვდა. რუსი მისი თანაპარტიელი ლევან ბერძენიშვილია, რომელიც რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებთან იყო შეკრული და ეს სატელეფონო საუბარი გავრცელდა კიდეც. რუსია მისი პარტიის ხელმძღვანელობა. ჩემი პარტიის არც ერთი წევრი რუსეთის დაზვერვას არ ესაუბრება. რუსეთის აგენტები თავიანთ რიგებში მოიკითხონ! ჩვენ ქართული ძალა ვართ, საქართველოს სამსახურში ვართ და მუდამ ვიქნებით, მაგრამ ამას რესპუბლიკური პარტია ვერ გაიგებს, რადგან ამ პარტიის ლიდერები აშშ-ის სადაზვერვო სამმართველოს აგენტებიც არიან.

_ ორი კვირაა, შიმშილობთ, დიპლომატიური კორპუსიდან თუ გამოგეხმაურათ ვინმე?

_ ორიოდე დღის წინათ შევხვდით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. ასე რომ, უკვე საქმის კურსში არიან.

_ საქართველოს საპატრიარქო თუ შეგეხმიანათ?

_ არ შეგვხმიანებია. ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა მაქვს პატრიარქთან, მაგრამ არ მინდა, საპატრიარქო და პატრიარქი შევაწუხო.

ირმა ინაშვილს მხარს უჭერს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში _ ემზარ კვიციანი.

_ ორკვირიანმა შიმშილობის აქციამ შედეგი არ გამოიღო. რას აპირებთ? როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა?

_ ვერ ვიტყვი, რომ შედეგი არ გამოიღო. ორკვირიანი შიმშილობის შემდეგ, მთელი დიპლომატიური კორპუსი მოვიდა, ელჩებმა ნახეს, რა სიტუაციაცაა. იკადრა და ჩვენი უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილიც მოვიდა. ესეც ხომ მიღწევაა.

_ ერთერთ ინტერვიუში თქვით, ჩვენს ნაცვლადნაციონალებსან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს რომ ეშიმშილათ, ელჩები ერთმანეთს მოასწრებდნენ კანცელარიასთან მორბენასო. როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდა ორი კვირა დიპლომატიურ კორპუსს, რომ თქვენი აქციით დაინტერესებულიყო და ყურადღება მოექცია თქვენთვის?

_ ლგბტ-ს წარმომადგენელს რომ ჩაეფიქრებინა საპროტესტო აქცია, ვიდრე ის აქციის ადგილამდე მივიდოდა, დიპლომატიური კორპუსი უკვე იქ დახვდებოდა. ეს იმიტომ ხდება, რომ მსოფლიოს გარყვნა მიმდინარეობს. განსაკუთრებით საქართველოს გარყვნას ცდილობენ. ალან დალესის დოქტრინა ხომ გაქვთ წაკითხული? მათი მიზანია ადამიანების, განსაკუთრებით _ მართლმადიდებლების, გარყვნა. ვხედავთ, საიდან მოდის ეს უბედურება ჩვენს ქვეყანაში და მაინც სწორედ იქით მივიწევთ…

_ კარგა ხანია, რაც მთავრობის კანცელარიის წინ შიმშილობთ, რატომ არავინ გამოგეხმაურათ ხელისუფლებიდან?

_ იმიტომ, რომ ხელისუფლებას არანაირი უფლება არ აქვს. ესენი ცოდოები არიან. ჩვენ ახლა სწორედ ხელისუფლებაზე ვზრუნავთ, რომ ამ უბედურებისგან გავათავისუფლოთ. საქართველო კოლონიაა და გვინდა, სწორედ ამ კოლონიალიზმისგან გავათავისუფლოთ.

_ ვისი კოლონიაა საქართველო?

_ მისი, ვინც ყველაფერს წყვეტს საქართველოში. ყველა ქართველ მინისტრს ამერიკელი მრჩეველი რომ ჰყავს, ეს არ ნიშნავს, რომ კოლონია ხარ?! აბა, რა ხარ?! სწორედ ის მრჩევლები ეუბნებიან ხელისუფლებას, ფეხი არ მიადგათ მაგათ აქციაზეო და ამიტომაც არავინ მოსულა. როდესაც ციხიდან გავთავისუფლდი, ერთ-ერთ მაღალჩინოსანს შევხვდი, ორ საათში დაიბარეს ამერიკელებმა და უთხრეს, რატომ შეხვდი კვიციანსო. არ მინდა, ეს ადამიანი, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო ჩემ გამო და იმის შემდეგ თავს ვარიდებ, საერთოდ აღარ ვხვდები.

ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც ზვიად გამსახურდიამ ჩაგვაბარა? 24 წელი გავიდა და ქვეყანა ისევ გასათავისუფლებელია.

_ აქციებს განაგრძობთ. მეტიც, აქტიურ ზომებს მივმართავთო, _ განაცხადეთ. რას აპირებთ?

_ როდესაც მხედართმთავარი სუვოროვი საომრად მიდიოდა, ამბობდა, არანირი გეგმა არ მაქვს, როცა შევხვდები მტერს, შემდეგ ჩამესახება გეგმაც და ისე მოვიქცევი, როგორც საქმისთვის იქნება მომგებიანიო. ჩვენც ასე ვართ, ხვალინდელი დღე რასაც მოითხოვს, იმას გავაკეთებთ. უფალი მოგვცემს ძალას.

ირმა ინაშვილის მხარდასაჭერად საგარეჯოდან საგანგებოდ ჩამოვიდა და მოშიმშილეებს შეუერთდა ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს ხუთგზისა (ერთხელ _ სამბოში) და ევროპის სამგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი.

_ “პატრიოტთა ალიანსიუკმაყოფილოა მთავრობის რეაქციით. როგორ ფიქრობთ, რატომ არავინ აქცევს სათანადო ყურადღებას მოშიმშილეების მოთხოვნებს?

_ შეიძლება, შიმშილობა გამოსავალი არ არის, მაგრამ შიმშილობის გარდა სხვა რა გზა დარჩენია “პატრიოტთა ალიანსს”? თავად ვნახე, როგორ ჩატარდა საგარეჯოში არჩევნები და როგორ დაატრიალეს საარჩევნოკარუსელი”, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქ მოსვლა და ამ ხალხის გვერდით დგომა.

 ყველა ოპოზიციურ პარტიას სჯერა, რომ 2016 წელს დამოუკიდებლად მოიგებს არჩევნებს, მაგრამ მოიგებს კი? ჩვენც გვეგონა, მოვიგებდით, მაგრამ ამაოდ. ყველგან მოაწყობენ საარჩევნო “კარუსელს”, სახელმწიფოს მეტი რესურსი აქვს და გამოცდილები არიან ამ საქმეში. ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგე გვყავს, ნუ დაგვავიწყდება, ხელისუფლებაში მეორე პირია დავით უსუფაშვილი.

ასეთი ახირებული საქციელი, რომ არ მოდიან მოშიმშილეებთან, არ გვკადრულობენ, ზემოდან გვიყურებენ, 2016 წლის არჩევნებში ბუმერანგივით უკან დაუბრუნდებათ.

დღეს სინდის-ნამუსის დეფიციტია და, თუ არ აქვთ, წავიდნენ, მეზობელს მაინც ესესხონ.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here