Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: პაატა ბურჭულაძე ივანიშვილ-სააკაშვილის თამაშს თამაშობს

ჰამლეტ ჭიპაშვილი: პაატა ბურჭულაძე ივანიშვილ-სააკაშვილის თამაშს თამაშობს

839

გასული კვირა სხვა დანარჩენი დღეებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ მსოფლიოს ბანმა პაატა ბურჭულაძემ ხმამაღლა განაცხადა, ძალების მოსინჯვა მსურს ქართულ პოლიტიკაშიო. ამ ფაქტს საზოგადოება სხვადასხვაგვარად შეხვდა, ზოგმა მოუწონა, ზოგმა _ არა. თვითონ მომღერალი კი ამბობს, რომ ილია მეორეს ნებართვისა და დალოცვის გარეშე არაფერს აკეთებს. ამ ინფორმაციის გარდა, ხალხის ყურადღება საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებამ მიიპყრო. მან განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება არ უნდა მოხდეს. არადა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დეკემბრის ნატოს მინისტერიალს სულმოუთქმელად ელის და თვლის, რომ ნატოს ძალიან დავუახლოვდებით. საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება.

_ ბატონო ჰამლეტ, მომღერალი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში წავიდა. იყო თუ არა ამის წინაპირობა?

_ ორი წლის წინათ პაატა ბურჭულაძეს კულტურის მინისტრობა შესთავზეს და უარი განაცხადა. უარი ასე ახსნა: ძალიან ბევრი ხელშეკრულება მაქვს დადებული და მინისტრობა ხელს შემიშლისო. მისი განცხადება მაშინვე საეჭვო იყო, როგორც ჩანს, შეთავაზებული თანამდებობა არ იყო მისთვის საკმარისი. პაატას უარი გულწრფელი არ იყო, ქვეტექსტში იკითხებოდა, რომ ამ ნაბიჯს გადადგამდა და გადადგა კიდეც.

გაოცებული ვარ მისი გადაწყვეტილებით. ბურჭულაძე ჯერ კიდევ არ არის იმ ასაკში, რომ სცენა მიატოვოს.

_ მაშ, რასთან გვაქვს საქმე?

_ ეს ქართული სიხარბეა. პაატა ბუჭულაძეს სურს, გავლენა ჰქონდეს საზოგადოებაში. ის არ კმაყოფილდება იმით, რაც გააკეთა.

_ იქნებ ბურჭულაძე ვინმეს დაკვეთას ასრულებს? იქნებ მას პარტიის შექმნა რუსეთმა დაავალა ან დასავლეთმა?

_ არა, ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. თუ პაატა ბურჭულაძე პიროვნებაა, ამას არ იზამს. ის არ არის დამოკიდებული არც ქართულ პოლიტიკაზე და არც ქართულ კულტურაზე. ის უცხოეთში მოღვაწეობს. პაატა ბურჭულაძეს რევერანსები არ სჭირდება, ის არავისზე დამოკიდებული არ არის.

_ ბიძინა ივანიშვილზეც ასე გვეგონა

_ ივანიშვილი ქურდია, მან ფული ცუდი საქმეებით იშოვა. ალბათ, აღარავის სჯერა, რომ ფული კომპიუტერის ყიდვა-გაყიდვით დააგროვა. მილიარდებს ამით ვერ იშოვი. ივანიშვილი ის პიროვნებაა, რომელიც ფულის გამო ყველაფერს დათანხმდება.

_ რა არის პაატა ბურჭულაძის მიზანი?

_ ბურჭულაძეს ამბიცია ამოძრავებს. ყელში ამოუვიდა მომღერლობა და დიდი თანამდებობა უნდა, სავარაუდოდ, პრეზიდენტობა. აბა, მინისტრთა საბჭოს ის ვერ უხელმძღვანელებს.

_ რა გზას დაადგება, საით წავა?

_ საით წავა და სადაც 25 წელი იღვწის. პაატა ბურჭულაძე 25 წელია, ავსტრიაშია, მას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებდა “ნაციონალებთან” და სააკაშვილთან. ვინმეს სჯერა, რომ პაატა ბურჭულაძემიავნანასფონდი თავისით დააარსა და უსახკლაროებს ფულს უხდიდა? ერთი ჯიხურის გახსნას ვერ შეძლებდი სააკაშვილის პერიოდში, იგივე ვითარებაა დღესაც. პაატა ბურჭულაძე “ნაცების” პერიოდში სულ პრესისა და ტელევიზიის ყურადღების ცენტრში იყო, სულ მასზე წერდნენ და ლაპარაკობდნენ. არავის არასდროს შეუმოწმებია “იავნანას” ფონდი, არავინ დაინტერესებულა მისი შემოსავლებითა და გასავლებით.

_ ვინ იქნება პაატა ბურჭულაძის ამომრჩეველი, თუ ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს?

_ ყველა დეგენერატი. და დეგენერატები ჩვენს ქვეყანაში ოხრად არიან. პაატა ბურჭულაძეს კარგი ბეგრაუნდი აქვს, ის ღარიბ-ღატაკს ეხმარება, ტვინგამორეცხილ საზოგადებას კი მეტი რა უნდა?!

პაატა ბურჭულაძის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. არ მომეცემა საშუალება, პირადად დაველაპარაკო, თორემ აუცილებლად ვეტყოდი, რამ გამოგაშტერა ამხელა კაცი, რატომ იხდი საფურთხებლად თავს-მეთქი.

_ იქნებ პაატა ბურჭულაძე მსხვერპლია იმ ტექნოლოგიებისა, რომლებითაც მსოფლიოს მართავენ?

_ არავითარი ტექნოლოგიები არ არსებობს, თუ ნამდვილად პიროვნება ხარ. რას ჰქვია დაკვეთა და ტექნოლოგია! რა, ხელი წაუჭირეს? არა, ბურჭულაძეს ამბიციები გაუჩნდა. თანაც, ნახეთ რა მოხდა? პაატა გაიქცა და პარტიის ჩამოყალიბების საკითხი ივანიშვილს შეუთანხმა, მერე ალასანიას ელაპარაკა. სავარაუდოდ, ბურჭულაძე ივანიშვილსააკაშვილის თამაშს თამაშობს. ბიძინამ იცის, რომ მის მიერ შეკოწიწებული პარტია არჩევნებში ხმების ძალიან ცოტა პროცენტს აიღებს და სატელიტები სჭირდება, ბურჭულაძე კარგი კანდიდატია. ივანიშვილი პრიმიტიულად და პროვინციულად აზროვნებს, სწორედ ისე, როგორც მას შეეფერება. ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა თამაშია, ბინძური თამაში და ამ სიბინძურეში არ უნდა გაეხვიოს.

ალბათ, ყველას გახსოვთ, ბურჭულაძე, როგორც კი მას სააკაშვილმა თითი დაუქნია, უკრაინაში გაიქცა კონცერტში მონაწილეობის მისაღებად. ეს არაფერს ნიშნავს? ბურჭულაძე აშკარად იზიარებდა სააკაშვილის პოლიტიკას.

_ ბატონო ჰამლეტ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თქვა, რომ ნატო არ გაფართოვდება, არადა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი დეკემბერში ნატოს მინისტერიალზე სერიოზულ შედეგს ელოდება

_ თინა ხიდაშელი სასაცილოა… სირიაში მიმდინარე პროცესებმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა. რამდენიმე დღის წინათ ვრცელი გადაცემა მიეძღვნა სირიაში რუსეთის მოქმედებებს. რუსეთმა ერთ დღეს თავისი ფრთოსანი რაკეტები კასპიის ზღვიდან გაუშვა სირიაში და ზუსტად ის წერტილები დაბომბა, რომლებიც სურდა. იმავე დღეს ჩრდილოეთის ოკეანიდან დაბომბა სირია. წარმოგიდგენიათ, რა მანძილი გაიარა რაკეტებმა? მთელ ევროპას შემოუარეს, შევიდნენ ხმელთაშუა ზღვაზე, გაჰყვნენ ზღვას და ისე შევიდნენ სირიაში, ეს ყველაფერი ზუსტად იყო ნაჩვენები და ვურჩევ ჩვენს პოლიტიკოსებს, ასეთ ინფორმაციებს გაეცნონ.

რაღა დროს ნატო და კატოა? ბოლო ხანს ნატოს თუნდაც ერთი წამოკნავლება ვინმეს გაუგია? ნატო ჩასვრილი და გაყუჩებულია. ეს ორგანიზაცია იდიოტების ბუდეა. საფრანგეთი ნატოს წევრია, მაგრამ მას კი არ მიმართა დასახმარებლად, არამედ რუსეთს. ნატოს წევრია თურქეთიც, რომელიც ნავთობის კოლონებს ატარებს თავის ტერიტორიაზე, ნავთობს, რომელიც მოპარულია და “ისლამური სახელმწიფო” ყიდის უცხოეთში. მოპარული ნავთობი თურქეთის საზღვაო პორტებიდან ევროპაში გადის. მართალია, ტვირთს არ აწერია, რომ “ისლამური სახელმწიფოსია”, მაგრამ ისე იაფია, რომ ამის მიხვედრა ძნელი არ არის.

საფრანგეთიც და თურქეთიც ნატოს წევრები არიან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი კი ჩვენი ფულით, ჩვენი ბიუჯეტის ფულით უაზროდ დადის მსოფლიოში. რა მიაქვს, რა მოაქვს, რატომ არავინ ეკითხება?

ნატოს წევრობა რას მოგვცემს, თუ არა იმას, რომისლამური სახელმწიფოსლუკმა გავხდებით. ნატოში კი არავინ მიგვიღებს _ ქვეყანას, საიდანაც ისლამისტები სირიაში საბრძოლველად მიდიან, ნატოში არავინ მიიღებს. ბრიუსელს ამდენი ჭკუა აქვს.

_ თურქეთმა რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო. როგორ ფიქრობთ, რუსეთი ამას აპატიებს თურქეთს? შესაძლოა, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ღია დაპირისპირება დაიწყოს?

_ თურქეთის ხელისუფლება სირიის პრეზიდენტის _ ბაშარ ასადის წინააღმდეგია, რუსეთი კი მხარს უჭერს ამ ადამიანს.

თურქეთის ტერიტორიაზე არის ბაზები, სადაც “ისლამური სახელმწიფოს” ჯიჰადისტებს წვრთნიან, ამას თავდაპირველად ამერიკა აკეთებდა.

უკვე დადასტურდა, რომ რუსული თვითმფრინავი თურქეთის ჩამოგდებულია და ვლადიმერ პუტინის განცხადებაც მოვისმინეთ. ძალიან გაბრაზებულმა პუტინმა ხაზი გაუსვა, _ ეს ზურგში დარტყმაა, თურქეთი კი მეგობარი ქვეყანა გვეგონაო. პუტინი ასეთ განცხადებებს ტყუილუბრალოდ არ ისვრის და აუცილებლად მოაყოლებს საპასუხო ზომებს. როგორც ჩანს, ვითარება დაიძაბება და რუსეთ-თურქეთის ომიც გამორიცხული არ არის.

_ თუ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ვლადიმერ პუტინმა მომხდარზეთვალი არ დახუჭა”, საქართველო რა მდგომარეობაში აღმოჩნდება?

_ ყველა პარამეტრით მძიმე ვითარებაში ვართ. თურქეთმა აჭარა, ფაქტობრივად, დაიპყრო. აჭარიდან ბევრია წასულიისლამურ სახელმწიფოშიდა ისლამისტების დროშის ქვეშ იბრძვის. თურქეთი არ მალავს აჭარის მიმართ თავის ინტერესს. ეკონომიკურად უკვე დაპყრობილი აქვს ეს ტერიტორია და შორს არ არის ის დროს, როდესაც პოლიტიკურადაც საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცევს. აჭარის მაღალმთიან რაიონებში მეჩეთები უკვე მოქმედებს.

საქართველო უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდება და პოლიტიკოსები, რომლებიც დასავლეთისკენ ილტვიან, ჯობია, თვითონ გადასახლდნენ იქ და ამ ქვეყანას თავი დაანებონ.

საქართველოს პარლამენტში არის “ბებია ქალი”, გუგული მაღრაძე, რომელიც თვლის, რომ “ისლამური სახლმწიფო” დიდ ქვეყნებს ებრძვის.

არადა, ჩვენი ქვეყანა ცეცხლში იმყოფება. რუსეთთურქეთს შორის ვითარების დაძაბვა პირდაპირ აისახება საქართველოზე.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. tono hamlet did pativs vcem tkvens analitikur Sepasebebs. droa kmedebebze gadaxvidet im adamianta jgupebi visac goneba da gamWriazobe mogekitxebat torem amrtlac iZireba sakartvelo da es tutuci ministrebi/parlamenti/mtavroba ki magrad sukdebian natanj adamianta pulebize.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here